,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2021 წლი 30 ივლისი ქ. წყალტუბო |
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 24 151,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 24 151,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 7 492,9 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 2 981,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 113 378.7 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 14 756,5 ათასი ლარით. მათ შორის,
ა) განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა - 15 056,5 ათასი ლარით თანდართული რედაქციით:
ათას ლარში
ბ) განისაზღვროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების კლება - 300,0 თასი ლარით:
ათას ლარში
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რეადაქციით:
ათას ლარში
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს - 4063,1 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 10 772,4 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხის შესაბამისად 2021 წლის 01 იანვრისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვალი შეადგენს 394.0 ათ ლარს, 2021 წლისთვის (28 აპრილი და 28 ოქტომბერი) იგეგმება ვალის შემცირება 83.7 ათ. ლარით. რის შემდეგაც მუნიციპალიტეტს დარჩება ვალი 310.5 ათ. ლარი.
|
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 12830,6 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული საავტომობილო გზების რეაბილიტირება, რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება, მდინარეებზე ხიდ-ბოგირების მოწყობა, რეაბილიტაცია. ასევე საჭიროების შემთხვევაში გზის თოვლის საფარისგან გაწმენდა, ორმოული შეკეთება და სტიქიისა შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა.
|
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 537,1 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 043,9 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 902,6 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1578,3 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4063,4 ათასი ლარი. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 101–ე მუხლის საფუძველზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებში 22,5 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის.
2. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად.
4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგენებების გადანაწილება (მათ შორის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა), შესაძლებელია განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე;
5. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია განახორციელდეს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
6. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო/არაკომერციული იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების დაზუსტება მათთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში განხორციელდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
7. ამ მუხლის 2-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური, განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 64,8 ათ ლარი.
ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 102,2 ლარი.
გ) ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3,0 ლარი.
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.