1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის (შემდგომში „პროგრამა“) საბოლოო მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაიზარდოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით.

2. პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე-16 მიზნის და ძირითადი პრინციპების (მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართულობა, ინკლუზიურობა და ანგარიშვალდებულება) ადგილზე განხორციელების ხელშეწყობა.

3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალური ბიუჯეტიდან.

4. ამ დებულებით დამტკიცებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ადმინისტრირების ძირითადი წესები.

5. ამ წესით დაურეგულირებელი საკითხები წყდება პროგრამის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებების შესაბამისა