ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №87-81 |
|
2021 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი |
ა) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურება;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურება;
გ) გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის მომსახურება;
დ) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურება;
ე) ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურება;
ვ) ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურება;
ზ) შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურება;
თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურება.
ი) ორთოფოტოს მომსახურების გაყიდვა.
2. დამტკიცდეს სააგენტოს მიერ გაწეული ზოგიერთი მომსახურების პირობა, საფასურის ოდენობა და მათი დაანგარიშების წესი:
ა) საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №1);
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №2);
გ) გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №3);
დ) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №4);
ე) ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №5);
ვ) ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №6);
ზ) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით, შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №7);
თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები (დანართი №8).
ი) ორთოფოტოს მომსახურების გაყიდვა და მისი საფასურის ოდენობები (დანართი №9).
1. გადახდილი საფასური უბრუნდება განმცხადებელს, თუ:
ა) საფასური გადახდილია ამ დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და დადგენილებით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
ბ) განმცხადებელმა ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიღებამდე უარი განაცხადა მომსახურების მიღებაზე და მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება.
2. საფასური ბრუნდება მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
3. მომსახურების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები), საკუთარი საქმიანობის ფარგლებში.
|
1. საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურების საფასურის ოდენობები:
შენიშვნა: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციები განიხილება, როგორც საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ხოლო ყველა სხვა ორგანიზაცია, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები. 2. საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში მომსახურების საფასური განისაზღვრება წინამდებარე დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული ერთი მომხმარებლის ერთი თვის მომსახურების საფასურის ნამრავლით შემსყიდველი ორგანიზაციის მომხმარებელთა რაოდენობაზე და მომსახურების პერიოდზე (იმ თვეების რაოდენობაზე, რა პერიოდშიც უნდა განხორციელდეს მომსახურება). 3. არასრული თვის მომსახურების ღირებულება გამოითვლება შემდეგი წესით: კერძოდ, ერთი წლის მომსახურების ღირებულება იყოფა 365-ზე და მიღებული მრავლდება იმ დღეების რაოდენობაზე, რა დღეების განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს მომსახურება, ამასთან წლის მომსახურების ღირებულების გამოსათვლელად ერთი მომხმარებლის ერთი თვის ღირებულება უნდა გამრავლდეს მომხმარებელთა საერთო რაოდენობაზე და აღნიშნული ნამრავლი კი – 12-ზე. |
ა) მომხმარებლების რაოდენობა;
ბ) მომსახურების გაწევის ვადა;
გ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მკაცრად დაიცვას მომხმარებლების ზღვრული ოდენობა
(მე-2 მუხლის პირველი პუქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომხარებელთა რაოდენობა) და სააგენტოსთან შესაბამისი შეთანხმების გარეშე არ დაუშვას სისტემაში ჩართული მომხმარებლებზე მეტი მომხმარებლების ჩართვა.
3. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში (MSDoc) ჩართული მომხმარებლების რაოდენობის (წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლების რაოდენობის) ცვლილება. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი შეტყობინება ეგზავნება სააგენტოს წერილობით და მომსახურების საფასური დაანგარიშდება პირველი მუხლით განსაზღვრული წესით აღნიშნული შეტყობინების მიღების დღიდან.
4. სააგენტო, საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურების გაწევის დაწყებასთან დაკავშირებით, უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას/დასტურს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე და სწორედ ასეთი დასტურის გაგზავნის/მიღების შემდგომ სააგენტო ახორციელებს მომსახურების გაწევას.
5. სააგენტო მომსახურებას ახორციელებს უწყვეტად მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, მომსახურების მიღებაზე შემსყიდველ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შესაძლებელია გაფორმდეს როგორც ყოველთვიურად, ასევე მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ.
6. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღიდან ან/და მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში.
7. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8. საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (MSDoc) მომსახურება მოიცავს შემდეგს:
ა) სისტემის დანერგვას (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
ა.ა) სისტემის (სერვერული ნაწილის) ინსტალაცია;
ა.ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი თანამშრომლების (კანცელარიის/საქმისწარმოების თანამშრომლები) თანამშრომელთა ტრენინგი (ერთჯერადად), მ.შ დისტანციურად;
ა.გ) ტრენერების მომზადება (ერთჯერადად), მ.შ დისტანციურად;
ა.დ) სისტემის გაშვება;
ა.ე) შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელთა სამუშაო ადგილებზე სისტემის ტექნიკურ გამართვასთან დაკავშირებული კონსულტაცია (ერთჯერადად).
ბ) სისტემის მხარდაჭერას:
ბ.ა) სამომხმარებლო დოკუმენტაცია;
ბ.ბ) სატელეფონო კონსულტაციები სამუშაო დღეებში 09.00 სთ-დან – 18.00 სთ-მდე, ცხელი ხაზის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (1399@msda.ge, ტელ:1399);
გ) წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების პერიოდში, ტრენერებისათვის 2 (ორი) დამატებითი ტრენინგის განხორციელება, მ.შ დისტანციური სწავლება.
გ) სისტემის განახლებას:
გ.ა) ახალი ვერსიის გამოსვლის შემთხვევაში არსებული სისტემის სერვერული ნაწილის განახლება;
გ.ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელთა სამუშაო ადგილებზე დასაყენებელი პროგრამული უზრუნველყოფის საინსტალაციო პაკეტების მიწოდება და სისტემის ტექნიკურ გამართვასთან დაკავშირებული კონსულტაცია (ერთჯერადად);
გ.გ) სიახლეებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
დ) სისტემის განთავსება სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე, სისტემის ადმინისტრირებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
დ.ა) სისტემის განთავსება სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე;
დ.ბ) სარეზერვო კოპირება;
დ.გ) დატვირთვის ბალანსირება;
დ.დ) სისტემის, ქსელური და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა.
ე) 1 (ერთი) ტრენინგი (ერთჯერ) ნიშნავს ერთდროულად შემსყიდველი ორგანიზაციის მაქსიმუმ 15 (თხუთმეტი) თანამშრომლის ტრენინგს (მეცადინეობას) 2 (ორი) საათის განმავლობაში.
9. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს ზემოაღნიშნული ტრენინგების ჩატარებაში, ასევე უზრუნველყოს ტრენინგების ჩატარებისთვის შესაბამისი ადგილისა და თანამშრომლების გამოყოფა.
10. სააგენტო არ აგებს პასუხს მესამე პირთა მიერ ან/და სხვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოქმნილ უწესრიგობებზე.
1. ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურების საფასურის ოდენობები:
2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაც-საათის საფასურზე, აქედან, 1 კაც-საათის ღირებულება შეადგენს 34.00 (ოცდათოთხმეტი) ლარს, ამასთან, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. |
2. წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართს.
3. სააგენტო წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელ.ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების საფასურთან (X) დაკავშირებით, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას და მომსახურების გაწევის პერიოდს.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 1399@msda.ge. დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
5. სააგენტოს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.
6. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი შესაძლებელია გაფორმდეს როგორც მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ, ასევე ყოველთვიურად (ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, კერძოდ, მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების ოდენობაზე, რითაც მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს) მომსახურების გაწევის დასრულებიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
დანართი №3
1. გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის/სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების საფასურის ოდენობები:
2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაც-საათის საფასურზე, აქედან, 1 კაც-საათის ღირებულება შეადგენს 30.00 (ოცდათი) ლარს, ამასთან, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. |
2. წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა იყოს მაქსიმალურად მკაფიო, მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი ტექნიკური დავალების შესაბამისი პარამეტრები, საგენტოს უფლება აქვს არაერთხელ დააზუსტებინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.
3. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა ასევეე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ.
4. სააგენტო წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ელ. ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების საფასურთან (X) დაკავშირებით, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას და მომსახურების გაწევის პერიოდს.
5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 1399@msda.ge დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
6. სააგენტოს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.
7. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი შესაძლებელია გაფორმდეს როგორც მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ, ასევე ყოველთვიურად (ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, კერძოდ, მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ, მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების ოდენობაზე, რითაც მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს) მომსახურების გაწევის დასრულებიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
დანართი №4
1. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების საფასურის ოდენობები:
2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაც-საათის საფასურზე, აქედან, 1 კაც-საათის ღირებულება შეადგენს 32.00 (ოცდათორმეტი) ლარს, ამასთან, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. |
2. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს.
3. წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დავალება უნდა იყოს მკაფიო, მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამისა თუ აპლიკაციის შესაბამისი პარამეტრები.
4. სააგენტოს უფლებამოსილია მხოლოდ ერთხელ მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დააზუსტოს წარმოდგენილი ტექნიკური დავალება და, თუ ასეთი დაზუსტების შემდგომაც წარმოდგენილი ტექნიკური დავალება არ იქნება საკმარისი მოთხოვნილი ელექტრონული სისტემის, კომპიუტერული პროგრამისა თუ აპლიკაციის შესაქმნელად/განსავითარებლად, სააგენტო უარს განაცხადებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურებაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას აცნობებს მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
5. სააგენტო წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, ან/და განვითარების მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დავალება აკმაყოფილებს მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს), ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების საფასურთან (X) დაკავშირებით, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას და მომსახურების გაწევის პერიოდს.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 1399@msda.ge დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
7. სააგენტოს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ;
8. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი შესაძლებელია გაფორმდეს როგორც მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ, ასევე ყოველთვიურად (ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, კერძოდ, მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების ოდენობაზე, რითაც მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს) მომსახურების გაწევის დასრულებიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
9. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
დანართი №5
1. ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურების საფასურის ოდენობები:
2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაც-საათის საფასურზე, აქედან, 1 კაც-საათის ღირებულება შეადგენს 28.00 (ოცდარვა) ლარს, ამასთან, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. |
2. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) მოთხოვნილი ვებგვერდის დასახელებას;
ბ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს.
3. სააგენტო უფლებამოსილია ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მიზნით, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა და ამისათვის განუსაზღვროს შესაბამისი ვადა. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების შეჩერების საფუძველს.
4. წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დავალება უნდა იყოს მკაფიო, მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი ვებგვერდის შესაბამისი პარამეტრები.
5. სააგენტო უფლებამოსილია, მხოლოდ ერთხელ, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დააზუსტოს წარმოდგენილი ტექნიკური დავალება და, თუ ასეთი დაზუსტების შემდგომაც წარმოდგენილი ტექნიკური დავალება არ იქნება საკმარისი მოთხოვნილი ვებგვერდის შესაქმნელად ან/და მისი განვითარებისთვის, სააგენტო უარს განაცხადებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურებაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას აცნობებს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
6. სააგენტო წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დავალება აკმაყოფილებს მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს) ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების საფასურთან (X) დაკავშირებით, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას და მომსახურების გაწევის პერიოდს.
7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 1399@msda.ge დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
8. სააგენტოს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.
9. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი შესაძლებელია გაფორმდეს როგორც მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ, ასევე ყოველთვიურად (ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, კერძოდ; მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების ოდენობაზე, რითაც მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს) მომსახურების გაწევის დასრულებიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
10. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
დანართი №6
|
2. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) ვებგვერდის დასახელებას;
ბ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს;
გ) მომსახურების გაწევის ვადას.
3. სააგენტო, ვებგვერდის სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების გაწევის დაწყებასთან დაკავშირებით, უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე და აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდგომ სააგენტო ახორციელებს მომსახურებას გაწევას.
4. სააგენტო მომსახურებას ახორციელებს უწყვეტად მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისად, მომსახურების მიღებაზე შემსყიდველ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შესაძლებელია გაფორმდეს როგორც ყოველთვიურად, ასევე მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ.
5. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან – 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
6. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან – 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
დანართი №7
|
2. წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) მომსახურების გაწევის ვადას/პერიოდს;
ბ) საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტის მისამართს.
3. სააგენტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდგომ სააგენტო ახორციელებს მომსახურებას გაწევას.
4. სააგენტო ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში, წინამდებარე დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შემსყიდველ ორგანიზაციას უგზავნის ინფორმაციას გასულ თვეში გაწეული მომსახურების დროს, მის მიერ გამოყენებული რესურსების და აღნიშნულ თვეში მომსახურების საფასურის თაობაზე.
5. მომსახურების მიღება ხორციელდება შემსყიდველ ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც ფორმდება ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
6. ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
დანართი №8
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სააგენტოს სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურების საფასურის ოდენობები:
2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაც-საათის ღირებულებაზე, აქედან, 1 კაც-საათის ღირებულება შეადგენს 36.00 (ოცდათექვსმეტი) ლარს, ამასთან, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრული მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში. |
2. წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართს.
3. სააგენტო წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ამავე დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას ინფორმაციას აღნიშნული მომსახურების საფასურთან (X) დაკავშირებით, მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაც-საათების ოდენობას და მომსახურების გაწევის პერიოდს.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, გაუგზავნოს სააგენტოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 1399@msda.ge დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
5. სააგენტოს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება წინამდებარე დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.
6. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი შესაძლებელია გაფორმდეს როგორც მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ, ასევე ყოველთვიურად (ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, კერძოდ, მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ, მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებული დღეების ოდენობაზე, რითაც მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს) მომსახურების გაწევის დასრულებიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
დანართი №9
1. ორთოფოტოს საფასურის ოდენობის განსაზღვრა ხდება ორთოფოტოს ბადის ზომის მიხედვით.
|
ა) გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონულ მისამართზე www.maps.tbilisi.gov.ge.
ბ) ავტორიზაციის გავლის შემდგომ, შემსყიდველს აქვს საშუალება შეარჩიოს და მონიშნოს სასურველი ტერიტორია წინასწარ განსაზღვრული ინდექსური ბადის გამოყენებით.
2. სისტემაში სასურველი ტერიტორიის (ბადის) შერჩევის შემდეგ დაანგარიშდება გადასახდელი თანხა.
3. საფასური გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით, როგორც პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ისე სააგენტოს ანგარიშზე საბანკო გადმორიცხვით.
4. საბანკო გადმორიცხვის შემთხვევაში სისტემაში გენერირდება ინვოისი, რის საფუძველზეც შემდეგ ხორციელდება გადარიცხვა.
5. სისტემის მიერ გადახდის დადასტურების შემდეგ, აქტიურდება ორთოფოტოს ჩამოტვირთვის ღილაკი.