„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-310 |
|
2023 წლის 17 მაისი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:
ა) ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტი;
ბ) ტყითსარგებლობის დეპარტამენტი;
გ) ტყის აღრიცხვის დეპარტამენტი;
დ) ფინანსური დეპარტამენტი;
ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ზ) იურიდიული სამსახური;
თ) სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური;
ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“.
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ფინანსური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო სამმართველო;
ბ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;
გ) შესყიდვების სამმართველო.“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 პუნქტი:
„91. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ბ) ტრანსპორტის სამმართველო;
გ) მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
3. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
4. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.
5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვას;
ბ) სააგენტოს საკანცელარიო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფას;
გ) სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი ქონების მართვას, მათ შორის, სატრანსპორტო ქონების მართვას, ასევე სააგენტოს სარგებლობაში სატრანსპორტო ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზებას.
2. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) სააგენტოს საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია, შემოსული და გასული კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქმისწარმოებისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა და კონტროლი. სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების ვადების კონტროლი და შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა- შენახვის უზრუნველყოფა;
გ) საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;
ე) სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ორგანიზება. სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ასევე სააგენტოს თანამშრომელთა საზღვრებს გარეთ მივლინების ორგანიზება;
ზ) სააგენტოს თანამშრომელთა შეფასების სისტემის ადმინისტრირება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) გარდა სატრანსპორტო ქონებისა, სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი ქონების მართვა, ასევე სააგენტოს სარგებლობაში ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება;
გ) სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, გარდა სატრანსპორტო მატერიალური ფასეულობებისა;
დ) სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემის ორგანიზება;
ე) წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის შესახებ, გარდა სატრანსპორტო ქონებისა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. ტრანსპორტის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი სატრანსპორტო ქონების მართვა, ასევე სააგენტოს სარგებლობაში სატრანსპორტო ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატრანსპორტო ქონების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება;
გ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;
ე) სააგენტოს მიერ შესყიდული სატრანსპორტო ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად გაცემა;
ვ) წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი სატრანსპორტო ქონების ჩამოწერის შესახებ;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
6. დანართი 1-ის – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – სატყეო სამსახურების ტიპური დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის უფროსს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის უფროსს არ ჰყავს მოადგილე, მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უფროსი მეტყევე.
|