ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2021 წლის 6 სექტემბერი
სოფ. წეროვანი
ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტები“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი
დანართი
ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული
ს ტ ა ნ დ ა რ ტ ე ბ ი
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება🔗
პერსონალის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის მიმწოდებელი (და განმხორციელებელი) დაწესებულების პერსონალი.
მუხლი 2. სტანდარტის რეგულირების სფერო.🔗
პერსონალის კლასტერის მიხედვით განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალისთვის აუცილებელ კვალიფიკაციას, გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნას და უნარებს.
მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა.🔗
წინამდებარე დოკუმენტში პერსონალის პროფესიული სტანდარტები წარმოდგენილია კლასტერების მიხედვით და თითოეულ კლასტერში მოცემულია ის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა, უნარები, რომელსაც უნდა ფლობდეს პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების წარმატებით განხორციელებისათვის.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება.🔗
1. სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა) დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე.
ბ) კლასტერი – საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება.
გ) ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართვას და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესში ჩართულ თანამშრომლებს.
დ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა; მისიის და მიზნების განსაზღვრა; სტრატეგიული გეგმების შედგენა.
ე) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა.
ვ) მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის მართვა.
ზ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა.
თ) საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას.
ი) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
კ) ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე, მცენარეთა მოვლაზე.
ლ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი – (მაგ. აღმზრდელის თანაშემწე) საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობაში, ახორციელებს კვების პროცესს, უზრუნველყოფს სისუფთავეს ჯგუფში.
მ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას.
ნ) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს შენობის დაცვას.
დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
მუხლი 5. დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა🔗
დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად შეიძლება განეკუთვნებოდნენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას.
ადმინისტრაციული პერსონალი
ა) მენეჯერი – სტრატეგიული მართვა;
ბ) მოადგილე – სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის მართვა; ბავშვთა მოძრაობაზე კონტროლი;
გ) ფინანსური რესურსების მართვა (ბუღალტერი);
დ) მნე – მატერიალური რესურსების მართვა;
ე) საქმისმწარმოებელი – დოკუმენტაციის წარმოება;
საგანმანათლებლო პერსონალი
ა) აღმზრდელები, მეთოდისტები;
ბ) სპეციალური განათლების პედაგოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი – ინკლუზიის მხარდამჭერები;
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი
ა) მედდა, ექიმი;
ტექნიკური პერსონალი
ა) აღმზრდელის თანაშემწე;
ბ) დამლაგებელი, მრეცხავი;
გ) მზარეული, მზარეულის დამხმარე;
დ) გაზოპერატორი;
ე) დამხმარე მუშა;
ვ) მებაღე;
ზ) დარაჯი.
ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 6. მენეჯერი🔗
1. მენეჯერად შეიძლება მიღებული იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) აქვს უმაღლესი განათლება;
გ) აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმხორციელებელ დაწესებულებაში, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგად ან მენეჯერულ პოზიციაზე ან/და საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება;
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე);
ე) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
2. მენეჯერს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია ; (I, II, IX თავი)
ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველო კანონი;
დ) საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
3. მენეჯერმა აგრეთვე უნდა იცოდეს Word, Excel, Power Point კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა.
4. მენეჯერად არ მიიღება პირი, რომელიც:
ა) ნასამართლევია განზრახ ან გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლეობა;
ბ) სამედიცინო დასკვნის თანახმად, გააჩნია ისეთი დაავადება, რომელიც საფრთხის შემცველია სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის;
გ) წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
მუხლი 7. მენეჯერის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში.🔗
ბაგა-ბაღის მენეჯერის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება;
გ) აქვს საგანმანათლებლო თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა სკოლამდელი დაწესებულების მიმართულებით;
ე) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით.
ვ) იცნობს საქართველოს კონსტიტუციას (I, II, IX თავი);
ზ) კონვენციას ბავშვის უფლებების შესახებ;
თ) საქართველოს კანონს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ და ამ კანონის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ი) კომპიუტერის და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
მუხლი 8. ფინანსური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის (ბუღალტერი) პროფესიული სტანდარტები.🔗
1. ფინანსური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პესონალს აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის დარგში.
ფინანსური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) ფინანსური დაგეგმვის და მართვის მეთოდები;
ბ) ფინანსური აღრიცხვის სისტემა;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და ამ კანონის ქვემდებარე ნორმატიული აქტები;
დ) კომპიუტერის ძირითადი პროგრამებით სარგებლობა;
ე) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
ვ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება დდა ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
ზ) ქონების ინვენტარიზაცია;
თ) სახელფასო უწყისის წარმოება;
ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;
მუხლი 9. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის (მნე) პროფესიული სტანდარტები🔗
მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისსმგებელმა პერსონალმა იცის და შეუძლია:
ა) პროდუქტის მომარაგება-შენახვის წესები და მათი დაცვა;
ბ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
გ) პროდუქტის მოთხოვნის ფურცლის შედგენა;
დ) ნარჩენების აღრიცხვა-წარმოება;
ე) სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები, რეკომენდაციები, მათი შესრულება და დაცვა;
მუხლი 10. საქმისმწარმოებლის პროფესიული სტანდარტები.🔗
ა) აქვს უმაღლესი განათლება;
ბ) იცნობს ბრძანებულებას „საქმისწარმოების ერთიანი წესის შესახებ“;
გ) იცნობს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს;
დ) იცნობს საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს შრომის კოდექსს“
ე) შეუძლია კომპიუტერის ძირითადი პროგრამების მოხმარება;
ვ) გაცნობილია საქართველოს კანონს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
მუხლი 11. საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტები.🔗
1. მეთოდისტს უნდა ჰქონდეს :
ა) უმაღლესი აკადემიური განათლება;
ბ) საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;
მეთოდისტმა უნდა იცოდეს:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამელი აღზრდისადა განათლების შესახებ“ და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით;
დ) ბავშვთა უფლებების კონვენცია;
ე) კომპიუტერის და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება;
ვ) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა-წარმართვა;
ზ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;
2. აღმზრდელის (აღმზრდელ-პედაგოგის) საკვალიფაკაციო მოთხოვნები:
ა) ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
ბ) ფლობდეს სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარულ მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით;
გ) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებით;
დ) შეუძლია ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართოს სააღმზრდელო-საგნმანათლებლო პროცესი;
ე) შეუძლია უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისაკენ მიმართული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი;
ვ) აქვს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარი;
ზ) იცის და გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების თეორიები, განვითარების სფეროები, თემატური მიმართულებები;
თ) იცნობს ადრეულ და სკოლამდელ აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს;
ი) იცის ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები;
კ) იცნობს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს და მის საფუძველზე მიღებულ კანონმდებარე აქტებს;
სპეციალური განათლების პედაგოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი – ინკლუზიის მხარდამჭერები.
1. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში;
ბ) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;
2. ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები;
გ) ადრეული განათლების პრინციპები;
დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიები, სწავლების სტრატეგიები და დახმარების ტექნოლოგიები;
ე) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა;
ვ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტურ სტრატეგიებთან დაკავშირებით;
ზ) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით;
თ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით;
ი) ბავშვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის სათანადო გადამისამართება;
მუხლი 12. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები (ექთანი, ექიმი.)🔗
1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ან ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია;
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის:
ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები;
ბ) ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები;
გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები;
დ) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი. საკვების მომზადების ძირითადი წესები;
ე) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები;
ვ) დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ზ) მენიუს შედგენის წესი;
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია:
ა) ბავშვთა ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის;
გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა;
დ) ბავშვებისა და პერსონალის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
ე) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა;
ვ) ბავშვებისთვის მიწოდეული საკვების ვარგისიანობის დადგენა;
ზ) „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება;
ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტები
მუხლი 13. ჯგუფის დამხმარე პერსონალის (აღმზრდელის თანაშემწე) პროფესიული სტანდარტები.🔗
აღმზრდელის თანაშემწეს :
ა) აქვს სრული ზოგადი განათლება;
ბ) იცის კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ;
გ) იცნობს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მარეგულირებელ ტექნიკურ რეგლამენტს;
დ) შეუძლია გუნდური მუშაობა;
ე) აქვს უნარი დაეხმაროს საგანმანათლებლო პერსონალს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაში;
მუხლი 14. ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალის (დამლაგებელი, მრეცხავი) პროფესიული სტანდარტები.🔗
ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს :
ა) აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
ბ) იცნობს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელ რეგლამენტს;
გ) იცის ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხო მოხმარების ისნტრუქციები;
დ) შეუძლია დაწესებულების შიდა და გარე სივრცის და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით;
მუხლი 15. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის (მზარეული, მზარეულის თანაშემწე) პროფესიული სტანდარტები.🔗
1. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან სერტიფიკატი მზარეულის/კულინარის სპეციალიზაციით ან სრული ზოგადი განათლება და შესაბამისი უნარები.
2. კვებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები;
ბ) ჯანსაღი კვების ნორმები;
გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი;
დ) მენიუს შედგენის წესი;
ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები;
ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები;
ზ) დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
თ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი;
ი) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა;
მუხლი 16. მატერიალური რესურსების გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის (გაზოპერატორი, დამხმარე მუშა) პროფესიული სტანდარტები.🔗
მატერიალური რესურსების გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
მატერიალური რესურსების გამართულობაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ფუნქციონირების მექანიზმები;
ბ) ტექნიკის და ტექნოლოგიების უსაფრთხო მოხმარების პრინციპები;
გ) შეუძლია დაზიანებული ტექნიკის, ხელსაწყოების, იარაღების, ინვენტარის შეკეთება;
დ) დაკავებული ოპოზიციიდან გამომდინარე შესაბამისი ტექნიკის გამოყენება;
მუხლი 17. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის (დარაჯი) პროფესიული სტანდარტები.🔗
1. აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;
2. იცის:
ა) შენობის და ეზოს უსაფრთხოების საკითხები;
ბ) საევაკუაციო გეგმა;
3. შეუძლია:
ა) დაწესებულების შენობის მატერიალური რესურსების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
ბ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;
გ) დაწესებულების პერსონალის და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
დ) საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
მუხლი 18. გარდამავალი დებულებები.🔗
ა) პერსონალის კვალიფიკაციის და გამოცდილების მიმართ ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტში მუშაობენ დაწესებულებაში შესაბამის პოზიციებზე;
ბ) მოქმედ ადმინისტრაციულ (მენეჯერი, მოადგილე, მეთოდისტი) და საგანმანათლებლო პერსონალს სავალდებულოდ განესაზღვროთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გადამზადება.