წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის ტრიფონ სულაკაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2021
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.122.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის გოჩა უნგიაძის სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის "შოთა გოგუაძის" სახელის მინიჭების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჭითაუშქურისა და გვიმარონის ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის ტრიფონ სულაკაძის სახელის მინიჭების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №48
2021 წლის 30 ივლისი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩისათვის ტრიფონ სულაკაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე–7 მუხლის მე-13 და მე–15 პუნქტების შესაბამისად:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის უსახელო ქუჩას ეწოდოს ტრიფონ სულაკაძის სახელი (დანართი საკადასტრო რუკის სახით თან ერთვის).
2. დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.
3. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას.
4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე
დანართი №1
საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე