დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2021 წლის 30 ივლისი ქ. დედოფლისწყარო |
|
დებულება
2. პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე-16 მიზნის და ძირითადი პრინციპების (მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართულობა, ინკლუზიურობა და ანგარიშვალდებულება) ადგილზე განხორციელების ხელშეწყობა.
3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალური ბიუჯეტიდან.
4. ამ დებულებით დამტკიცებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ადმინისტრირების ძირითადი წესები.
5. ამ წესით დაურეგულირებელი საკითხები წყდება პროგრამის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
2. მერის ბრძანებით განსაზღვრება დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ის სავარაუდო ღირებულება.
3. სამუშაო ჯგუფის მიერ მერისათვის წარდგენილი წინადადებების საფუძველზე პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მერის ბრძანებით გათვალისწინებულ პროექტ(ებ)ზე მეტი. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე.
4. პროგრამას გააჩნია განხორციელების შემდეგი ეტაპები:
ა) მოსამზადებელი ეტაპი;
ბ) საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი;
გ) საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა;
დ) კენჭისყრის ეტაპი;
ე) გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა და პროექტ(ებ)ის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით;
ვ) პროექტ(ებ)ის განხორციელება;
ზ) პროექტ(ებ)ის მონიტორინგი და შეფასება.
5. პროგრამის განხორციელების ეტაპების კონკრეტული ვადები განისაზღვრება მერის ბრძანებით.
2. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია პროგრამაში მონაწილეობისთვის ონლაინ ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ქალაქ დედოფლისწყაროდან დაშორებული დასახლებული პუნქტებისთვის. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იყოს პროგრამაში მონაწილეობის ონლაინ პლატფორმები.
3. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მონაწილეობის ალტერნატიული ფორმების არსებობა, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც გააჩნია კომპიუტერული ტექნიკის მოხმარების შეზღუდული უნარ-ჩვევები. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იქნას პროგრამაში მონაწილეობის ალტერნატიული ფორმები განაცხადის წერილობით დატოვების სახით.
4. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვა. ამ მიზნით, პერსონალური მონაცემები უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მინიმალურად აუცილებელია პროგრამაში მონაწილეობისთვის როგორც წინადადების წარდგენის, ასევე კენჭისყრის ეტაპზე, ხოლო სამუშაო ჯგუფის ყველა წევრმა უნდა დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნა.
5. პროგრამაში მონაწილეთა პირადი მონაცემების გაუხმაურებლობის მიზნით, მონაცემები ინახება კონფიდენციალურად, ხოლო მათი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ხდება იდენტიფიცირებადი მონაცემების განადგურება. ამასთან, ხდება პროგრამაში მონაწილის წინასწარი ინფორმირება/თანხმობის აღება პერსონალური მონაცემების გამოყენების თაობაზე.
6.. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვა. ამ მიზნით, პროგრამის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა დაეყრდნოს წინასწარ განსაზღვრულ წესებსა და კრიტერიუმებს, ხოლო პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ ანგარიში უნდა იყოს საჯარო (გასაჯაროებას არ ექვემდებარება პერსონალური მონაცემები).
2. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებულია გენდერული საჭიროებები/მოთხოვნები. ამ მიზნით, ვინაიდან გენდერულად სენსიტიური ასპექტების გათვალისწინება შესაძლოა მოითხოვდეს დამატებით ფინანსურ რესურსებს, გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადების მაქსიმალური ბიუჯეტი შეიძლება 20%-ით აღემატებოდეს ამ პროგრამით დადგენილ ზღვარს.
3. გენდერული ასპექტების გათვალისწინების მიზნით, ჩატარდება გამარჯვებული პროექტის გენდერული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მოხდება პროექტის გადამუშავება იმგვარად, რომ მასში გათვალისწინებული იქნას გენდერულად სენსიტიური საკითხები. ამასთან, პროგრამის ამგვარი გადამუშავებისას, დასაშვებია პროექტის ბიუჯეტის 20%-ით ზრდა დამატებითი გამოვლენილი ხარჯების დასაფარად.
2. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს მერის პირველი მოადგილე (შემდგომში -ჯგუფის ხელმძღვანელი).
3. სამუშაო ჯგუფის პერსონალურ შემადგენლობას და პროგრამის კოორდინატორს ამტკიცებს მერი.
2. აფასებს მოქალაქეების/საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს.
3. ამზადებს კენჭისყრისთვის მომზადებული პროექტების ჩამონათვალს შესაბამისი დასაბუთებით.
4. ამზადებს იმ საპროექტო წინადადებების ჩამონათვალს შესაბამისი დასაბუთებით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-8 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
5. აორგანიზებს პროექტების ელექტრონულად შერჩევის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას.
6. აორგანიზებს ელექტრონულ კენჭისყრას.
7. პასუხისმგებელია პროგრამის ყველა ეტაპზე მოსახლეობის ინფორმაციების კამპანიაზე.
8. საჭიროების შემთხვევაში მერს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას პროექტის ეტაპების ვადის ცვლილების თაობაზე.
2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომლის შედგენას ჯგუფის ხელმძღვანელი ავალებს სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს.
ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;
გ) საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მერის ბრძანებით საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ თანხას;
დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც ჩადებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);
ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).
2. სამუშაო ჯგუფი ამტკიცებს წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მაქსიმალურ სავარაუდო ღირებულებას.
3. სამუშაო ჯგუფმა შესაძლოა მიიღოს დამატებითი კრიტერიუმები.
4. საპროექტო წინადადების წარდგენისას, წარმდგენს უნდა ჰქონდეს გამოგზავნილი შემდეგის სახის ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი/საინიციატივო ჯგუფის წევრების სახელი, გვარი;
ბ) პირადი ნომერი/საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადი ნომრები;
გ) საკონტაქტო ტელეფონი და/ან ელ-ფოსტა;
დ) პროექტის სახელწოდება;
ე) პროექტის აღწერა;
ვ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი;
ზ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი.
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ზრდასრულ მოქალაქეთა ჯგუფს.
2. ჯგუფის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ინფორმირებას პროგრამის ვადებისა და პირობების შესახებ.
2. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით.
3. ფიზიკურად, ინტერნეტის გარეშე, წარდგენილი წინადადებების პროექტების ელექტრონულ სისტემაში შეტანას უზრუნველყოფს პროექტის კოორდინატორი. ასეთ შემთხვევაში პროექტის კოორდინატორი უზრუნველყოფს ფიზიკურად წარდგენილი განცხადებების პირველი პირების დადგენილი წესით დაარქივებას.
4. მოქალაქეს/საინიციატივო ჯგუფს შეუძლია წარადგინოს საპროექტო წინადადებების შეუზღუდავი რაოდენობა.
5. წარსადგენი საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს.
2. პირველადი გადარჩევის პროცესი უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.
3. წინადადებების პირველადი გადარჩევისას, სამუშაო ჯგუფი აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა საპროექტო წინადადებება წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს.
4. წინადადებები, რომლებიც აკმაყოფილებს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს, გადადის კენჭისყრის ეტაპზე.
5. წინადადებების წარმომდგენებს, რომელთა პროექტები ვერ გაივლიან კვალიფიკაციას, სამუშაო ჯგუფის სახელით ეგზავნება არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ ვერ გაიარა მისმა პროექტმა გადარჩევის ეტაპი. პასუხი შესაძლებელია გაიგზავნოს როგორც წერილობით, ასევე, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით.
6. პროგრამის კოორდინატორი უზრუნველყოფს, რომ კენჭისყრის ეტაპზე გადასული პროექტები კენჭისყრისთვის ატვირთული იყოს სოფტზე.
2. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება გააჩნია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ნებისმიერ ზრდასრულ მოქალაქეს. კენჭისყრისას, მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
3. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა ასევე შეიძლება უშუალოდ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლისთვის ან მერიაში შესაბამისი განაცხადის დატოვების გზით.
4. კენჭისყრისას, თითოეული მონაწილე უფლებამოსილია კენჭი უყაროს 3 პროექტს.
5. კენჭისყრის ვადის გასვლის შემდეგ ხმის მიცემა აკრძალულია.
6. გამარჯვებულად ცხადდება ის პროექტ(ებ)ი, რომელმაც დააგროვა ხმების ყველაზე მეტი ოდენობა.
2. მუნიციპალიტეტის სამსახური ამუშავებს საპროექტო წინადადებას, აზუსტებს ბიუჯეტს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს პროექტის ტექნიკურ დოკუმენტაციას.
3. დაზუსტებული საპროექტო წინადადება ჩაიდება მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტში.
4. საპროექტო წინადადების განხორციელება ხდება დამტკიცებული წესების შესაბამისად.
5. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგი ხორციელდება ამ დებულების დანართი 2-ის შესაბამისად.
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დანართი №1
2. პროგრამის კოორდინატორი ახდენს საპროექტო წინადადებების წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების აღრიცხვას (ე.წ. check-list) თანდართული ფორმით.
2. ახალი ხაზობრივი ნაგებობის (მაგალითად, წყალსადენის მილის, შემკრები აუზის, სათავე ნაგებობის) მშენებლობის პროექტის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სამსახურმა უნდა გადაამოწმოს, რომ პროექტის ყველა ელემენტი მდებარეობდეს მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (არ გადადიოდეს მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).
3. ამ მუხლის კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.
2. საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა მეთოდები. კერძოდ, შესაძლოა გაანალიზდეს სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებისას დახარჯული ფინანსური რესურსები და სახელმძღვანელოდ აღებული იქნეს მსგავსი განხორციელებული პროექტის/ობიექტების ფაქტობრივი საშუალო ღირებულება.
3. მსგავსი ობიექტის ღირებულებასთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსგავსობის ხარისხი და შეფასდეს, რამდენად მნიშვნელოვან ფასთა სხვაობას იძლევა ეს განსხვავება.
4. შესაფასებლად ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას ერთეული ფასის განფასება ან იდენტურ საქონელზე ბაზარზე არსებული ფასები.
5. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო წინადადების სავარაუდო ღირებულება ჯდება ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.
2. ამ მიზნით, საფინანსო სამსახურის უფროსმა შესაბამის დარგობრივი სამსახურის ხელმძღვანელთან ერთობლივად უნდა გადაამოწმოს, საპროექტო წინადადებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება ხომ არ არის გათვალისწინებული მიმდინარე ან დასაგეგმ საბიუჯეტო წელს.
3. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.
2. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს: წყალმომარაგების მოწყობის შემთხვევაში – წყლის დებეტის ნაკლებობა; თვითდენითი წყალმომარაგების სისტემაში – სიმაღლეებს შორის უარყოფითი ან უმნიშვნელო დადებითი სხვაობა, სპორტული მოედნის აშენების შემთხვევაში – ასაშენებელ ზონაში მუნიციპალიტეტს არ გააჩნდეს საკუთარი მიწა ან გააჩნდეს ისეთი ნაკვეთი, რომლის სპორტულ მოედნად გამოყენებისას შეიზღუდება სხვა საჯარო სივრცესთან მოქალაქეთა წვდომა (მაგალითად, ჩაკეტავს სკოლისკენ მიმავალ გზას) და ა.შ.
3. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ინფრასტრუქტურის ან სხვა შესაბამისი სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გაანალიზონ, რამდენად არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორები, რომლებსაც გავლენა შეუძლია მოახდინოს პროექტის წარმატებით განხორციელებაზე.
4. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.
2. პროგრამის კოორდინატორი ავსებს შესაბამისობის ფორმას თითოეული საპროექტო წინადადებისთვის, რაზეც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის წევრები.
3. საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ხელმოწერა
პროგრამის კოორდინატორი ხელმოწერა
სამუშაო ჯგუფის წევრი ხელმოწერა
სამუშაო ჯგუფის წევრი ხელმოწერა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დანართი №2
პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგის
მეთოდოლოგია
2. დადგენილებით დადგენილი წესის მიხედვით პროექტ(ებ)ის გამარჯვებულად გამოვლენა უნდა განხორციელდეს 5 ნოემბრამდე. ანუ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირების იმ ეტაპზე, როდესაც ბიუჯეტის პროექტის შედგენაზე ჯერ კიდევ აღმასრულებელი ხელისუფლება (მერია) მუშაობს.
2. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში გამოქვეყნდება საჯარო განხილვისათვის.
3. ბიუჯეტის პროექტში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახული უნდა იყოს შესაბამის პროგრამულ კოდში (თუ ინფრასტრუქტურული პროექტია ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტში, თუ გამწვანების პროექტია - დასუფთავების პრიორიტეტში და ა.შ.) შესაბამისი ასიგნებების მითითებით. გამარჯვებულ პროექტ(ებ)ზე შემუშავებული უნდა იყოს პროგრამა, შესაბამისი აღწერით, მიზნებითა და მოსალოდნელი შედეგებით.
4. საკრებულოს შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტი მერიას უბრუნდება არა უგვიანეს 25 ნოემბრისა, რის შემდგომაც არა უგვიანეს 10 დეკემბრისა მერი საკრებულოში წარადგენს ბიუჯეტის პროექტის იგივე ან გადამუშავებულ ვარიანტს. იმ შემთხვევაში, თუ 15 ნოემბერისათვის შემუშავებული ბიუჯეტის პროექტში არ იქნება ასახული სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი, 10 დეკემბრის ბიუჯეტის პროექტის ასიგნებებში შესაძლებელია მერიამ დამატებით გაითვალისწინოს მისი (მათი) დაფინანსება.
5. საკრებულოს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა, მათ შორის გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დამატება ან ამოღება, ასიგნებების ცვლილება, შეუძლია მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობით, გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა (საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტი).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მერიამ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახოს პრიორიტეტების დოკუმენტში. ასევე, ეს პროექტ(ებ)ი მოხვდეს იმ ჩამონათვალში, რომელიც დაფინანსების მოთხოვნით წარედგინება ცენტრალურ ხელისუფლებას.
2. ბიუჯეტში ასახვის შემდგომ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი უნდა აისახოს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმაში, რომელიც ასევე ქვეყნდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე www.spa.gov.ge.
3. თუ სხვა წყაროდან არ მოიპოვება ინფორმაცია გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელების ვადების შესახებ, შესყიდვების გეგმის და საბიუჯეტო განწერის მეშვეობით შესაძლებელია განისაზღვროს პროექტ(ებ)ის შესრულების პერიოდი.
4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე www.spa.gov.ge ასევე შესაძლებელია ინახოს, თუ როდის გამოცხადდება ტენდერი გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, ვინ გაიმარჯვა ტენდერში და შეასრულებს პროექტ(ებ)ს, რა ღირებულებით და რა ვადებში და სხვა.
2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მოცემული უნდა იყოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების, მათ შორის სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულების შესახებ ინფორმაცია.
3. ინფორმაცია პროექტ(ებ)ის ბიუჯეტში ასახვის, მისი განხორციელებისა და ანგარიშგების შესახებ საჯაროა და ყველა ზემოაღნიშნულ საშუალებასთან ერთად იგი შესაძლებელია გამოთხოვილი იყოს მერიის შესაბამისი სამსახურიდან დროის ნებისმიერ პერიოდში.