1. პროგრამის კოორდინატორმა უნდა გადაამოწმოს, რომელი დასახლებული პუნქტი არის მითითებული საპროექტო წინადადებაში და მიეკუთვნება თუ არა ეს დასახლებული პუნქტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.

2. ახალი ხაზობრივი ნაგებობის (მაგალითად, წყალსადენის მილის, შემკრები აუზის, სათავე ნაგებობის) მშენებლობის პროექტის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სამსახურმა უნდა გადაამოწმოს, რომ პროექტის ყველა ელემენტი მდებარეობდეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (არ გადადიოდეს მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულა