საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ მეორე ტურებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.09.2021
ძალაში შესვლა 26.09.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-82/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016908
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ მეორე ტურებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-82/ნ
2021 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 199-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,
,,სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №53/2021 დადგენილების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლების, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „ქ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილების მისაღებად დამტკიცდეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ან საიზოლაციო სივრცეებში (ბინაზე, კოვიდსასტუმროში) მყოფი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) დაავადებული და საკარანტინო სივრცეებში/იზოლაციაში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინე/საიზოლაციო სივრცე) დატოვების/იზოლაციიდან მოხსნის ფაქტის შესახებ ცნობა (შემდგომში – ცნობა), თანდართული დანართის შესაბამისად.
2. ამ ბრძანებით განსაზღვრული ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) დაავადების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაციონარში ან საკარანტინე/საიზოლაციო სივრცეში, ან მკურნალობდა ბინაზე ცენტრალური ონლაინკლინიკის, ონლაინკლინიკის ექიმის მიერ და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა სარაკანტინე სივრცეში/იზოლაციაში სავალდებულო ყოფნის ვადა 2021 წლის 26 სექტემბრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრის პერიოდში.
3. ცნობა გაიცემა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა საარჩევნო უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) პირზე.
4. ცნობაში მიეთითება:
ა) ცნობის გაცემის თარიღი და ნომერი;
ბ) მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
გ) დაწესებულების დატოვების/იზოლაციიდან მოხსნის თარიღი;
დ) ცნობის გამცემი დაწესებულების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და ფაქტობრივი მისამართი;
ე) ცნობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა, ასევე ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. ცნობა ივსება დაწესებულების პასუხისმგებელი პირის (პაციენტის მკურნალი ექიმის ან ამ დაწესებულების სხვა უფლებამოსილი პირის) მიერ და დასტურდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. ცნობა ივსება 2 იდენტურ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა (ან გადაეგზავნება ელექტრონულად) პირს, რომლის მიმართაც ამ ბრძანების შესაბამისად მომზადდა ცნობა, საჭიროებისამებრ საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენად.
7. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ცნობას გასცემენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე ბრძანებით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილი უწყების სახელით.
8. დაევალოს:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტაციონარული დაწესებულებების და ონლაინკლინიკების ინფორმირება, პორტალის საშუალებით;
ბ) ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცენტრალური ონლაინკლინიკისა და საკარანტინე/საიზოლაციო სივრცეების სათანადო ინფორმირება.
9. სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების სამმართველო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თანდართული ფორმის შინაარსის (პირის მიერ დაწესებულების დატოვების ფაქტისა და დატოვების თარიღის შესახებ) შესაბამისი ცნობის გაცემა.
10. ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 26 სექტემბრიდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე