1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური (ან სხვა სახის მიზნობრივი) ტრანსფერი და ამ ტრანსფერის გამოყოფა ხორციელდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ, მაშინ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი შესაძლებელია ბიუჯეტში აისახოს მოგვიანებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ტრანსფერის გამოყოფის შემდგომ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მერიამ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახოს პრიორიტეტების დოკუმენტში. ასევე, ეს პროექტ(ებ)ი მოხვდეს იმ ჩამონათვალში, რომელიც დაფინანსების მოთხოვნით წარედგინება საქართველოს მთავრობა