1. მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტი ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე – www.matsne.gov.ge. გამარჯვებული პროექტ(ებ)ი, მისი შინაარსის და მოცულობის გათვალისწინებით დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ცალკე პროგრამად ან ქვეპროგრამად, ასევე პროგრამის ან ქვეპროგრამის შემადგენელ ერთ-ერთ ღონისძიებად.
2. ბიუჯეტში ასახვის შემდგომ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი უნდა აისახოს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმაში, რომელიც ასევე ქვეყნდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე www.spa.gov.ge.
3. თუ სხვა წყაროდან არ მოიპოვება ინფორმაცია გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელების ვადების შესახებ, შესყიდვების გეგმის და საბიუჯეტო განწერის მეშვეობით შესაძლებელია განისაზღვროს პროექტ(ებ)ის შესრულების პერიოდი.
4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე www.spa.gov.ge ასევე შესაძლებელია ინახოს, თუ როდის გამოცხადდება ტენდერი გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, ვინ გაიმარჯვა ტენდერში და შეასრულებს პროექტ(ებ)ს, რა ღირებულებით და რა ვადებში და სხვ