1. ის საპროექტო წინადადება, რომელიც აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ავტომატურად გადადის კენჭისყრის ეტაპზე.

2. პროგრამის კოორდინატორი ავსებს შესაბამისობის ფორმას თითოეული საპროექტო წინადადებისთვის, რაზეც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის წევრები.

3. საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.

დანართი №2

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული  პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგის მეთოდოლოგია

მეთოდოლოგიის მიზანია, შეიქმნას ინსტრუმენტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობ