1. გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, გარდა ფიზიკური მონიტორინგისა, ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშებიდან, რომელსაც  აღმასრულებელი ხელისუფლება საკრებულოს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მოცემული უნდა იყოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების, მათ შორის, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულების შესახებ ინფორმაცია.

3.  ინფორმაცია პროექტ(ებ)ის ბიუჯეტში ასახვის, მისი განხორციელებისა და ანგარიშგების შესახებ საჯაროა და ყველა ზემოაღნიშნულ საშუალებასთან ერთად იგი შესაძლებელია გამოთხოვილი იყოს მერიის შესაბამისი სამსახურიდან დროის ნებისმიერ პერიოდშ