სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“-ს მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“-ს მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2021 წლის 27 აგვისტო
ქ. ბორჯომი
სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“-ს მიერ სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების დადგენილების და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 1561 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 118-ე მუხლის და XIV თავის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს;
მუხლი 1
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ XIV თავით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“.
მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული:
ა) სამართალდარღვევის მითითების ფორმა (დანართი 1);
ბ) შემოწმების აქტი (დანართი 2);
გ) უწყების ფორმა (დანართი 3);
დ) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - დადგენილების ფორმა დაჯარიმების შესახებ (დანართი 4);
ე) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - დადგენილების ფორმა დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შესახებ (დანართი 5);
ვ) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - დადგენილების ფორმა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი 6);
ზ) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - დადგენილების ფორმა დაჯარიმების და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ (დანართი 7);
თ) სააღსრულებლო ფურცელი (დანართი 8).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი