“საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის დამატებითი მომსახურების გაწევისა და თანხების გამოყენების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.07.2001 ძალადაკარგული 24.02.2010
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.11.109.004.853
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 11/07/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.109.004.853

საქართველოს საგარეო საქმეთა

მინისტრის ბრძანება №78

2001 წლის 3 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის დამატებითი მომსახურების გაწევისა და თანხების გამოყენების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 მარტის №96 ბრძანებულების განხორციელების მიზნით,ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია „საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის დამატებითი მომსახურების გაწევისა და თანხების გამოყენების წესის შესახებ”.

2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა:

ა) გაატაროს სათანადო ღონისძიებები, საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის ერთიანი პროგრამული სისტემების დანერგვის მიმართულებით;

ბ) უზრუნველყოს, საქართველოს საგადასახადო ინსპექციის შესაბამის ქვედანაყოფში საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი ღირებულებისა და მოგების გადასახადების გადამხდელად რეგისტრაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით.

3. ბრძანების მე-2 პუნქტში დასახულ ღონისძიებათა შესრულების ვადა განისაზღვროს, ბრძანების ხელმოწერიდან 10 კალენდარული დღ ით.

4. კონტროლო ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს შოთა დოღონაძეს.

5. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ი. მენაღარიშვილი

ინსტრუქცია

საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის დამატებითი მომსახურების გაწევისა და თანხების გამოყენების წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია „საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საკონსულო მოქმედებების შესრულებისას წარმოშობილი ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურებისა და დამატებითი მომსახურების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 მარტის №96 ბრძანებულების საფუძველზე და განსაზღვრავს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ დამატებით მომსახურებათა გაწევისა და მიღებული ფულადი სახსრების აღრიცხვისა და გამოყენების წესებს.

    მუხლი 2. შემოსავლების აღრიცხვის წესი

1. საკონსულო მოქმედებების შესრულებასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურება რეგისტრირებული უნდა იყოს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელსაც აწარმოებს დაწესებულების საკონსულო ქვედანაყოფი. ჟურნალის გვერდები უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული.

2. დიპლომატიური დაწესებულებების საკონსულო სამსახური ბუღალტერიას გადასცემს საკონსულო მონაცემებს (დანართი 1), სადაც მითითებული უნდა იყოს: განცხადების (ანკეტის) რეგისტრაციის ნომერი, განმცხადებელი, მოქალაქეობა, საკონსულო მოქმედების შინაარსი და დამატებითი მომსახურების სახე.

3. დამატებითი მომსახურების გაწევა ხორციელდება მხოლოდ განმცხადებლის მიერ ანგარიშსწორების მოხდენის შემდეგ.

 4. განაკვეთების გადახდა წარმოებს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

5. უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, განმცხადებელი ბუღალტერიას წარუდგენს შესაბამის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს.

6. ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის შემთხვევაში გადამხდელს ეძლევა გადახდის დამადასტურებელი ცალკე ქვითარი (სალაროს შემოსავლის ორდერის ყუა), რომლის საფუძველშიც მიეთითება საკონსულო მონაცემებში მითითებული რეგისტრაციის ნომერი.

7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების მიერ დამატებითი მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავლები აკუმულირდება სპეცსახსრების არსებულ საბანკო ანგარიშებზე (ამ შემოსავლების სპეცსახსრების სხვა შემოსავლებიდან გამიჯვნის მიზნით, შესაძლებელია გაიხსნას ცალკე საბანკო ანგარიშებიც), ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მისი ტერიტორიული ქვედანაყოფების შემთხვევაში – სპეცსახსრების სახაზინო ანგარიშზე.

8. საქართველოს დიპლომატიური სამსახურისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დამატებითი მომსახურების გაწევაზე უარის თქმის ან საკონსულო მოქმედების არშესრულების შემთხვევაში, შესრულებული მოქმედებისათვის გაწეული დანახარჯების ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა განმცხადებელს უკან არ უბრუნდება.

    მუხლი 3. თანხების გამოყენების წესი

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებში, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამინისტროს ტერიტორიულ ქვედანაყოფებში დამატებითი მომსახურებიდან და ფაქტობრივი დანახარჯების ანაზღაურებიდან შემოსული თანხების შესახებ შეტყობინება ეგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, დანართი 2-ის მიხედვით.

2. შეტყობინებაში შემოსავლები აისახება აშშ დოლარებში, საანგარიშო თვის მომდევნო თვის პირველ სამუშაო დღეს, დიპლომატიური დაწესებულების მომსახურე ბანკის მიერ დაფიქსირებული ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარებში კონვერტაციის კურსის მიხედვით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ, სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე აკუმულირებული თანხის გამოყენება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული სპეციალური სახსრების ხარჯთანუსხის შესაბამისად.

    მუხლი 4. დამატებითი მომსახურების შესრულების ვადები

1. სასწრაფო მომსახურების შესრულებისას 24 საათში იგულისხმება განცხადების რეგისტრაციიდან შესაბამისი მოქმედების განხორციელება მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე.

2. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ტერიტორიაზე მის ქვედანაყოფებში მიღების საათებად განსაზღვრულია 10-დან 14-საათამდე.

3. საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მიღების საათები განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.