„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 23 მარტის №01-22/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-85/ნ |
|
2021 წლის 5 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:
,,ზ) ანალიტიკის დეპარტამენტი.“.
2. №1.1 დანართის (ადმინისტრაციის დებულება):
ა) პირველი მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 მუხლის :
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა, სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, სამინისტროს საჭიროებისთვის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების კოორდინაცია, სამინისტროს ცენტრალური აპარატის სასაწყობე მეურნეობის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სამინისტროს საქმისწარმოების, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება, რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე შემოსულ განცხადებებზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საორგანიზაციო ღონისძიებების უზრუნველყოფა.“;
ბ.ბ) მე-4 პუნქტის:
ბ.ბ.ა) ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ზ)თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“;
ბ.ბ.ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ო) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“;
ბ.ბ.გ) ,,გ“ ქვეპუნქტის ,,გ.ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.ტ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“;
ბ.ბ.დ) ,,დ“ ქვეპუნქტის ,,დ.ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ.ფ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“;
ბ.ბ.ე) ,,ე“ ქვეპუნქტის ,,ე.შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე.შ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“;
ბ.ბ.ვ) ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ.ო) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში არსებული ინფორმაციის და მონაცემების მიწოდება, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მოთხოვნის საფუძველზე;“;
ბ.ბ.ზ) ამოღებულ იქნეს ,,ზ“ ქვეპუნქტი.
ბ.ბ.თ) ,,თ“ ქვეპუნქტის ,,თ.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ.ნ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“.
3. №1.2 დანართის (შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.რ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“;
ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ვ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“.
4. №1.3 დანართის (პოლიტიკის დეპარტამენტის დებულება) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტის:
ა.ა) ,,ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ე) ანალიტიკის დეპარტამენტიდან, ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, სამედიცინო, წამლისა და ფარმაცევტულ სფეროში პოლიტიკის, სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების შეფასების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;“;
ა.ბ) ,,ა.პ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.პ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“;
ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტის:
ბ.ა) ,,ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.ვ) ანალიტიკის დეპარტამენტიდან სოციალური დაცვის, შვილად აყვანის და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების, სააღმზრდელო დაწესებულებების, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის პოლიტიკის, სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების შეფასების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;“;
ბ.ბ) ,,ბ.მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ.მ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“.
გ) ,,გ“ ქვეპუნქტის:
გ.ა) ,,გ.ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.ა.ვ) ანალიტიკის დეპარტამენტიდან შრომისა და დასაქმების მიმართულებით პოლიტიკის, სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების შეფასების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;“;
გ.ბ) ,,გ.ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ.ვ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტი სთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“;
დ) ,,დ“ ქვეპუნქტის:
დ.ა) ,,დ.დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ.დ) ანალიტიკის დეპარტამენტი დან დევნილთა (მათ შორის, დევნილთა განსახლების) და ეკომიგრანტთა, საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და სოციალური დაცვისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის მიმართულებით პოლიტიკის, სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების შეფასების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;“;
დ.ბ) ,,დ.უ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ.უ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“.
ე) ,,ე“ ქვეპუნქტის ,,ე.ღ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე.ღ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“.
5. №1.4 დანართის (იურიდიული დეპარტამენტის დებულება) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.რ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“.
6. №1.5 დანართის (საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ღ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, ანალიტიკის დეპარტამენტისთვის, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) წარდგენა;“.
7. დაემატოს N1.7 დანართი (ანალიტიკის დეპარტამენტი) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი N1.7
ანალიტიკის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
ანალიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, რაც მოიცავს (და არ შემოიფარგლება) ეკონომიკური და ფინანსური, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროებში შესაბამისი კვლევებისა და ანალიზის უზრუნველყოფას, რესურსებისა და პროცესების ეფექტიანობის ანალიზს;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციისა და მონაცემთა მოპოვება/დამუშავება/ განზოგადება და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა, ანალიზი, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
დ) საინფორმაციო სტატისტიკურ მონაცემთა ბაზებში მონაცემთა წარმოების ალგორითმის განსაზღვრა და მონაცემთა დამუშავება/სისტემატიზაცია;
ე) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ერთიანი სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით, სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სამინისტროს საქმიანობის ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება.
თ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამინისტროში ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;
ი) სამინისტროს საქმიანობის პროცესში მონაცემების და ინფორმაციის (მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების) გამოთხოვის, დამუშავების და წარდგენის მეთოდოლოგიის შემუშავება, მისი ეფექტურობის შეფასება და საჭიროებისამებრ გაუმჯობესება;
კ) სამინისტროსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვადასხვა უწყებების და ორგანიზაციების ინფორმაციის, (მათ შორის, სტატისტიკური და პერსონალური მონაცემების) გამოთხოვა, დამუშავება, გაანალიზება, ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების/ბარათების მომზადება და შესაბამისი პირებისთვის წარდგენა;
ლ) სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულის ან/და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სხვა სახელმწიფო უწყების მიმართვის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა, დამუშავება, გაანალიზება, ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების/ბარათების მომზადება და შესაბამისი პირებისთვის წარდგენა;
მ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ან სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან თანამშრომლობით, სამინისტოს საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, დასამუშავებელი მონაცემების/ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და გამოთხოვის პროცესის კოორდინაცია;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონულ პლატფორმაზე მონაცემთა ფაილური სისტემის პერიოდული განახლების კოორდინაცია, მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის სისწორის და სისრულის უზრუნველყოფა, მონაცემების/ინფორმაციის და მონაცემთა ბაზების სისტემატიზაცია;
ო) ერთიან ელექტრონულ სისტემაზე მომხმარებლთა ინფორმაციაზე დაშვების ფარგლების და წვდომის უფლებამოსილების განსაზღვრა;
პ) შესაბამისი სტრუქტურულ ერთეულის ჩართულობით, ანალიტიკური მიზნებისათვის მიღებული ინფორმაციის/მონაცემების (მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა) დამუშავებისა და გაცემის პროცესში კანონონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, კვლევების ჩატარების კოორდინაცია, კვლევის მეთოდოლოგიის განსაზღვრა და კვლევების განხორციელების ორგანიზება, შედეგების გაანალიზება და სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის და სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
რ) სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ კვლევების განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობის, მათ შორის, პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და რისკების შესწავლა/ანალიზი, გასაუმჯობესებელი სივრცეების გამოვლენა, განზოგადება და სათანადო დასკვნების, წინადადებების, ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების, რეკომენდაციების მომზადება და სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულისთვის წარდგენა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების ეფექტურობის/ეფექტიანობის შეფასებისა და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა და სამინისტროს შესაბამისი სრუქტურული ერთეულისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
უ) ანალიტიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის მოძიება, შედარებითი ანალიზის განხორციელება, განზოგადება და საჭიროებისამბერ სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ან/და სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
ფ) თავისი საქმიანობის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკის, სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში პოლიტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობა;
ქ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული სტრატეგიულ-პოლიტიკური დოკუმენტების შემუშავების მიზნით, პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა;
ღ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის შესაბამისი ინფორმაციისა და ანგარიშების წარდგენა;
ყ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და რეაგირების მოხდენა, საჭიროებისამებრ, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების სამმართველოს მომართვის საფუძველზე მოქალაქეებთან შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
შ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მიწოდება;
ჩ) მასმედიასთან ურთიერთობის და ღონისძიებების დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების სამმართველოსთვის მისი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების, პროექტების შესახებ, ასევე, სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების მიზნით, მიმდინარე სიახლეების და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
ც) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
|