“არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის უფროსის ბრძანება №19
2001 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” 1998 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესი” (თან ერთვის).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის
მუხლი 1
„არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესი” მომზადებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” 1998 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ ინფორმაციის მიწოდების წესს.
მუხლი 2
არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი (შემდგომში – დამფუძნებელი) ვალდებულია წარუდგინოს დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) საპენსიო სქემებისა და საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაციის თაობაზე რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა;
ბ) აქტივების მმართველ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებები ხელშეკრულების დადებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში;
გ) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული ხელშეკრულებები, ხელშეკრულების დადებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში;
დ) ყოველკვარტალური საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის ანგარიშგებები მომდევნო კვარტალის პირველი თვის 15 რიცხვამდე;
ე) მონაცემები კალენდარული წლის განმავლობაში დარიცხული და გაცემული პენსიებისა და საპენსიო დანაგროვის ფორმირების შესახებ მომდევნო წლის პირველ კვარტალში;
ვ) წელიწადში ერთხელ მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია აქტივების მმართველ კომპანიებსა და სპეციალურ დეპოზიტარებში მომხდარი ცვლილებებისა და დამფუძნებლის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შესახებ;
ზ) 15 დღის განმავლობაში შეატყობინოს ყველა შემთხვევა, რომელმაც იმოქმედა ან შეუძლია იმოქმედოს მისი საპენსიო სქემის ფინანსურ მდგრადობაზე, რაც მის წინა კვარტალურ ანგარიშში არ იყო ასახული.
მუხლი 3
დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის შეწყვეტისას დამფუძნებელი ვალდებულია ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს საპენსიო სქემის შეწყვეტამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე.
მუხლი 4
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაცია დამფუძნებლისაგან და მიიღოს ყველა დოკუმენტი დაკავშირებული საპენსიო ვალდებულებების შესრულებასთან.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.03.2026.
- როდის იქნა მიღებული “არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ”?
- “არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ” მიღებულია 12.07.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 280.120.000.12.220.004.858.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.03.2026-დან.
- სად არის “არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.03.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება “არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ”, №19, 12.07.2001, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.12.220.004.858 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52456/