სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და გამოცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2021
ძალაში შესვლა 01.09.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ „კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთო მგზავრობისათვის ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შინაარსის, შედგენის, გამოყენების, შენახვის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და გამოცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№53
2021 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმისა და გამოცემის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტისა და 71 მუხლის მე-2 და მე-12 პუნქტების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2021 წლის 9 ივნისის №614-IVმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული რედაქციით:
ა) სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების წესი (დანართი №1);
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დგომისა და გადაყვანის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი (დანართი №2);
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დგომისა და გადაყვანის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №3).
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
დანართი №1
სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) სპეციალურ დაცულ სადგომზე (შემდგომ – დაცული სადგომი) გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების წესი (შემდგომ – წესი) არეგულირებს სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების, ასევე, სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან გაყვანის წესს, საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობებსა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ერთიანი მომსახურების ცენტრი (სამმართველო) – სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი;
ბ) თანხმობა – ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ან სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ გაცემული თანხმობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან გაყვანის თაობაზე;
გ) სატრანსპორტო საშუალება ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, რომლის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასური განსაზღვრულია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მისაბმელი;
დ) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება და რომელიც დადასტურებულია სარეგისტრაციო მოწმობის (ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის) გაცემით;
ე) საფასური – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით განსაზღვრული საფასური, რომელიც გადაიხდევინება დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანისა და დგომისთვის;
ვ) უფლებამოსილი თანამდებობის პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორის მოადგილე.
მუხლი 3🔗. სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანა, დგომა და დაცული სადგომიდან გაყვანა
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან/და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაყვანასა და დგომას.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვალდებულია, ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველო) მიერ თანხმობის გაცემიდან არაუგვიანეს 14 დღის ვადაში უზრუნველყოს საფასურის გადახდა და სატრანსპორტო საშუალების დაცული სადგომიდან გაყვანა.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის გასაჩივრებისას, მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვალდებულია, საფასური გადაიხადოს და სატრანსპორტო საშუალება დაცული სადგომიდან გაიყვანოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთიანი მომსახურების ცენტრის (სამმართველო) მიერ თანხმობის გაცემიდან არაუგვიანეს 14 დღის ვადაში.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვალდებულია, სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ ნივთიერი მტკიცებულების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და აღნიშნული ინფორმაციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის ცნობებიდან არაუგვიანეს 14 დღის ვადაში უზრუნველყოს საფასურის გადახდა და სატრანსპორტო საშუალების დაცული სადგომიდან გაყვანა.
5. საფასურის გადახდისა და დაცული სადგომიდან სატრანსპორტო საშუალების გაყვანის ვალდებულება ეკისრება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, ხოლო თუ კანონიერი მფლობელი იმავდროულად არ არის მესაკუთრე – სატრანსპორტო საშუალების კანონიერ მფლობელსა და მესაკუთრეს.
მუხლი 4🔗. ინფორმაციის გაცვლა
1. ერთიანი მომსახურების ცენტრი (სამმართველო) თანხმობის გაცემისას, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, აღნიშნულის შესახებ ატყობინებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.
2. უფლებამოსილ თანამდებობის პირს უფლება აქვს, მიმართოს ერთიანი მომსახურების ცენტრს (სამმართველო) და დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა სატრანსპორტო საშუალების დაცული სადგომიდან გაყვანის მიზნით თანხმობის გაცემა, თუკი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება დაცულ სადგომზე განთავსებულია 2 თვის მანძილზე ან მეტი დროით.
3. უფლებამოსილ თანამდებობის პირს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი და დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით, უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელ ორგანოს.
მუხლი 5🔗. სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინება
1. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის მიერ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 - მე-4 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინებისა და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დაცული სადგომიდან გაყვანის შესახებ (შემდგომ – ბრძანება).
2. თუ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღების საფუძველზე დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება თანხმობის გაცემას, უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა, გამოსცემს ბრძანებას.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, ბრძანება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მისი გამოცემის დღისთვის არსებული დავალიანების შესახებ, მითითებას, რომ ამ აქტის გამოცემა არ აჩერებს საფასურის დარიცხვასა და საფასურის დაანგარიშებას თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე, განმარტებას ბრძანების შეუსრულებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით.
4. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ბრძანება არ გამოიცემა, თუ შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის დადგენა.
მუხლი 6🔗. დაინტერესებული პირისთვის ბრძანების ჩაბარება
1. ბრძანება გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელსა და მესაკუთრეს, თუ კანონიერი მფლობელი იმავდროულად არ არის მესაკუთრე.
2. ბრძანება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს ეგზავნება და ბარდება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 72 მუხლით დადგენილი წესით.
3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს ბრძანების შესახებ ინფორმაცია დამატებით გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია. შეტყობინების აღნიშნული ტექნიკური საშუალებით გასაგზავნად და ჩასაბარებლად გამოიყენება სამინისტროს სისტემაში დაცული აღნიშნული პირის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
მუხლი 7🔗. ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება
1. ბრძანების „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 72 მუხლის შესაბამისად ჩაუბარებლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს ბრძანების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
2. ბრძანების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
3. ბრძანება დაინტერესებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
4. ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრების ან/და საიდენტიფიკაციო ნომრების (VIN) სრული სია, რომელთა კანონიერი მფლობელის/მესაკუთრის მიმართ გამოქვეყნების მომენტისთვის გამოცემულია ბრძანება და იგი არ ჩაბარებია პირს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის ან საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN) მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს მის მიმართ გამოცემულ ბრძანებას.
მუხლი 8🔗. ბრძანების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან წაშლა
1. ბრძანება სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ბრძანების იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემისთანავე.
2. პირის მიერ ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ბრძანება სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ვალდებულების შესრულების დადასტურებისთანავე.
მუხლი 9🔗. ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა და ბრძანების გასაჩივრება
1. მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი უფლებამოსილია ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულება.
2. ბრძანება საჩივრდება მისი უფლებამოსილი პირისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10🔗. საფასურის გადახდის გადავადება/განაწილვადება და მისი უზრუნველყოფის საშუალებები
1. ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების ვადა, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისას, შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 24 თვით.
2. ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად დადგენილი ვადის გადავადების/განაწილვადების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვალდებულია, ბრძანების იძულებით აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე წერილობითი განცხადებით მიმართოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.
3. უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ საფასურის გადახდის გადავადების/განაწილვადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მიმართვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-სა და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს შორის იდება წერილობითი შეთანხმება (შემდგომ – მორიგების აქტი) ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
4. მორიგების აქტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიმართ საფასურის გადახდის უზრუნველყოფის საშუალების შესახებ და გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს.
5. საფასურის გადახდის გადავადების/განაწილვადების დროს მხედველობაში მიიღება დარიცხული საფასურის ოდენობა, მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის ქონებრივი მდგომარეობა, ყოველთვიურად მისაღები შემოსავლები, სამუშაო ადგილი და სხვა გარემოებები.
6. მორიგების აქტის გაფორმებიდან 1 თვის ვადაში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვალდებულია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს წარუდგინოს შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია.
7. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი საბანკო გარანტიის წარმოდგენისთანავე უფლებამოსილია, დაცული სადგომიდან გაიყვანოს სატრანსპორტო საშუალება.
8. სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/კანონიერი მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ისთვის საბანკო გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში მორიგების აქტი კარგავს ძალას და ბრძანებით განსაზღვრული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების ვადის გასვლის შემდეგ ბრძანება მიექცევა იძულებით აღსასრულებლად.
9. სატრანსპორტო საშუალების დაცული სადგომიდან გაყვანამდე არ ჩერდება საფასურის დარიცხვა.
მუხლი 11🔗. სატრანსპორტო საშუალების დაცული სადგომიდან გასაყვანად საჭირო დოკუმენტაცია
სატრანსპორტო საშუალების დაცული სადგომიდან გაყვანის მიზნით, მისი მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვალდებულია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს წარუდგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ან მინდობილობა;
გ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან საბანკო გარანტია.
მუხლი 12🔗. ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები
1. ბრძანების იძულებით აღსრულების მიზნით, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისთვის დადგენილი 30-დღიანი ვადის, ხოლო აღნიშნული ვადის ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაგრძელების შემთხვევაში − ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 5 დღისა, თუ აღნიშნული ბრძანება არ არის გასაჩივრებული.
2. ბრძანების გასაჩივრების შემთხვევაში, მისი იძულებით აღსრულების მიზნით, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
დანართი №2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის დგომისა და გადაყვანის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) სპეციალურ დაცულ სადგომზე (შემდგომ – დაცული სადგომი) სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის გადაყვანისა და დგომის საფასურის იძულებით გადახდევინების მიზნით სატრანსპორტო საშუალების სარეალიზაციოდ მისაქცევად სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება ამ ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი
1. ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების სარეალიზაციოდ მისაქცევად გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს, რომელიც ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
2. სააღსრულებო ფურცელი გამოიცემა ამ ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო ბრძანების გასაჩივრების შემთხვევაში − საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
3. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვერ დგინდება, სააღსრულებო ფურცელი გამოიცემა უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ბრძანების გამოცემის გარეშე.
მუხლი 4🔗. იძულებით აღსრულების შედეგად სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდა
1. ამ წესით გათვალისწინებული ბრძანება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9014 მუხლით დადგენილი წესით – მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სარეალიზაციოდ მიქცევით.
2. სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასური გადახდილად მიიჩნევა აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით იძულებითი აღსრულების შედეგად ამონაგები თანხა აღნიშნული საფასურის გადასახდელად საკმარისი არ არის.
3. თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვერ დგინდება და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა გადააჭარბებს აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის ოდენობას, ნამეტი თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცემა.
მუხლი 5🔗. სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები
სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს:
ა) იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება;
ბ) სააღსრულებო ფურცლის ნომერი და გაცემის თარიღი;
გ) სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი;
დ) იმ ბრძანების ნომერი და შედგენის თარიღი, რომლის აღსასრულებლადაც გამოცემულია სააღსრულებო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ბრძანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი;
ვ) კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები;
ზ) მოვალის დასახელება და რეკვიზიტები (თუკი დადგენილია მისი ვინაობა);
თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ი) აღსასრულებლად მისაქცევი ავტოსატრანსპორტო საშუალების:
ი.ა) რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი);
ი.ბ) მარკა;
ი.გ) მოდელი;
ი.დ) საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN);
ი.ე) ფერი;
ი.ვ) გამოშვების წელი.
მუხლი 6🔗. სააღსრულებო ფურცლის რეესტრის წარმოება
უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ეკონომიკური სამმართველო.