📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.08.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №427
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.022982
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,334 სიტყვა · ~27 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
სატყეო ტაქსაცია - ტექნიკური  ქმედებების  კომპლექსი ტყის რესურსების (მათ შორის, ზეზემდგომი, მოჭრილი, ძირნაყარი ხეტყე და მათი ნაწილები) გამოვლენის, აღრიცხვის, ხ
არისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისათვის
მუხლი 3
კორომის ბონიტეტი - კორომის პროდუქტიულობის მაჩვენებელი, რომელიც
განისაზღვრება კორომის საშუალო სიმაღლითა და ხნოვანებით
მუხლი 3
სასაქონლო კლასი - შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების  შემქმნელი  ზეზემდგომი  ხეების მერქნის ხ
არისხის მაჩვენებელი
მუხლი 3
ხის ტაქსაციური დიამეტრი - პირობითად მიღებული სიდიდე გაზომილი მიწის ზედაპირიდან 1.3 მ სიმაღლემდე.  ამ  სიმაღლეზე  დიამეტრის საზომი ორთითის  საშუალებით
განისაზღვრება  ხის დიამეტრი (ტაქსაციური დიამეტრი) ხეების აღრიცხვის დროს
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე V 92% 27.07.2021 „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე მართვის ორგანო ________________________________________________________ სატყეო უბანი ________________________________________    სატყეო ____________________________________ ტყითმოსარგებლე__________________________________________________________________________________ კვარტალი №_______,      ლიტერ(ებ)ი №__________,   ფართობი __________ ჰა  ჭრის სახე __________ კორომის შემადგენლობა   ––––––––––, ჭრის % ________ სიხშირე ––––––– სიმაღლის თანრიგი ––––––––  GPS კოორდინატები   X ______________ Y   Y _______________                                                   X ______________ Y   Y _______________ 92% 18.05.2021 საქართველოს ტყის კოდექსი საქართველოს კანონი 91% 22.05.2020 ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 06.10.2021 „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 12.07.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №427 2021 წლის 25 აგვისტო    ქ. თბილისი საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 საქართველოს ტყის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 25-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულება. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის №179 დადგენილება.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დებულება საქართველოს ტყის  აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციის   და მონიტორინგის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗.  წესის მიზანი 1. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციის და მონიტორინგის წესის (შემდგომში - წესი) მიზანია, განსაზღვროს საქართველოს ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის, დაგეგმვის, კატეგორიზაციის და მონიტორინგის წესი. 2. წესით განისაზღვრება: ა)  ტყის აღრიცხვის სახეები, მათი განხორციელების მეთოდები და მოთხოვნები; ბ)  ტყის მართვისა  და  ტყითსარგებლობის გეგმების  შედგენის  მეთოდები, მათი განხილვის და დამტკიცების პროცედურები; გ) მონიტორინგის განხორციელების წესი და მეთოდები; დ) ტყის კატეგორიზაციის წესი. მუხლი 2🔗. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა 1. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა შედგება ტყის ეროვნული აღრიცხვისგან, ტყეთმოწყობისა და საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემისგან. 2. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა ემსახურება: ა) ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა - შეფასებას, ტყის რესურსების აღრიცხვას, შეგროვილი მასალების ანალიზის საფუძველზე მიღებულ მონაცემთა სისტემატიზაციაში მოყვანას; ბ) ტყის მართვის გეგმის შედგენას და ამ გეგმის საფუძველზე ტყის დაცვას, მოვლას, აღდგენას და ტყის რესურსების რაციონალურ გამოყენებას; გ) სახელმწიფო ორგანოებისა და საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას ტყის ეკოსისტემებისა და ტყის ბუნებრივი რესურსების მდგომარეობაზე და შემდგომში მათი გამოყენების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტყის ბუნებრივი რესურსი -  ტყეში  არსებული მერქნიანი და არამერქნიანი  მცენარეები  და მათი ნაწილები, ცხოველთა სამყაროს ობიექტები, ნიადაგი, წყლის ობიექტები; ბ) საკვლევი ობიექტი - ტყის  ტერიტორია, სადაც ხორციელდება ტყის აღრიცხვა  და  მონიტორინგი, ასევე  სპეციალური გამოკვლევა; გ) სირონი - 0,5-დან არაუმეტეს 2 მეტრის ჩათვლით სიგანის ტყის ზოლი, სადაც იჭრება მერქნიანი მცენარეები  ტყით დაფარული ფართობების ურთიერთგამიჯვნისას. გამოიყენება კვარტალების გამიჯვნისათვის (როცა კვარტალები ბუნებრივი საზღვრით არ არის გამოყოფილი) და ბარის ტყეებში ტყეკაფის მომიჯნავე ტერიტორიისგან გამიჯვნისათვის; დ) საკვარტალე ქსელი - კარტოგრაფიულ მასალაზე ასახული კვარტალების ერთობლიობა, სადაც თითოეულ კვარტალს მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი. კვარტალის ნუმერაცია წარმოებს სატყეოს ფარგლებში ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით; ე) ლიტერი (სატაქსაციო უბანი) - კვარტალის შემადგენელი უმცირესი ერთეული, რომელიც ერთგვაროვანია ტაქსაციური მაჩვენებლებით და მის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სატყეო ღონისძიებების მსგავსებით (იდენტურობით). ის არის ტყის  აღრიცხვის და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების პროექტირების პირველადი ტერიტორიული ერთეული; ვ) საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა -  ტყის ეროვნული აღრიცხვით, ტყეთმოწყობით, მონიტორინგით და სხვა გამოკვლევებით (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებით) მიღებული ინფორმაციის  ერთობლიობა; ზ) გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზა - მონაცემთა ბაზასთან თავსებადი გეოინფორმაციული სისტემისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით მიღებული მონაცემები; თ) თემატური რუკა (კორომთა გეგმა) -   ტყის გარკვეული ტერიტორიის შესაბამისი მასშტაბის რუკა გაბატონებული სახეობის, დაპროექტებული ღონისძიებების, ხანძარსაშიშროების კლასების მიხედვით და სხვა; ი) კორომის ტაქსაციური  მახასიათებლები - კორომის  ძირითადი სატაქსაციო მახასიათებლები: კორომის წარმოშობა (თესლითი ან ამონაყრითი), სახეობრივი შემადგენლობა, საშუალო სიმაღლე, საშუალო დიამეტრი, საშუალო ხნოვანება, საშუალო ბონიტეტი, საშუალო სიხშირე, სასაქონლო კლასი, მარაგი და სხვა; კ) ტყის კულტურები - თესვით ან დარგვით მიღებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები; ლ) სატყეო -  ტყის მოვლის, აღდგენის და სარგებლობის ორგანიზების მიზნით დადგენილი სატყეო უბნის ნაწილი; მ) სატყეო უბანი - ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყის ფართობი; ნ) სატყეო კვარტალი - ტყის გარკვეული ტერიტორია, ნატურაში ბუნებრივად ან ხელოვნურად (სირონის მოწყობით) გამიჯნული მუდმივი სააღრიცხვო და სამეურნეო ერთეული, რომელიც  შედგება სატაქსაციო უბნებისაგან (ლიტერებისაგან); ო) საკვლევი ობიექტის ციფრული სიმაღლითი მოდელი - საკვლევი ობიექტის რელიეფის ამსახველი მონაცემი: სიმაღლე ზღვის დონიდან, ფერდობის დაქანება და ექსპოზიცია; პ) სატყეო ტაქსაცია - ტექნიკური  ქმედებების  კომპლექსი ტყის რესურსების (მათ შორის, ზეზემდგომი, მოჭრილი, ძირნაყარი ხეტყე და მათი ნაწილები) გამოვლენის, აღრიცხვის, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისათვის; ჟ) დეშიფრირება - აეროფოტოსურათებზე და ორთოფოტოგეგმებზე ობიექტების შემჩნევა-ამოცნობა და ადგილმდებარეობის მონიშვნა ხელით, ინსტრუმენტური (აზომვით) ან ავტომატიზირული (სპეციალური პროგრამები) მეთოდებით; რ) სტრატი - ერთი ან რამდენიმე ტაქსაციური მახასიათებლებით ერთგვაროვანი ლიტერების ერთობლიობა; ს) ხნოვანების ჯგუფი - კორომის ხნოვანების კლასები გაერთიანებული ახალგაზრდა, შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ჯგუფებში; ტ) სიხშირის ჯგუფი - ტყეები იყოფა მეჩხერი (0,1-0,2), დაბალი (0,3-0,4), საშუალო (0,5-0,6) და მაღალი (0,7 და მეტი) სიხშირის კორომებად; უ) სატაქსაციო ბარათი - ლიტერის ტაქსაციური დახასიათების და მასში განსახორციელებელი ღონისძიებების ამსახველი, საველე პირობებში შესავსებად გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმა; ფ) სანიმუშო ფართობი - ტყის დახასიათებისათვის აღებული გარკვეული სიდიდის ფართობი, სადაც ხორციელდება ტყის აზომვითი აღრიცხვა, სპეციალური გამოკვლევა, გამოკვლევების მონაცემების განზოგადოებისა და შედარების მიზნით; ქ) აბრისი - ხელით ან სხვა საშუალებით შესრულებული ერთი ან რამდენიმე კვარტალის საველე სქემატური ნახაზი ქაღალდზე ან ორთო­ფოტოსურათზე (ფოტოაბრისი), ან ამონახაზი თემატური რუკებიდან, რომელზეც დატანილია ლიტერების კონტურები, სირონები და სხვა ელემენტები; ღ) ადგილსამყოფლის ტიპი - მეტყევეობითი საკლასიფიკაციო ერთეული, რომელიც აერთიანებს ადგილსამყოფლის პირობებით მსგავს ტერიტორიებს, რომლებიც განაპირობებს განსაზღვრული შემადგენლობის და წარმადობის მცენარეულობის არსებობას; ყ) კორომი - ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარეებით დაფარული ტყის ნაწილი, რომელიც მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებულია; შ) კორომის ბონიტეტი - კორომის პროდუქტიულობის მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება კორომის საშუალო სიმაღლითა და ხნოვანებით; ჩ) კორომის ხნოვანების კლასი - ხნოვანებითი ინტერვალი, რომელიც დგინდება მერქნიან მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების, კორომთა და ტყის ხნოვანებითი სტრუქტურის მახასიათებლების მიხედვით (სახეობის მიხედვით: 5 ან 10- წლიანი–ამონაყრით მიღებული ფოთლოვანი სახეობისათვის, 20 წლიანი–წიწვოვანი და თესლით წარმოშობილი მაგარმერქნიანი ფოთლოვანი სახეობისათვის); ც) სარევიზიო პერიოდი - ტყის ეროვნული აღრიცხვიდან, ტყის მართვის (ტყეთმოწყობის) გეგმის და ტყითსარგებლობის გეგმის  დამტკიცებიდან  10  წლიანი პერიოდი; ძ) სამცველო/სარეინჯერო - ტყის დაცვის ორგანიზების მიზნით გამოყოფილი ტყის გარკვეული ტერიტორია; წ) სასაქონლო კლასი - შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების  შემქმნელი  ზეზემდგომი  ხეების მერქნის ხარისხის მაჩვენებელი; ჭ) ხის სიმაღლე - სიმაღლე მიწის  ზედაპირიდან  ზეზემდგომი  ხის  კენწეროს  ჩათვლით; ხ) ხის ტაქსაციური დიამეტრი - პირობითად მიღებული სიდიდე გაზომილი მიწის ზედაპირიდან 1.3 მ სიმაღლემდე.  ამ  სიმაღლეზე  დიამეტრის საზომი ორთითის  საშუალებით  განისაზღვრება  ხის დიამეტრი (ტაქსაციური დიამეტრი) ხეების აღრიცხვის დროს; ჯ) ხის ღერო - ხის მთავარი (ღერძული) მერქნული ნაწილი ფესვის ყელიდან კენწეროს ჩათვლით; ჰ) კორომის საშუალო ხნოვანება - კორომის შემქმნელი გაბატონებული მერქნიანი სახეობის საშუალო ასაკი; ჰ​1) ხის ხნოვანება - წელთა რაოდენობა ხის სასიცოცხლო ციკლის დაწყებიდან (აღმოცენებიდან); ჰ​2) ძირნაყარი - წაქცეული ხეები ან მიწაზე დაყრილი მისი ნაწილები (ღერო, ტოტები), რომელთაც ბუნებრივი ან სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ აქვს მერქნული რესურსის ღირებულება; ჰ​3) სატყეო ინფრასტრუქტურა - სატყეო-სამეურნეო გზები (საავტომობილო, ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო, საბაგირო), ხეტყის დასაწყობების ადგილები (სამეურნეო ეზო) და ტყითსარგებლობის, ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის მიზნების განსახორციელებლად მოწყობილი ბილიკები, სამონადირეო, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული ინფრასტრუქტურა და სხვა დროებითი ან მართვის ორგანოს ბალანსზე რიცხული კაპიტალური ნაგებობები; ჰ​4) სატყეო-სამეურნეო ღონისძიება -  ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები, რომელიც ხორციელდება ტყის აღდგენა-გაშენების, მოვლისა და დაცვის და ტყით მდგრადი სარგებლობის მიზნით; ჰ​5) ტყის ენტო და ფიტომავნებლები - მწერების, ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების სახეობები, რომლებიც ასნებოვნებენ და აზიანებენ მცენარეებს; ჰ​6) ტყის ხანძარსაშიშროების კლასი - ტყის ხანძრების წარმოშობის ხარისხი ადგილსამყოფლის პირობებთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვ­რება ტყის უბნის ხანძარსაშიშროების შეფასების შკალით. შკალის მიხედვით ხანძარსაშიშროების გათვალისწინებით ტყეები იყოფა ხუთ კლასად: I კლასი - ფიჭვის კორომები, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები, წიწვოვანი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; II კლასი - მუხის, რცხილის, წაბლის, აკა­ციის, ჯაგრცხი­ლის კორომები, ფოთოლმცვენი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზი­ციის ფერდობებზე; III კლასი - I-II კლასებში შემავალი კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე და IV კლასში შემავალი კორომები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; IV კლასი - სოჭის, ნაძვის, წიფლის და დანარჩენი სახეობების კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებ­ზე; V კლასი - თხმე­ლის, ტირიფის, ლაფნის, ვერხვის, ევკალიპტის კორომები, მარადმწვანე ბუჩქნა­რები, ჭალის ტყეები და სხვა ჭარბტენიან ტერიტორიებზე არსებული კორომები. ხანძარსაშიშროების კლასი დგინ­დება თითოეული კვარტალისათვის, მასში შემა­ვალი ლიტერების შესაბამისი მონაცემების გასაშუალოებით; ჰ​7) ტექნიკური დავალება - ტყის ეროვნული აღრიცხვის ან ტყეთმოწყობისას  ტყის მართვის გეგმის შემუშავების მიზნით შესასრულებელი სამუშაოების ციკლი კონკრეტულ სამუშაოთა მითითებით; ჰ​8) ტყის მართვის გეგმა - კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია სარევიზიო პერიოდისათვის ტყეთმოწყობის შედეგად და შეიცავს: განმარტებით ბარათს (I ტომი), დაპროექტებულ ღონისძიებათა უწყისებს (II ტომი), ტაქსაციურ (III ტომი) და საგეგმო-კარტოგრაფიულ მასალებს; ჰ​9) ტყითსარგებლობის გეგმა - სახელმწიფო ტყით სარგებ­ლო­ბის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია ტყით სარ­გებლობის გენე­რალური ლიცენზიის ან ხეტყის დამზადების სპეციალუ­რი ლიცენზიის მფლო­ბელის მიერ სარევიზიო პერიოდისათვის (10-წლი­ანი ვადით) და შეიცავს ტყეთმოწყობის მასალების შედეგად შემუშავებულ: განმარტებით ბარათს (I ტომი), დაპროექტებულ ღონისძიებათა უწყისებს (II ტომი), ტაქსაციურ (III ტომი) და საგეგმო-კარტოგრაფიულ მასალებს; ჰ​10) ტყის ტიპი - მეტყევეობითი საკლასიფიკაციო ერთეული, რომელიც აერთიანებს განსაზღვრული ტიპის ერთგვაროვანი ადგილსამყოფლის ტყეებს, ხევნარებს (კორომები) მათი შესაბამისი სახეობრივი შემადგენლობით, სხვა მცენარეულობით; ჰ​11) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ჰ​12) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს კანონის ,,საქართველოს ტყის კოდექსის” საფუძველზე. თავი  II ტყის ეროვნული აღრიცხვა მუხლი 4🔗.  საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზანი საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზანია მუდმივ სანიმუშო ფართობებზე მონაცემთა აღრიცხვით, ქვეყნის დონზე, ტყისა და ტყის რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება და ტყის მდგომარეობის მონიტორინგის უწყვეტი განხორციელება. მუხლი 5🔗. ტყის ეროვნული აღრიცხვის ობიექტი ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ტყის ტერიტორიაზე, ასევე ტყის საზღვრის გარეთ არსებულ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც აკმაყოფილებს „საქართველოს  ტყის კოდექსის“ მე-2 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. მუხლი 6🔗. ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველი 1. ტყის ეროვნული  აღრიცხვა ხორციელდება ამ წესის და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 2.ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზნით ტექნიკური დავალების შემუშავება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება ხდება სამინისტროს მიერ. 3. ტყის ეროვნული აღრიცხვის განხორციელებისას შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის სიზუსტის განსაზღვრის ნორმატივე­ბი დგინდება შესაბამისი ტექნიკური დავალებით. 4. ტყის ეროვნულ აღრიცხვას ახორციელებს სამინისტრო, 10 წელიწადში ერთხელ. ტყის ეროვნული აღრიცხვა, სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით. მუხლი 7🔗. ტყის ეროვნული აღრიცხვის კლასტერისა და სანიმუშო ფართობის  დიზაინი 1. ტყის ეროვნული აღრიცხვის თითოეულ კლასტერს ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი. თითოეულ სანიმუშო ფართობს ენიჭება ნომერი. 2. კლასტერი შედგება სამი წრიული სანიმუშო ფართობისგან, რომელთა ცენტრები მდებარეობს წინასწარ განსაზღვრულ კოორდინატებზე. სანიმუშო ფართობები კლასტერზე განთავსებულია ლათინური ასო “L”-ის ფორმით (ნახევარ კვადრატი). მუდმივი სანიმუშო ფართობების მდებარეობა განისაზღვრება დადგენილი კორდინატთა ბადის საწყისი წერტილის მიხედვით, რომლის გადაკვეთის წერტილები კლასტერის ცენტრს წარმოადგენს. მეტრულ კოორდინატთა ბადის გადაკვეთის წერტილები წარმოადგენს 3600X3600 მეტრის ჯერადს. თითოეული კლასტერი მოიცავს 3 სანიმუშო ფართობს. 3. სანიმუშო ფართობი №2 წარმოდგენს კლასტერის ცენტრს, რომელიც მდებარეობს ბადის წერტილების გადაკვეთის ადგილას. სანიმუშო ფართობი №1 მდებარეობს ცენტრიდან ჩრდილოეთით 100 მ-ში, ხოლო სანიმუშო ფართობი №3 მდებარეობს ცენტრიდან აღმოსავლეთით 100 მ-ში. 4. სანიმუშო ფართობში შედგება 5, 10, 15 და 25 მ რადიუსის მქონე შრისგან. მუხლი 8🔗. საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები 1. ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები მოიცავს მოსამზადებელ, საველე და კამერალურ სამუშაოებს, რომელთაგან: ა) მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს საკვლევი ობიექტის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავებას; ბ) საველე სამუშაოები მოიცავს საველე პირობებში, საკვლევ ობიექტზე ტექნიკური დავალებით დადგენილი სტანდარტების მიხედვით ღონისძიებების ჩატარებას; გ) კამერალური სამუშაოები მოიცავს მოსამზადებელი და საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას შესაბამისი ელექტრონული პროგრამებით. 2. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე მასალები მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) კლასტერის ინფორმაცია და მასალები: კლასტერის ID, კლასტერისკენ სვლის საწყისი წერტილის GPS კოორდინატები, GPS ცდომილება, კლასტერისკენ სვლის დაწყების დრო და თარიღი; ბ) სანიმუშო ფართობზე შესაფასებელი ცვლადები: სანიმუშო ფართობის ID, სანიმუშო ფართობის მისადგომობა, ტყე, ტყის მიწები და სხვა მიწები, ცენტრის GPS კოორდინატები, მიბმის ობიექტების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, მიბმის ობიექტის ტიპი, აზიმუტი, ჰორიზონტალური მანძილი და ფოტო), აზომვების დაწყების დრო, ტყის საზღვართან არსებული არასრული სანიმუშო ფართობის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის ტყის საზღვრის წერტილები); გ) 5 მ რადიუსიან სანიმუშო ფართობზე შეფასებული ცვლადები: მიწის დაფარულობის ტიპი (მათ შორის პროცენტებში), ქვეტყის სახეობები, ქვეტყის დაფარულობა პროცენტებში, ქვეტყის სიმაღლე (თითოეული სახეობისთვის ცალ-ცალკე); დ) 15 მ რადიუსიან სანიმუშო ფართობზე შეფასებული ცვლადები: ნიადაგის ეროზია (მათ შორის, ნიადაგის ეროზიის გამომწვევი მიზეზები), ტყის დეგრადაციის სტატუსი, ვარჯის შეკრულობა, ვერტიკალური სტრუქტურა (იარუსები); ე) 25 მ რადიუსიან სანიმუშო ფართობზე შეფასებული ცვლადები: პირუტყვის ძოვება, ლანდშაფტის ელემენტები; ვ) ძირნაყარის ცვლადები: ძირნაყარი ხეტყის აზიმუტი, ჰორიზონტალური მანძილი ძირნაყარი ხეტყის მსხვილ ბოლომდე, ძირნაყარი ხეტყის ტიპი, ძირნაყარი ხეტყის დიამეტრი, ძირნაყარი ხეტყის სიგრძე, ძირნაყარი ხეტყის ლპობის ხარისხი; ზ) მოზარდ-აღმონაცენის ცვლადები: მოზარდ-აღმონაცენის სახეობები, მოზარდ-აღმონაცენის სიმაღლე, მოზარდ-აღმონაცენის რაოდენობა; თ) ერთეული მერქნიანი მცენარეების ცვლადები: ხის ნომერი/ID, ღეროს ნომერი/ID, ხის აზიმუტი, ჰორიზონტალური მანძილი ცენტრიდან ხემდე, ხის კლასი, ერთეული ხის სახეობა, ერთეული ხის ტაქსაციური დიამეტრი, ზრდადი ხის აღრიცხვა, ნაბელი ხის აღრიცხვა, ზეხმელი ხის აღრიცხვა, გადატეხილი ხის აღრიცხვა; ი) ხის ასაკის, სიმაღლისა და შემატების ცვლადები: ერთეული ხის სიმაღლე, ერთეული ხის გაბურღვა ასაკის დასათვლელად (აღებულ ნიმუშს მიეთითება კლასტერის ID, სანიმუშოს ID და ხის/ღეროს ნომერი), ერთეული ხის გაბურღვა დიამეტრში შემატების დასაანგარიშებლად (აღებულ ნიმუშს მიეთითება კლასტერის ID, სანიმუშოს ID და ხის/ღეროს ნომერი); კ) ძირკვების აზომვის ცვლადები: ძირკვის ტიპი, ძირკვის დიამეტრი, ჰორიზონტალური მანძილი ცენტრიდან ძირკვამდე, ძირკვის აზიმუტი, ძირკვის სიმაღლე, ძირკვის წარმოშობა, ძირკვის ლპობის კლასი; ლ) სამუშაოების დასრულებისას შესაფასებელი ცვლადები: სანიმუშო ფართობის სტანდარტული ფოტოსურათი, სანიმუშო ფართობზე აზომვების დასრულების დრო, კლასტერში სამუშაოების დასრულების დრო და თარიღი. მუხლი 9🔗. ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები ტყის ეროვნული აღრიცხვის მონაცემები აისახება საინფორმაციო სისტემაში, რომლის საფუძველზეც შემუშავდება სტატისტიკური ინფორმაცია ტყის მდგომარეობის შესახებ. ეს ინფორმაცია გამოიყენება ტყის მდგრადი მართვის შესახებ დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებისთვის, ეროვნული და საერთაშორისო დონეზე ანგარიშგებისთვის, მონიტორინგისთვის. მუხლი 10🔗. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების ინსპექტირება 1. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების ინსპექტირების მიზანია ტექნიკურ დავალებაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების შემოწმება. 2. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების ინსპექტირებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი. მუხლი 11🔗. ტყის ეროვნული აღრიცხვის დაფინანსება ტყის ეროვნული აღრიცხვის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. თავი III ტყეთმოწყობა მუხლი 12🔗.  ტყეთმოწყობის მიზანი 1. ტყეთმოწყობა არის საქართველოს ტყეში განსახორციელებელ ტექნიკურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ტყის მდგომარეობის ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ შეფასებას და ქმნის ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის და ტყის  რესურსების რაციონალური გამოყენების საფუძველს. 2.   ტყეთმოწყობის ობიექტს წარმოადგენს  ტყე და ტყის მიწები. 3. ტყეთმოწყობის მიზანია საქართელოს ტყის ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენა. 4. ტყეთმოწყობის მასალების სისტემატიზაციის საფუძველზე დგება ტყის მართვის გეგმა, რომელიც მოიცავს  დასკვნით დოკუმენტს ტყის ძირითადი მახასიათებლების შესახებ. მუხლი 13🔗. ტყეთმოწყობის საფუძველი 1. ტყეთმოწყობა ხორციელდება ამ წესის და ტექნიკური დავალებით  გათვალისწინებული მოთხოვნების  შესაბამისად. 2. ტექნიკურ დავალებას, სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს და ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო. 3. ტყეთმოწყობის სამუშაოები ასახული უნდა იქნეს ტექნიკურ დავალებაში, საკვლევი ობიექტის მიზნობრივი და ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე. 4. ტყეთმოწყობის სამუშაოთა ეტაპების სქემა და მათი ამოცანები განისაზღვრება ტექნიკური დავალებით. ამასთან, ტექნიკური  დავალებით  შეიძლება  არ იქნეს მოთხოვნილი ამ წესის მე-14  მუხლით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოები. მუხლი 14🔗. ტყეთმოწყობის ღონისძიებები 1. ტყეთმოწყობის ღონისძიებები მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს საკვლევი ობიექტის საკვარტალე ქსელის შემუშავებას, ფართობების დეშიფრირებას, ტყის შიდასამეურნეო ორგანიზებას და შესაბამისი ტერიტორიებისთვის კარტოგრაფიული მასალების მომზადებას; ბ) საველე სამუშაოების ეტაპი მოიცავს საკვლევ ობიექტზე საველე პირობებში ტყის აღრიცხვის ღონისძიებების ჩატარებას; გ) კამერალური სამუშაოების ეტაპი მოიცავს მოსამზადებელი და საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული მონაცემების დამუშავებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამით და მის საფუძველზე ტყის მართვის გეგმის მომზადებას. 2. ტყეთმოწყობის ტექნიკურ საფუძველს წარმოადგენს ორთოფოტოგეგმები, ტოპოგრაფიული რუკები, ტყის კორომთა გეგმები, ტყის აღრიცხვის არსებული მონაცემები (მათ შორის, გასული სარევიზიო პერიოდის ტყეთმოწყობის მასალები), საკვლევი ობიექტის რელიეფის სიმაღლითი ციფრული მოდელი, ინფორმაცია ტყის საზღვრების შესახებ, საველე სამუშაოებით აზომილ-დაზუსტებული ტყის საზღვრები, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად. 3. საჭიროების შემთხვევაში, ტყის საზღვრების აზომვები ტარდება თანამედროვე მაღალი სიზუსტის ტექნოლოგიების გამოყენებით. 4. ტყეთმოწყობის სამუშაოთა ჩატარებისას ხორციელდება: ა) ტყის ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა, არსებული ტყის და მერქნული რესურსების  მდგომარეობის მაჩვენებლების ხარისხის ანალიზი, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების შემუშავება ტყის ბუნებრივი რესურსებით (გარდა წიაღისა და ფაუნისა) სარგებლობაზე, მოვლაზე, დაცვაზე, აღდგენაზე, განახლებასა და გაუმჯობესებაზე; ბ) საკვლევი ობიექტის საზღვრების (კონტურების) დაზუსტება, შიდასამეურნეო მოწყობა - საკვარტალე ქსელის პროექტის შედგენა, სატყეოებად, სამცველოებად და კვარტალებად დაყოფის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; გ) საკვლევი ობიექტის გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზის შექმნა, თემატური რუკების, საკადასტრო აზომვითი ნახაზების და სხვა კარტოგრაფიული მასალის მომზადება; დ) საკვლევი ობიექტის ტყის და ტყის მიწების საზღვრების დაზუსტება/გამოვლენა, შესაბამის კატეგორიებად დაყოფის თაობაზე; ე) კვარტალის ფარგლებში კორომების ტაქსაციური მახასიათებლების მიხედვით ლიტერებად დაყოფა (ლიტერის მინიმალური ფართობი შეადგენს 0,5 ჰა-ს და მეტს, თუ ტექნიკური დავალებით სხვა რამ არ არის დადგენილი), ამ მახასიათებლების დაზუსტება, ასევე ტყის დეგრადირებული, ეროზირებული, ნახანძრალი, ჯგუფურად ჩახერგილი, ფიტო და ენტო მავნებლებით დაზიანებული და არადამაკმაყოფილებელი განახლების მქონე უბნების გამოვლენა და შესაბამისი აღდგენა-გაშენების, ხანძარსაწინააღმდეგო, მავნებელ დაავადებებისაგან დაცვის და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა; ვ) ტყის მერქნული რესურსების, მათ შორის, დასამზადებელი ხეტყის მოცულობის დადგენა; ზ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ტყის არამერქნული რესურსების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათი დამზადებისათვის და მოპოვებისათვის შესაძლო ფართობების გამოვლენა (მათ შორის, სათესლე, სამკურნალო, თაფლმომცემი და ნაყოფმომცემი უბნები); თ) ტყით სპეციალური სარგებლობის მიზნების განხორციელებისათვის შესაძლო ტერიტორიების გამოვლენა; ი) საკვლევი ობიექტის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე მცენარეების გამოვლენა და მათი მდგომარეობის შეფასება; კ) ტყის ბოლო ტყეთმოწყობით (ასეთის არსებობისას) დაგეგმილი და სარევიზიო პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების შეფასება; ლ) ხელუხლებელი და მაქსიმალური სატაქსაციო მაჩვენებლების მქონე ეტალონური მახასიათებლების მქონე კორომების გამოვლენა. მ) ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სხვა დავალებების შესრულება, ასევე სხვა მონაცემების მოპოვება, მომზადება და დამუშავება. 5. ტყეთმოწყობის საველე სამუშაოების ჩატარების პერიოდად მიიჩნევა სავეგეტაციო პერიოდი, როდესაც ტყის მცენარეების ბიოლოგიური შეფასება შესაძლებელია. მუხლი 15🔗.  აღრიცხვის სახეები ტყეთმოწყობის დროს ტყის აღრიცხვა ხორციელდება მეურნეობის წარმოებისთვის საჭირო სიზუსტით, ტყითსარგებლობის მიზნების გათვალისწინებით. ტყის აღრიცხვის სახეებია: ამორჩევითი  და დეტალური აღრიცხვა. მუხლი 16🔗. ამორჩევითი აღრიცხვა 1. ამორჩევითი აღრიცხვა ხორციელდება ტყის გარკვეულ ტერიტორიაზე. 2. ამორჩევითი აღრიცხვის დროს გამოიყენება სატყეო ტაქსაციის აზომვითი მეთოდი. 3. ამორჩევითი აღრიცხვა ხორციელდება სანიმუშო ფართობის აღებით (დანართ №1-ის შესაბამისად), რომლის ცენტრიც მდებარეობს მეტრული კოორდინატთა ბადის გადაკვეთის (ბადის კვეთის ინტერვალებია 100 მეტრი და ზევით) ადგილებში (ტექნიკური დავალებით განსაზღვრული კვლევის სიზუსტის მიხედვით). 4. სანიმუშო ფართობებისა და სტრატების მონაცემთა შეჯერებით ხორციელდება საკვლევი ობიექტის ტყის მდგომარეობის მახასიათებელი ძირითადი სატაქსაციო მონაცემების განზოგადოება-დაზუსტება. 5. ამოჩევითი აღრიცხვა შეიძლება განხორციელდეს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სხვადასხვა მეთოდით.      მუხლი 17🔗. დეტალური აღრიცხვა 1. დეტალური აღრიცხვისას გამოიყენება სატყეო ტაქსაციის თვალზომური ან/და აზომვითი მეთოდები: ა) დეტალური მეთოდით ტყის აღრიცხვა ხორციელდება წინასწარ დეშიფრირებულ ყველა ლიტერის თვალზომური ტაქსაციით (ნატურაში შეფასებით), ხოლო ჭრას დაქვემდებარებულ უბნებში  (გარდა სანიტარიული ჭრებისა) დამატებით სანიმუშო ფართობის აღებით. სხვა შემთხვევებში სანიმუშო ფართობის აღების აუცილებლობა განისაზღვრება ტექნიკური დავალებით. 36​0 და მეტი დაქანების მქონე, აგრეთვე ძნელად მისადგომ (რთული რელიეფი, გართულებული გადაადგილება) და მიუდგომელ უბნებში ტაქსაცია ხორციელდება დეშიფრირებული ორთოფოტოგეგმების  ან/და მოპირდაპირე ფერდობიდან ოპტიკური ხელსაწყოებით (მათ შორის დრონის გამოყენებით) დაკვირვების გზით ან/და მონაცემთა აქტუალიზაციით; ბ) ჭრას დაქვემდებარებულ ლიტერებში (გარდა სანიტარიული ჭრებისა) სანიმუშო ფართობის სიდიდე (ფართობი)  უნდა შეადგენდეს ლიტერის საერთო ფართობის არანაკლებ 3%-ს და სანიმუშო ფართობის მონაცემები თან ერთვის საველე სატაქსაციო აღწერებს; გ) ტყის დეტალური აღრიცხვის დროს ლიტერების გამოყოფა (მათი კონტურის დადგენა) ხორციელდება ორთოფოტოგეგმების დეშიფრირების საფუძველზე და მისი საველე პირობებში დაზუსტებით; დ) ადგილზე ლიტერის გამოყოფა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მახასიათებლების მიხედვით: დ.ა)  ტყის ტერიტორიის შესაბამისი კატეგორია; დ.ბ) გაბატონებული მერქნიანი მცენარის სახეობა, კორომის შემადგენელი მერქნიანი მცენარის სახეობები და შემადგენლობის კოეფიციენტი (ათი ერთეულის ფარგლებში) იარუსების მიხედვით; დ.გ) კორომის წარმოშობა; დ.დ) კორომის ხნოვანების ჯგუფი; დ.ე) კორომის სიხშირის ჯგუფი; დ.ვ) ფერდობთა დაქანების ჯგუფი; დ.ზ) ექსპოზიცია (რუმბებად, მკაფიოდ გამოხატული); ე) ლიტერისათვის ივსება სატაქსაციო ბარათი, წესის დანართ №4-ის ცხრილ №7-ის შესაბამისად; ვ) საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი მცენარეების და არამერქნული რესურსების სატაქსაციო აღწერის მეთოდები განისაზღვრება ტექნიკური დავალებით. 2. ტყის დეტალური მეთოდით აღრიცხვის სამუშაოების პირველად ერთეულს  წარმოადგენს ლიტერი. 3. ტყის დეტალური აღრიცხვისას გამოიყენება ტყითსარგებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მეთოდებიც, უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ტექნიკური დავალების საფუძველზე. მუხლი 18🔗. სატყეო ტაქსაციის მეთოდები 1. სატყეო ტაქსაციის მეთოდებია თვალზომური, აზომვითი და მონაცემთა აქტუალიზაცია. 2. თვალზომური მეთოდის დროს სატაქსაციო უბნის ყველა ძირითადი მაჩვენებელი განისაზღვრება თვალზომურად (ვიზუალურად). დახასიათება ხდება ადგილზე, მისი მთლიანი ან ნაწილობრივი (სანავიგაციო ხელსაწყოს GPS-ის მეშვეობით დაფიქსირებული სვლა-გეზის ასახვით) დათვალიერების შედეგად. 3. აზომვითი მეთოდის დროს აიღება სანიმუშო ფართობი (დანართი №1-ის შესაბამისად). უბანში აიღება წრიული, მართკუთხა ან ლენტისებური (10 ან 20 მ. სიგანის)  სანიმუშო ფართობები ტაქსაციური მაჩვენებლების დასადგენად. სანიმუშო ფართობების რაოდენობა და ფართობი დამოკიდებულია უბნის სიდიდეზე და კორომის საშუალო დიამეტრზე. სანიმუშო ფართობები მეტნაკლებად თანაბრად უნდა იყოს განლაგებული, რისთვისაც ისინი გარკვეული სქემით მოინიშნება აეროფოტო ან ტოპო აბრისზე. სანიმუშო ფართობის აღების წესი განისაზღვრება ტექნიკურ დოკუმენტში. 4. მონაცემთა აქტუალიზაციის მეთოდი გამოიყენება: ა) 35​0-ზე მეტი დაქანების მქონე, აგრეთვე ძნელად მისადგომ და მიუდგომელ უბნებში ტაქსაცია ხორციელდება ორთოფოტოგეგმების დეშიფრირებით ან/და მოპირდაპირე ფერდობიდან ოპტიკური ხელსაწყოებით დაკვირვების გზით; ბ) ცვლილების შეტანის დროს გათვალიწინებული უნდა იქნეს შესაბამის დოკუმენტაციაში ასახული განვლილ პერიოდში სამეურნეო საქმიანობით და სტიქიურ მოვლენათა შედეგად განხორციელებული ცვლილებები, აგრეთვე ტყის  საზღვრების ცვლილებები. 5. ნაბელი კორომის ტაქსაცია: ა) ნაბელი კორომები წარმოშობილია ნაბელი მეურნეობის წარმოებისას; ბ) ნაბელი კორომის კატეგორიას მიეკუთვნება კორომი, როდესაც გადაბელილ ხეთა რაოდენობა კორომში ხეთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს შეადგენს; გ) ნაბელ კორომებში ტაქსაცია ტარდება სატყეო ტაქსაციაში მიღებული წესებით. 6. ტაქსაციური მაჩვენებლების სიზუსტის განსაზღვრის ნორმატივები განისაზღვრება წესის დანართ №2-ის შესაბამისად, ხოლო ხეების სამასალე, ნახევრად სამასალე და საშეშე კატეგორიებზე მისაკუთვნებლად საჭიროა ხის ღეროს სამასალე ნაწილის სიგრძის ნორმატივები - დანართ №3 შესაბამისად. მუხლი 19🔗. ტყეთმოწყობის ღონისძიებების ინსპექტირება 1. ტყეთმოწყობის ღონისძიებების განხორციელების ინსპექტირებას ახორციელებს ტყის მართვის ორგანოს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების შერჩევითი წესით შემოწმებას. 2. შემოწმებას ექვემდებარება ტყეთმოწყობის სამუშაოები ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მეთოდისა და ტაქსაციური მაჩვენებლების სიზუსტის განსაზღვრის ნორმატივების მიხედვით. მუხლი 20🔗. ტყეთმოწყობის დაფინანსება 1. ტყეთმოწყობა ფინანსდება  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა სახსრებით. 2. შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ტყითსარგებლობის შემთხვევაში, ტყეთმოწყობას ახორციელებს ტყითმოსარგებლე, საკუთარი დაფინანსებით. თავი IV ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა მუხლი 21🔗. ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის სტრუქტურა 1. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს კომპლექსურ სისტემას, რომელიც აერთიანებს სატყეო სექტორში წარმოქმნილ ყველა სახის ინფორმაციას, რაც წარმოიქმნება სხვადასხვა წყაროებიდან (ტყის აღრიცვა, ტყითსარგებლობა, აღდგენა-გაშენება, სამეცნიერო კვლევები და სხვა). 2. ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის საფუძველზე შესაბამისმა ორგანომ (სამინისტრო, ტყის მართვის ორგანოები) უნდა უზრუნველყოს ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების, ტყის ეკოლოგიურ და სტრუქტურულ მდგომარეობაზე და მინდინარე ცვლილებებზე რეგულარული მონიტორინგი, ტყის შეფასება, მისი მდგომარეობის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვება, ტყის ანალიზი და პროგნოზირება. მუხლი 22🔗. ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოება 1. ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემაში ყველა ტყის მართვის ორგანო/სამინისტრო ვალდებულია ასახოს მის ხელთ არსებული და წარმოებული/შედგენილი ტყესთან დაკავშირებული ინფორმაცია, განახლებული მონაცემები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 2. სისტემაში მონაცემთა შეყვანის, დამუშავების და განახლების ტექნიკური საკითხები განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 3. შეტანილ მონაცემთა სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი სუბიექტი. მუხლი 23🔗. ტყის მონიტორინგის მიზანი ტყის მონიტორინგის მიზანია საქართველოს ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის ასახვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო ორგანოებისთვის ანალიზის შედეგებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მონაცემების მიწოდება. მუხლი 24🔗. ტყის მონიტორინგის საფუძვლები ტყის მონიტორინგი იწარმოება ყველა ტყეში, მიუხედავად საკუთრების ფორმისა. საქართველოს ტყის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს ტყის ეროვნული აღრიცხვით, ერთიანი სისტემის მიხედვით, ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე. ტყეში, სადაც ტყეთმოწყობა არაა ჩატარებული (განახლებული), მონიტორინგი იწარმოება ძველი მასალების განახლებისა და სხვა გამოკვლევების საფუძველზე. მუხლი 25🔗. ტყის მონიტორინგის ობიექტი 1.  ტყის მონიტორინგის ობიექტია საქართველოს ტყე. 2. ტყის მონიტორინგის წარმოების პირველად რგოლს წარმოადგენს სატყეო/სამცველო. აუცილებლობის შემთხვევაში მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს სხვა უმცირეს ერთეულში (კვარტალი,  ლიტერი). 3. ტყის მონიტორინგს ახორციელებს ტყის მართვის ორგანო/სამინისტრო, ხოლო შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ტყითსარგებლობის შემთხვევაში - ტყითმოსარგებლე, რომელიც ტყის მონიტორინგის შედეგებს ტყის მართვის ორგანოს წარუდგენს ყოველი მომდევნო წლის პირველ მაისამდე. მუხლი 26🔗. ტყის მონიტორინგის მეთოდები 1. ტყის მონიტორინგის მეთოდებია საჰაერო და სახმელეთო. 2. საჰაერო მონიტორინგი ხორციელდება კოსმოსური სურათებზე დაკვირვებით და აეროფოტოსურათების (ორთოფოტოგეგმების) გამოყენებით. 3. სახმელეთო მონიტორინგი ხორციელდება საკვლევი ობიექტის (ობიექტების) ფაქტობრივი მდგომარეობის ფიზიკური დათვალიერება-შესწავლით, ხოლო მიუდგომელი ტერიტორიებისთვის დისტანციური დათვალიერებით, მიზნობრივი კვლევისთვის მუდმივი სანიმუშო ფართობების მონაცემთა განახლებით, ან ახლის აღრიცხვა/აზომვით. 4. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი ორგანოს (პირის) მიერ განხორციელებული საჰაერო მონიტორინგის შედეგები ან განახორციელოს სახმელეთო მონიტორინგი. 5. მონიტორინგის საბოლოო მონაცემები უნდა იყოს სარწმუნო და ეს მონაცემები აისახება ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემაში. მუხლი 27🔗. ტყის მონიტორინგის დაფინანსება ტყის მონიტორინგი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა სახსრებით, ხოლო შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ტყითსარგებლობის შემთხვევაში - ტყითმოსარგებლის დაფინანსებით. თავი V ტყის მართვის გეგმა/წლიური სამოქმედო გეგმა/სპეციალური გამოკვლევა მუხლი 28🔗. ტყის მართვის გეგმის შედგენის საფუძველი 1. ტყის მართვის გეგმის შედგენის საფუძველია ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული ტყეთმოწყობის მასალები. 2. ტყის მართვის გეგმაში ცვლილებები შედის ამ გეგმით გათვალისწინებული სამეურნეო ან/და მოვლითი ჭრების (გარდა სანიტარიული ჭრებისა) მოცულობის გაზრდის შემთხვევაში. ტყის მართვის გეგმაში შეტანილი ცვლილება შეიძლება გახდეს ტყის კატეგორიის შეცვლის საფუძველი. ცვლილებები შეეხება ტყის მართვის გეგმის შემადგენელ შემდეგ ცხრილებს: „სამეურნეო ჭრის ყოველწლიური ოდენობა სარევიზიო პერიოდში“, „მოვლითი ჭრების ყოველწლიური ოდენობის გაანგარიშება“, „ყველა სახის ჭრების ყოველწლიური ოდენობა“, „ფართობების განაწილება ტყის კატეგორიებად“, სატაქსაციო ბარათი და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალა. მუხლი 29🔗. ტყის მართვის გეგმის რეკვიზიტები 1. ტყის მართვის გეგმაში აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) საკვლევი ობიექტის ბუნებრივ-ისტორიული, ეკოლოგიური და ეკონომიკური პირობები; ბ) ტყეში მომხდარი ცვლილებები და წარსულში განხორციელებული საქმიანობები; გ) ტყის დახასიათება; დ) ტყის მეურნეობის ორგანიზაციის ძირითადი დებულებანი და მომავალ სარევიზიო პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები; ე)  სატყეო ინფრასტრუქტურა; ვ) ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებები. 2. სამეურნეო ჭრებით დასამზადებელი ხეტყის ოდენობა დგინდება საანგარიშო ტყეკაფით ამ წესის დანართ №4-ის საფუძველზე. 3. ტყის მართვის გეგმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ხნოვანების კლასების და დაპროექტებული ღონისძიებების უწყისები, სატაქსაციო აღწერები, გეოინფორმაციულ მონაცემთა ბაზა და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალა. კარტოგრაფიული მასალა დგება UTM (WGS-84) მეტრულ კოორდინატთა  სისტემაში (შესაბამისი თემატური რუკებით). 4. ტყის მართვის გეგმის  შედგენის  ტექნიკური  დავალებით  განისაზღვრება  ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების შინაარსი და მოცულობა. 5. ტყის მართვის გეგმის შედგენისთვის ტექნიკური დავალების შემუშავება  და დამტკიცება ხორციელდება  ტყის მართვის შესაბამისი ორგანოს მიერ. მუხლი 30🔗. ტყის მართვის გეგმის დამტკიცება 1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო/კერძო მესაკუთრე ტყის მართვის გეგმის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს შემთხვევაში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს, ხოლო მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოს შემთხვევაში - შესაბამის მუნიციპალურ ორგანოს. 2. ტყის მართვის გეგმის დამტკიცებაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ტყის მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ, ან შესაბამისი დასაბუთებული შენიშვნებით უკან უბრუნებს ტყის მართვის შესაბამის ორგანოს. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება „საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. 3. ტყის მართვის გეგმაში ცვლილების შეტანა ხორციელდება ამ  მუხლით  დადგენილი  პროცედურების შესაბამისად. მუხლი 31🔗. ტყის მართვის გეგმის დაფინანსება ტყის მართვის გეგმის შედგენას უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესაბამისი ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა სახსრებით. მუხლი 32🔗.  პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყის მართვის გეგმის შედგენაზე ტყის მართვის გეგმის შედგენის ორგანიზებაზე პასუხისმ­გებელია ტყის მართვის შესაბამისი ორგანო. ტყეთმოწყობის ღონისძიებების და მათ საფუძველზე შედგენილი ტყის მართვის გეგმის პროექტის (რომელიც გახდა ტყის მართვის გეგმის დამტკიცების მთავარი საფუძველი) სისწორეზე ან/და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სამუშაოების განმახორციელებელი სუბიექტი  ტყის მართვის გეგმის სარევიზიო პერიოდის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ტყეთმოწყობის სამუშაოების განმახორციელებელი სუბიექტი აღარ არსებობს, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ახორციელებს შესაბამისი ტყის მართვის ორგანო. მუხლი 33🔗. წლიური სამოქმედო გეგმა 1. წლიური სამოქმედო გეგმა შემუშავდება „საქართველოს ტყის კოდექსით“ გათვალისწინებული საფუძვლებით და დეტალურად აღწერს დაგეგმილ, წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. 2. წლიური სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას: ა) დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელების ტერიტორიის მდებარეობისა და ფართობის შესახებ; ბ) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მოცულობის/ოდენობის და განხორციელების მეთოდების შესახებ; გ) დაგეგმილ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების/საქმიანობის სახეებისა და მოცულობის/ოდენობის შესახებ. 3. წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე ტყის მართვის ორგანოს ეკრძალება ტყის ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის ტყით სპეციალური სარგებლობა. 4. კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და  სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს კერძო მესაკუთრე. სახელმწიფო ტყის ან მუნიციპალური ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს ტყითმოსარგებლე და ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო. მუხლი 34🔗. სპეციალური გამოკვლევა 1. ტყის სპეციალურ გამოკვლევას გეგმავს და ატარებს ტყის მართვის ორგანო, გარდა განსაკუთრებული დანიშნულებით ტყის სპეციალური სარგებლობისა. 2. ტყის სპეციალური გამოკვლევა ტარდება: ა) ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა-გაშენების პროექტის შედგენისთვის,  ტყის პათოლოგიური მდგომარეობის დადგენისთვის; ბ) ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენისთვის; გ) ტყის რესურსების ეფექტიანი მართვისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების ოპერატიული განხორციელების (მათ შორის ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების) უზრუნველსაყოფად; დ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად. როდესაც შესაბამისი საქმიანობა ხორციელდება 36 გრადუსი ან მეტი დაქანების ფერდობზე, იგი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გეოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ, ხოლო 31-დან 36-მდე დაქანების ფერდობზე შესაძლებელია დადგინდეს ასეთი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება. გამოკვლევა ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ტყის მერქნული რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების შესახებ. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე. 3. ტყის სპეციალური გამოკვლევა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს: ა) საკადასტრო აზომვით ნახაზს ან/და აბრისით განსაზღვრული ფართობის დაზუსტებული ინფორმაციას; ბ) ფართობის სატაქსაციო დახასიათებას  (საჭიროების შემთხვევაში - სანიმუშო ფართობების მიხედვით). გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქმედებებზე. თავი VI საქართველოს ტყის კატეგორიზაციის წესი მუხლი 35🔗. საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზნები 1. საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზნებია: ა) ტყის ეკოლოგიური ფუნქციისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ტყის ეკონომიკური პოტენციალის მდგრადი გამოყენებისა და მისი სოციალური ფუნქციის შესრულების ხელშეწყობა; ბ) ტყის ნიადაგდაცვითი და წყალ- და კლიმატმარეგულირებელი ფუნქციების შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება; გ) ტყის პროდუქტიულობის, მათ შორის, ტყის რესურსების, ტურიზმისა და რეკრეაციის შესაძლებლობების, რაციონალური გამოყენება, გრძელვადიანი სარგებლის მიღების გათვალისწინებით; დ) ტყის ეკოსისტემურ მომსახურებებთან დაკავშირებული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და სხვ.) ჰარმონიული და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტყის ეკოსისტემების უარყოფითი კუმულაციური ზეგავლენისგან დაცვა. 2. ტყის კატეგორიის უმცირეს ერთეულს წარმოადგენს კვარტალი, ხოლო სამეურნეო და დაცვითი კატეგორიის ტყეებში - ლიტერი. 3. საქართველოს ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. მუხლი 36🔗. კატეგორიის მინიჭების საფუძველი ტყის შესაბამის ნაწილისთვის კატეგორიის მინიჭება ხდება ტყეთმოწყობის საფუძველზე. საქართველოს ტყის კატეგორიის მინიჭება ხდება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 37🔗. კატეგორიის განსაზღვრის პრინციპი „საქართველოს ტყის კოდექსით“ განსაზღვრული ტყის კატეგორიები დადგენილია უპირატესი ძალის მიხედვით. თუ ტყის ნაწილი აკმაყოფილებს ორი და მეტი კატეგორიისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, პრიორიტეტი, რიგითობის მიხედვით,  ენიჭება „საქართველოს ტყის კოდექსით“ დადგენილი ტყის პრიორიტეტულ კატეგორიებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითობით დაბალი პრიორიტეტის კატეგორიის უპირატესობა გამომდინარეობს ტერიტორიის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულებიდან. თავი VII ტყითსარგებლობის გეგმის გარდამავალი მოწესრიგება მუხლი 38🔗. მოწესრიგების მიზანი ტყითმოსარგებლები, რომლებიც ამ წესის ამოქმედებამდე ფლობენ ტყითსარგებლობის გენერალურ ან/და ხეტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიას, ტყითსარგებლობის გეგმას ადგენენ ამ თავის მოთხოვნების გათვალისწინებით. მუხლი 39🔗. ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძველი 1. ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძველია ტყეთმოწყობის მასალები. 2. ტყითსარგებლობის გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მონიტორინგის ან/და სხვა გამოკვლევის საფუძველზე. 3. ტყითსარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის ტექნიკური დავალების შემუშავება და დამტკიცება ხორციელდება ტყის მართვის შესაბამისი ორგანოს მიერ, ხოლო აღრიცხვას ახორციელებს და აღრიცხვის მასალების საფუძველზე ტყითსარგებლობის გეგმას ადგენს ლიცენზიის მფლობელი. მუხლი 40🔗. ტყითსარგებლობის გეგმაში წარმოსადგენი ინფორმაცია 1. ტყითსარგებლობის გეგმაში აისახება: ა) ტყითსარგებლობას დაქვემდებარებული ობიექტის ადგილმდება­რეობა, გა­რე საზღვრები, სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების და ლიტერების საზ­ღვრების ჩვენებით; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ბუნებ­რივი პირობების და ტყემცენარეულობის ზონების მოკლე აღწერა, ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებანი, რელიეფი და გეოლო­გიუ­რი აგებულება, ორო­გრა­ფიული ბარიერები, სხვადასხვა დანიშნულების დერეფნები, ნიადაგის ტიპე­ბი, ჰავა, მცენარეული საფარი, გავრცელე­ბული მერქნიანი მცენარეების სახეები, ნიადაგები, წყლები, ჭაობები და სხვა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული ცხოველების და მცენარეული სახეობების გავრცე­ლების არეალის მდგო­მარეობა და სხვა, განსაკუთრებული ფუნქციური დანიშ­ნულების უბნების მდგომარეობა. 2. სალიცენზიო ფართობის ტყის დახასიათება და ძირითადი მაჩ­ვენებლები: ა) ტყის ფართობების  ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართო­ბებად განაწილება; ბ) განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნების ფართობე­ბის მი­ხედვით ჩამონათვალი; გ) ტყეების ფართობების და მარაგების განაწილება ხნოვანების კლა­სებად, გა­ბატონებული მერქნიანი სახეობების ფარგლებში; დ) ფართობების და მარაგების განაწილება ფერდობთა დაქანების ჯგუფებად; ე) ტყეების ფართობების განაწილება ბონიტეტების კლასების და სიხ­შირეების მიხედვით, ზღვის დონიდან სიმაღლეების და ექსპოზიციების მიხედვით; ვ) ტყით დაფარული ფართობების განაწილება ტყის ტიპების მიხედ­ვით. მწი­ფე და მწიფეზე უხნესი კორომების საბურველქვეშ არსებული მოზარდის და­ხა­სიათება. 3. ტყითსარგებლობის გეგმაში ასევე აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, წყლის რესურსების, ნიადაგე­ბის, უნი­კა­ლუ­რი და მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების მაქსიმალურად შე­ნარ­ჩუნების მეთოდები; „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების და ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჰაბიტატების მაქსი­მალურად დაცვის მექანიზმები; ბ) ტყის სანიტარიული მდგომარეობა, ტყის დაცვის, მოვლასა და აღ­დგენას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოსდაცვით ღო­ნისძიებებს დაქ­ვემდებარებული ფართობები, ტყის ენტო და ფიტო­მავნებლებით ტყეების დაზი­ა­ნების ხარისხი, დაავადებების პრევენციუ­ლი და სალიკვიდაციოდ რეკომენ­დებუ­ლი ღონისძიებების, ტყის აღდგენა–გაშენებას დაქვემდებარებული ფართო­ბების ნუსხა, გაშენებისა­თვის მერქნიანი მცენარეების, გაშენების წესების და ნარგაობის შემდგომი მოვლის რეკომენდებული მეთოდები, ცალკეული ტერი­ტორიების  სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების და ლიტერების  მიხედ­ვით და ღონისძიებების განხორციელების ვადები; გ) მერქანზე და ტყის სხვა რე­სუ­რსებზე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა; დ) არსებული და დასაპროექტებელი სატრანსპორტო გზების დახასი­ათება, მათ შორის, საერთო სარგებლობის რკინიგზის და საავტომობილო გზები, ტყის ცენტრალური და დამხმარე საავტომობილო გზების, მორ­სათრევების სიგრძე, დახასიათება და მდგომარეობა და მდებარეობა (სატყეო); ე) ტყითსარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე კულტუ­რულ-ის­ტო­რიული, საკულტო (რელიგიური) დანიშნულების ადგილები, სატყეო უბნების სატყეოების, კვარტალების და ლიტერების მიხედვით გეომონაცემთა ბაზაში და კარტოგრა­ფიულ მასალებში ასახვა; ვ) სარევიზიო პერიოდში, მათ შორის, ყოველწლიურად განსა­ხორ­ციელებელი ტყითსარგებლობის სახეები, მოცულობებისა და ფართობე­ბის ჩვენებით სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების და ლიტერების მიხედვით; ზ) ტერიტორიის (სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების მიხედ­ვით) დაყოფა ხანძრის საშიშროების კლასების მიხედვით და ხანძარ­საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ნუსხა; თ) ტყითსარგებლობის განხორციელების უზრუნველსაყოფად მოსაწყობი ინ­ფრასტრუქტურის (სატყეო საწყობები, ხერგილები, ხეტყის დასატვირთი მოედ­ნები და ბაქნები, ბილიკები, თავშესაფრები, და სხვა დროებითი ნაგებობები) მოწყობის ვადები, ადგილმდებარეობის (სატყეო უბნები, სატყეოები, კვარტალები და ლიტერები) მითითებით; ი) ტყითსარგებლობის გეგმის განუყოფელი ნაწილი - სატაქსაციო აღ­წე­რები, გეოინფორმაციულ მონაცემთა ბაზა, შესაბამისი კარტოგრაფი­ული მასალა, კარტოგრაფიული მასალა UTM (WGS-84) მეტრულ კოორ­დინატთა  სისტემაში (შესაბამისი თემატური რუკებით); მთავარ სარგებ­ლო­ბას და ტყის მოვლით ჭრებს დაქვემდებარებული ტერიტორიების ნუსხა სატყეოების, სამცველოების მიხედ­ვით, ფართობებისა და მარა­გების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების მითითებით, გზით მისადგომობისა და რესურსის ათვისების სირთულის მიხედ­ვით; საანგა­რიშო ტყეკაფების ოდენობა, ყველა სახის ჭრების ყოველწლიური ოდე­ნობა; კ) ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სხვა მონაცემები. მუხლი 41🔗. ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცების პროცედურები 1. ტყითმოსარგებლე, ტყით­სარ­გებლობის გეგმის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს ტყის მართვის შესაბამის ორგანოს. 2. ტყის მართვის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცების მიზანშეწონილობის შესახებ, ან შესაბამისი დასაბუთებული შენიშვნებით უკან უბრუნებს ტყითმოსარგებლეს. ტყითსარგებლობის გეგმა, ტყის მართვის ორგანოს წარდგინებით, მტკიცდება მინისტრის მიერ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 3. ტყითსარგებლობის გეგმაში ცვლილების შეტანა დასაშვებია ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით ლიცენზიაში დასაშვები ცვლილებების ფარგლებში და ამ  მუხლით  დადგენილი  პროცედურების შესაბამისად. მუხლი 42🔗. ტყითსარგებლობის გეგმის დაფინანსება ტყითსარგებლობის გეგმას ადგენს ტყითმოსარგებლე, საკუთარი დაფინანსებით. მუხლი 43🔗. პასუხისმგებლობა ტყითსარგებლობის გეგმის შედგენაზე. ტყითსარგებლობის გეგმის შედგენაზე და მომაცემების სისწორეზე პასუხ­ის­მგებელია ტყითმოსარგებლე. თავი VIII გარდამავალი დებულებანი მუხლი 44🔗. გარდამავალი დებულებანი 1. ტყითმოსარგებლეებზე, რომლებსაც ამ წესის ამოქმედებამდე მფლობელობაში ჰქონდათ ტყითსარგებლობის გენერალური ან/და ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია, ვრცელდება ტყითსარგებლობის გეგმის მოქმედება. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია, შემდგომი სარევიზიო პერიოდისთვის ახალი ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძვლად გამოიყენოს არსებული ტყითსარგებლობის გეგმის მასალები. 2. ტყითსარგებლობის გენერალური ან/და ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძველია მოქმედ ტყითსარგებლობის გეგმაში ასახული ტყის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) მასალები და იგი მტკიცდება მოქმედი ტყითსარგებლობის გეგმის სარევიზიო პერიოდის ფარგლებში. 3. ტყის შესაბამის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის განხორციელებამდე ტყის მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, ისარგებლოს ბოლო ტყეთმოწყობის პროექტით (მათ შორის, კორომთა გეგმებით) „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული ტყის კონტურის ფარგლებში, ამასთან, აღნიშნულის გათვალისწინებით, ტყის მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს მისდამი დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიების დაყოფა სატყეო უბნებად (მათ შორის, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად), მუხლი 45🔗. ტყის სპეციალური გამოკვლევის გარდამავალი მოწესრიგება 1. ტყის კატეგორიების დადგენამდე/ტყის მართვის გეგმის შემუშავებამდე გარდამავალ პერიოდში, ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ტყით სპეციალური სარგებლობის ან/და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებასა ან მის განუხორციელებლობაზე (ასევე მსგავსი უფლების სხვისთვის მინიჭებაზე). 2. თუ ტერიტორიას არ აქვს მინიჭებული ტყის კატეგორია, სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე ტყითსარგებლობა ხორციელდება „საქართველოს ტყის კოდექსის“ 37-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. 3. ტყის სპეციალური გამოკვლევა შეიცავს წესის დანართ №5-ში მითითებულ ინფორმაციას. მუხლი 46🔗. მოქმედი მართვის გეგმების თავსებადობის საკითხი ამ წესის ამოქმედებამდე დამტკიცებული ტყის მართვის გეგმები უნდა განიმარტოს მათი დამტკიცების დროს მოქმედი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.