საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-76/ნ |
|
2021 წლის 6 სექტემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო – ემბლემა თანდართული სახით.
2.
ემბლემა წარმოადგენს მეწამული არშიით გარშემოვლებულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის ველზე გამოსახულია ჯვრისა და წამლის კაფსულის სტილიზებული შერწყმით მიღებული ფიგურა.
3.
ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და ა.შ.) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენების წესები შესაძლებელია, დაზუსტდეს სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით.
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|