საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2021 ძალადაკარგული 01.09.2021
ნომერი
№753
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.027.017244
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №753 

2021 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის შესახებ

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45​3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლდნენ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან.

2. დაევალოთ სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებს, პერიოდულად, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პრობაციის ოფიცრის მიერ წინასწარი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ, დადგენილი რეჟიმის შესაბამისად განახორციელონ პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლი საცხოვრებელ მისამართზე. წინასწარი სატელეფონო შეტყობინებისა და საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის შესახებ დგება შესაბამისი ოქმები.

3. მსჯავრდებულის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტისას, პრობაციის ოფიცერი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

4. მსჯავრდებული, რომელიც მისთვის წინასწარი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ პრობაციის ოფიცერს მოთხოვნილ დროს არ დახვდება საცხოვრებელ მისამართზე, დაჯარიმდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 16 აგვისტოდან.

2. ეს ბრძანება მოქმედებს 2021 წლის 4 სექტემბრამდე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე