„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №486 |
|
2021 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, 040030000.10.003.021682) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მომსახურება 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სამართალდარღვევის/დანაშაულის შემთხვევებში, ჩამორთმევას/გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის (შემდგომში − სატრანსპორტო საშუალება) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე (შემდგომში − დაცული სადგომი) ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური შეადგენს: ა) ევაკუატორის ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 30 ლარი; ბ) სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში − 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − 1.50 ლარი ყოველ კილომეტრზე; გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – 3 ლარი ყოველ კილომეტრზე; დ) სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 2 ლარი ყოველ კილომეტრზე. 2. დაინტერესებული პირის მიერ კერძო გამოძახების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების საფასური შეადგენს: ა) ევაკუატორის ან სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადამყვანი პირის გამოძახების საფასური – 30 ლარი; ბ) სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით (გარდა ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორისა) გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 3 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე − 1.50 ლარი ყოველ კილომეტრზე; გ) ფიქსირებული პლატფორმისა და ობობის ტიპის ამწის მქონე ევაკუატორით სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 4 ლარი ყოველ კილომეტრზე, საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – 3 ლარი ყოველ კილომეტრზე; დ) სატრანსპორტო საშუალების თავისი სვლით გადაადგილების საფასური: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში – 2 ლარი ყოველ კილომეტრზე. 3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების დგომის (გარდა სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის შემთხვევებისა) საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
4. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების ნივთმტკიცების სახით დგომის საფასური განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, კორპორაციული მომხმარებლებისთვის ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისგან განსხვავებული საფასური. 6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალების ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილების მანძილად განისაზღვრება ევაკუატორით ან თავისი სვლით გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების საწყისი ადგილმდებარეობიდან მისი ტრანსპორტირების საბოლოო წერტილამდე მანძილი. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის დარიცხვა ხდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.10.2021.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.10.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №486. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.10.003.023041.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №486, 01.10.2021, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023041 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5264479/