ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2021 წლის 7 სექტემბერი ხაშური |
|
2. მუნიციპალიტეტის თითოეული წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს პროგრამის განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის ოდენობა.
3. მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – მერი) უზრუნველყოფს პროგრამის და პროგრამის ფარგლებში წარდგენილი პროექტების (შემდგომში – პროექტი) შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოებას, კამპანიის საწარმოებლად ბიუჯეტიდან გამოყოფს შესაბამის დაფინანსებას.
ა) კანონიერება;
ბ) საჯაროობა;
გ) კოლეგიურობა;
დ) მოქალაქეთა დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში;
ე) საბიუჯეტო სახსრების სამართლიანი განაწილება.
2. პროგრამის ტერიტორიული სახით განხორციელებაა, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება საკრებულოს მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული ზონების მიხედვით;
3. პროგრამის თემატური სახით განხორციელებაა, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება საკრებულოს მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული თემების მიხედვით.
4. პროგრამის შერეული სახით განხორციელებაა, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების განაწილება მოიცავს როგორც ტერიტორიულ, ისე თემატურ ნიშანს და თითოეულ მათგანზე განსაზღვრული სახსრები ნაწილდება.
5. პროგრამის სახე, გასანაწილებელი საბიუჯეტო სახსრების მოცულობა, პროგრამისა და პროექტების საინფორმაციო კამპანიისთვის საჭირო დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად თანხმდება მუნიციპალიტეტის მერსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის და მერის მიერ აისახება ბიუჯეტის პროექტში, პროექტის საკრებულოში წარდგენამდე.
6. პროგრამის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ ან/და ნებაყოფლობით უფლებამოსილებებს.
2. პროგრამის წლიურ სამოქმედო გეგმას, საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ბრძანებით ამტკიცებს მერი;
3. პროგრამის განსახორციელებლად გაწეული სამუშაოს შესახებ საბჭო ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს მერს და საკრებულოს.
2. პროექტის საინფორმაციო კამპანიის ფინანსურ, მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს მერი.
2. საბჭოს შემადგენლობას და საბჭოს ხელმძღვანელს ამტკიცებს მერი;
3. საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საკრებულოს შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეები, შესაბამისი მაჟორიტარი დეპუტატები და პროექტების ავტორები;
4. მერი უფლებამოსილია საბჭოს შემადგენლობაში მოიწვიოს პროფესიული და აკადემიური წრეების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
5. საბჭო ანგარიშვალდებულია მერთან.
ა) შეიმუშაოს და მერს დასამტკიცებლად წარუდგინოს პროგრამის წლიური სამოქმედო გეგმის პროექტი;
ბ) შეიმუშაოს პროგრამის საზოგადოებასთან კომუნიკაციის წლიური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
გ) დამტკიცებული დოკუმენტების ფარგლებში უზრუნველყოს პროგრამის, მისი საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულება;
დ) შეიმუშაოს და მერს დასამტკიცებლად წარუდგინოს საკონკურსო პროექტების განაცხადის ფორმები;
ე) კოორდინაცია და საკონსულტაციო მხარდაჭერა გაუწიოს მოქალაქეებს/საინიციატივო ჯგუფებს საპროექტო წინადადებების მომზადების პროცესში;
ვ) დაარეგისტრიროს მოქალაქეების/საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები;
ზ) მოახდინოს საპროექტო განაცხადების პირველადი ტექნიკური გადარჩევა ამ დადგენილების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით;
თ) ორგანიზება გაუწიოს მოსახლეობისათვის პროექტების წარდგენისა და განხილვის, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის წარმართვის პროცესს;
ი) ორგანიზება გაუწიოს დასახლებებში შემოსული პროექტებისათვის ხმის მიცემის პროცედურას;
კ) მოამზადოს და დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის, მერისა და საკრებულოსთვის წარსადგენი პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშები;
ლ) არაუგვიანეს 1-ელი ნოემბრისა, მერს წარუდგინოს მომავალი წლის ბიუჯეტში პროგრამით განსაზღვრული და მოქალაქეების მიერ შერჩეული საპროექტო წინადადებების ნუსხა.
2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუკი სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა.
3. საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომლის შედგენასაც საბჭოს ხელმძღვანელი ავალებს საბჭოს რომელიმე წევრს, ან მერიის შესაბამის მოხელეს;
4. საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს ხელმძღვანელს ან საბჭოს წევრთა 1/3-ს.
5. საბჭოს რიგგარეშე სხდომის ინიცირების უფლება აქვს აგრეთვე საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლების მქონე პირთა 1/3-ს. ინიცირება წარედგინება საბჭოს ხელმძღვანელს, რომელიც წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას.
ა) საკრებულოსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას პროგრამის განხორციელების ფორმის, ზონებისა და დაფინანსების მოცულობასთან დაკავშირებით;
ბ) ამტკიცებს საბჭოს, საბჭოს დებულებას, საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას და საბჭოს ხელმძღვანელს;
გ) საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ბრძანებით ამტკიცებს პროგრამის წლიურ სამოქმედო გეგმას;
დ) იღებს გადაწყვეტილებას პროგრამისა და პროექტების საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო ფინანსური სახსრების გამოყოფის შესახებ;
ე) არის გარანტორი, რომ ყველა პროექტს ექნება თანაბარი საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;
ვ) უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას;
ზ) შესაბამის სამსახურებს ავალებს საბჭოს მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადების საფუძველზე შესაბამისი პროექტის მომზადებას;
თ) იღებს გადაწყვეტილებას შერჩეული პროექტების ბიუჯეტის პროექტში ასახვის შესახებ.
ი) იღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო განაცხადების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ;
კ) ამტკიცებს პროექტების შერჩევის მიზნით გასამართი კენჭისყრის ფორმას და პროცედურებს;
ლ) ამტკიცებს საკონკურსო პროექტების განაცხადის ფორმებს.
ა) განკარგულების ფორმით, ყოველწლიურად იწონებს მერის გადაწყვეტილებას პროგრამის განხორციელების ფორმის, ზონებისა და დაფინანსების მოცულობის შესახებ;
ბ) შესაბამის კომისიებში იხილავს, იძლევა შეფასებებს და რეკომენდაციებს პროექტების მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით;
გ) ისმენს საბჭოს ანგარიშს მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელების თაობაზე გაწეული სამუშაოს შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის
2. საპროექტო განაცხადები მიიღება მერის მიერ განსაზღვრულ ვადებში.
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეთა ჯგუფს (საინიციატივო ჯგუფი);
გ) დასახლების საერთო კრებას;
დ) პროგრამის ტერიტორიული სახით განხორციელების დროს - მხოლოდ იმ პირს ან საინიციატივო ჯგუფს, რომელთა წევრებიც რეგისტრირებულნი არიან საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ზონაში შემავალ რომელიმე დასახლებაში, ასევე შესაბამისი დასახლების საერთო კრებას.
2. საპროექტო განაცხადს ენიჭება ინდივიდუალური ნომერი და გადაეცემა საბჭოს შესაბამისი ფუნქციით აღჭურვილ თანამშრომელს.
3. საბჭო, საპროექტო განაცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ასრულებს პირველად გადარჩევას და შესაბამის პასუხებს აცნობებს საპროექტო განაცხადის ავტორებს;
4. საბჭო, საპროექტო განაცხადების პირველადი გადარჩევის დროს, ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) საპროექტო განაცხადის იდეა შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა ფარგლებში;
ბ) შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ;
გ) პროექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება აღნიშნული ზონისთვის/თემატიკისთვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს;
დ) დაცულია ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა პირობები.
2. შერჩეული პროექტების ბიუჯეტის პროექტში ასახვისა და პროექტირების ეტაპზე მერი და საბჭო ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროექტის ავტორის ინფორმირება.
2. მერი უზრუნველყოფს პროექტის ავტორის ჩართვას პროექტის მონიტორინგის პროცესში.