სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“-ს მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 27.08.2021
ძალაში შესვლა 01.06.2022
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016420
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დადგენილების და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმისა და მისი წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“-ს მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2021 წლის 27 აგვისტო
ქ. ბორჯომი
სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“-ს მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 1561 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 118-ე მუხლის და XIV თავის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს;
მუხლი 1🔗
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ XIV თავით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული:
ა) სამართალდარღვევის მითითების ფორმა (დანართი 1);
ბ) შემოწმების აქტი (დანართი 2);
გ) უწყების ფორმა (დანართი 3);
დ) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - დადგენილების ფორმა დაჯარიმების შესახებ (დანართი 4);
ე) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - დადგენილების ფორმა დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შესახებ (დანართი 5);
ვ) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - დადგენილების ფორმა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი 6);
ზ) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - დადგენილების ფორმა დაჯარიმების და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ (დანართი 7);
თ) სააღსრულებლო ფურცელი (დანართი 8).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი