“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.11.115.004.956
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება№77
2001 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის №279 ბრძანებულებით დამტკიცებულ, “საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პარაგრაფის „თ” ქვეპუნქტის და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის 1999 წლის 24 მარტის №01/27 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების შესახებ დებულების” 1-ლი მუხლის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2001 წლის 10 სექტემბრიდან დადგენილ და გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშების საქართველოს საფოსტო მარკები:
ა. რიწის ტბა 1 მარკა – ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 29X42 მმ; ნომინალური ღირებულება 0,4 ლარი; მარკის ტირაჟი 100 ათასი, აქედან 40 ათს. ბუკლეტების (სასუვენირო ფურცლები) სახით.
ბ. ბორჯომის პარკი 1 მარკა – ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 29X42 მმ; ნომინალური ღირებულება 0,8 ლარი; მარკის ტირაჟი 100 ათასი., აქედან 40 ათს. ბუკლეტების (სასუვენირო ფურცლები) სახით.
2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.
მ. ადეიშვილი
მარკა №284 მარკა №285
ნომინალი 0,4 ლარი ნომინალი 0,8 ლარი
ბუკლეტი (სასუვენირო ფურცელი)
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.09.2001.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”?
- “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ” მიღებულია 03.09.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №77. სარეგისტრაციო კოდი — 320.110.000.11.115.004.956.
- სად არის “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.09.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”, №77, 03.09.2001, სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.11.115.004.956 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52666/