1. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების უფლებამოსილმა პირებმა უნდა მოახდინონ წინასწარი შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება საპროექტო წინადადება წინასწარ დადგენილი ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებს.
2. საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვადასხვა მეთოდები. კერძოდ, შესაძლოა გაანალიზდეს სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებისას დახარჯული ფინანსური რესურსები და სახელმძღვანელოდ აღებული იქნეს მსგავსი განხორციელებული პროექტის/ობიექტების ფაქტობრივი საშუალო ღირებულება.
3. მსგავსი ობიექტის ღირებულებასთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსგავსობის ხარისხი და შეფასდეს, რამდენად მნიშვნელოვან ფასთა სხვაობას იძლევა ეს განსხვავება.
4. შესაფასებლად ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ერთეული ფასის განფასება ან იდენტურ საქონელზე ბაზარზე არსებული ფასები.
5. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო წინადადების სავარაუდო ღირებულება შეესაბამება ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებს, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულა