1. გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახული უნდა იყოს ბიუჯეტის პროექტის იმ ვარიანტში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის მიერ 15 ნოემბერს წარედგინება საკრებულოს.
2. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში გამოქვეყნდება საჯარო განხილვისათვის.
3. ბიუჯეტის პროექტში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახული უნდა იყოს შესაბამის პროგრამულ კოდში (თუ ინფრასტრუქტურული პროექტია ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტში, თუ გამწვანების პროექტია - დასუფთავების პრიორიტეტში და ა.შ.) შესაბამისი ასიგნებების მითითებით. გამარჯვებულ პროექტ(ებ)ზე შემუშავებული უნდა იყოს პროგრამა, შესაბამისი აღწერით, მიზნებითა და მოსალოდნელი შედეგებით.
4. საკრებულოს შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტი მერიას უბრუნდება არა უგვიანეს 25 ნოემბრისა, რის შემდგომაც არა უგვიანეს 10 დეკემბრისა მერი საკრებულოში წარადგენს ბიუჯეტის პროექტის იგივე ან გადამუშავებულ ვარიანტს. იმ შემთხვევაში, თუ 15 ნოემბერისათვის შემუშავებული ბიუჯეტის პროექტში არ იქნება ასახული სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი, 10 დეკემბრის ბიუჯეტის პროექტის ასიგნებებში შესაძლებელია მერიამ დამატებით გაითვალისწინოს მისი (მათი) დაფინანსება.
5. საკრებულოს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა, მათ შორის გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დამატება ან ამოღება, ასიგნებების ცვლილება, შეუძლია მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობით, გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა (საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტი