1. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, საფინანსო და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებმა უნდა მოახდინონ წინასწარი შეფასება, თუ რამდენად ჩაჯდება საპროექტო წინადადება წინასწარ დადგენილი ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში.

2. საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა მეთოდები. კერძოდ, შესაძლოა გაანალიზდეს სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებისას დახარჯული ფინანსური რესურსები და სახელმძღვანელოდ აღებული იქნეს მსგავსი განხორციელებული პროექტის/ობიექტების ფაქტობრივი საშუალო ღირებულება.

3. მსგავსი ობიექტის ღირებულებასთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსგავსობის ხარისხი და შეფასდეს, რამდენად მნიშვნელოვან ფასთა სხვაობას იძლევა ეს განსხვავება.

4. შესაფასებლად ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას ერთეული ფასის განფასება ან იდენტურ საქონელზე ბაზარზე არსებული ფასები.

5. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო წინადადების სავარაუდო ღირებულება ჯდება ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად