საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.10.2020 ბოლო ცვლილება 16.11.2020
ნომერი
№01-112/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016804
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-112/ნ

2020 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მიზნებისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ცნობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 199-ე მუხლის, „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური ადმინისტრაცია/საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №45/2020 დადგენილების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლების, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „ქ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების/საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის  უმაღლესი საბჭოს მორიგი/მერის რიგგარეშე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილების მისაღებად დამტკიცდეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირებული და საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინე სივრცე) დატოვების ფაქტის შესახებ ცნობა (შემდგომში – ცნობა), თანდართული დანართის შესაბამისად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №01-118/ნ- ვებგვერდი, 16.11.2020წ.
2. ამ ბრძანებით განსაზღვრული ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაციონარში ან საკარანტინე სივრცეში და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა საკარანტინე სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა:
ა) 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის პერიოდში;
ბ) 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 20 ნოემბრის პერიოდში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №01-118/ნ- ვებგვერდი, 16.11.2020წ.
3. ცნობა გაიცემა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა საარჩევნო უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) პირზე. 
4.  ცნობაში მიეთითება:

ა) ცნობის გაცემის თარიღი და ნომერი;

ბ) მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

გ) დაწესებულების დატოვების თარიღი;

დ) ცნობის გამცემი დაწესებულების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და ფაქტობრივი მისამართი;

ე) ცნობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა, ასევე ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. ცნობა ივსება დაწესებულების პასუხისმგებელი პირის (პაციენტის მკურნალი ექიმის ან ამ დაწესებულების სხვა უფლებამოსილი პირის) მიერ და დასტურდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. ცნობა ივსება 2 იდენტურ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც ამ ბრძანების შესაბამისად მომზადდა ცნობა, საჭიროებისამებრ საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენად.
7. ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ცნობას გასცემენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე ბრძანებით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილი უწყების სახელით.
8. დაევალოს:

ა) სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტაციონარული დაწესებულებების ინფორმირება, პორტალის საშუალებით;

ბ) ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს – ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკარანტინე სივრცეების სათანადო ინფორმირება.

9. სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების სამმართველო ვალდებულია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, მოითხოვოს და მიიღოს სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან, ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგიდან და საჭიროებისამებრ ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებიდან საჭირო ინფორმაცია და უზრუნველყოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თანდართული ფორმის შინაარსის (პირის მიერ დაწესებულების დატოვების ფაქტისა და დატოვების თარიღის შესახებ) შესაბამისი ცნობის გაცემა.
10. ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 26 ოქტომბრიდან. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 199-ე მუხლის, „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური ადმინისტრაცია/საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №45/2020 დადგენილების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლების, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „ქ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1.
2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნებში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილების მისაღებად დამტკიცდეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირებული და საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინე სივრცე) დატოვების ფაქტის შესახებ ცნობა (შემდგომში – ცნობა), თანდართული დანართის შესაბამისად.
2.
ამ ბრძანებით განსაზღვრული ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაციონარში ან საკარანტინე სივრცეში და გამოჯანმრთელდა  ან ამოეწურა საკარანტინე სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის პერიოდში.

1. საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების/საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის  უმაღლესი საბჭოს მორიგი/მერის რიგგარეშე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილების მისაღებად დამტკიცდეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირებული და საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების მიერ მოცემული ადგილსამყოფლის (სტაციონარი, საკარანტინე სივრცე) დატოვების ფაქტის შესახებ ცნობა (შემდგომში – ცნობა), თანდართული დანართის შესაბამისად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №01-118/ნ- ვებგვერდი, 16.11.2020წ. 2. ამ ბრძანებით განსაზღვრული ცნობა გაიცემა პირზე, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ინფიცირების ან პრევენციის გამო მოთავსებული იყო ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტაციონარში ან საკარანტინე სივრცეში და გამოჯანმრთელდა ან ამოეწურა საკარანტინე სივრცეში სავალდებულო ყოფნის ვადა:
ა) 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის პერიოდში;
ბ) 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 20 ნოემბრის პერიოდში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №01-118/ნ- ვებგვერდი, 16.11.2020წ.

3.

ცნობა გაიცემა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა საარჩევნო უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) პირზე. 

4.

 ცნობაში მიეთითება:
ა) ცნობის გაცემის თარიღი და ნომერი;

ბ) მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

გ) დაწესებულების დატოვების თარიღი;

დ) ცნობის გამცემი დაწესებულების დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და ფაქტობრივი მისამართი;

ე) ცნობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა, ასევე ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.

ცნობა ივსება დაწესებულების პასუხისმგებელი პირის (პაციენტის მკურნალი ექიმის ან ამ დაწესებულების სხვა უფლებამოსილი პირის) მიერ და დასტურდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6.

ცნობა ივსება 2 იდენტურ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც ამ ბრძანების შესაბამისად მომზადდა ცნობა, საჭიროებისამებრ საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენად.

7.

ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებები, წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრულ ცნობას გასცემენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და წინამდებარე ბრძანებით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილი უწყების სახელით.

8.

დაევალოს:
ა) სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტაციონარული დაწესებულებების ინფორმირება, პორტალის საშუალებით;

ბ) ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს – ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკარანტინე სივრცეების სათანადო ინფორმირება.

9.

სამინისტროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების სამმართველო ვალდებულია, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, მოითხოვოს და მიიღოს სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან, ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგიდან და საჭიროებისამებრ ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებიდან საჭირო ინფორმაცია და უზრუნველყოს მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თანდართული ფორმის შინაარსის (პირის მიერ დაწესებულების დატოვების ფაქტისა და დატოვების თარიღის შესახებ) შესაბამისი ცნობის გაცემა.

10.

ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 26 ოქტომბრიდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე