⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.08.1899)
გაუქმებულია:

“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ამბროლაურის და ოზურგეთის საოლქო, ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის და სენაკის ზონალური, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ”

მიღების თარიღი 06.08.2001
ძალის დაკარგვა 01.08.1899
გამომცემი ორგანო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
ნომერი №612
სარეგისტრაციო კოდი 200.020.000.11.114.004.911
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 13/08/2001
matsne.gov.ge 442 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.08.2001 მიღება
01.08.1899 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ამბროლაურის და ოზურგეთის საოლქო, ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის და სენაკის ზონალური, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანება №612 2001 წლის 6 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ამბროლაურის და ოზურგეთის საოლქო, ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის და სენაკის ზონალური, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №162 ბრძანებულების „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ შესაბამისად, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ამბროლაურის და ოზურგეთის საოლქო, ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის და სენაკის ზონალური, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ: 1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ამბროლაურის და ოზურგეთის საოლქო, ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის და სენაკის ზონალური, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომელთა მატერიალური წახალისების მიზნით შემოღებულ იქნეს ყოველთვიური პრემია დაკავებულ თანამდებობათა მიხედვით, თანახმად დანართებისა (№1,2,3). 2. საგადასახადო სისტემაში კვარტალური საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებისათვის და გაწეული მუშაობის შედეგების შესაბამისად უფლება მიეცეთ აღნიშნულ სამსახურებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შეთანხმებით თითოეულ თანამშრომელზე გასცენ კვარტალური პრემიები ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი თვის პრემიის ოდენობით. 3. ყოველთვიური და კვარტალური პრემიების თანხების დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე  და საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლების შესაბამისად საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსთან შექმნილი ფონდებიდან. 4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ამბროლაურის და ოზურგეთის საოლქო, ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის და სენაკის ზონალური, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის რაიონულმა საგადასახადო ინსპექციებმა თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების გაცემა აწარმოონ საბანკო დაწესებულებების მეშვეობით. 5. ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველომ: ა) ყოველი მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სამსახურების საპრემიო ფონდებისთვის საჭირო ოდენობის თანხების გადატანა მათ სპეციალური სახსრების ანგარიშებზე; ბ) მ/წლის 20 ივნისამდე უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ამბროლაურის და ოზურგეთის საოლქო, ზესტაფონის,  ჭიათურის, სამტრედიის და სენაკის ზონალური, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების საბანკო დაწესებულებების მეშვეობით გაცემის უზრუნველსაყოფად საჭირო წინასწარი ხარჯების გაწევა, საბანკო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად. 6. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. მაჭავარიანი