“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№81
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.11.115.004.979
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 101, 25/09/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.004.979

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება№81

2001 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წ. 29 ივნისის №279 ბრძანებულებით დამტკიცებული, „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის, მე-2 პარაგრაფის „თ” ქვეპუნქტის და საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის 1999 წ. 24 მარტის №01/27 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საფოსტო საგადასახადო ნიშნების შესახებ დებულების” 1-ლი მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2001 წლის 26 სექტემბრიდან დადგენილ და გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში, შემდეგი ნიმუშების საქართველოს საფოსტო მარკები:

ა) ქუთაისის სინაგოგა (კუპონით) 1 მარკა – ავტორი ბ. ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 30X60მმ; ნომინალური ღირებულება 1,4 ლარი; მარკის ტირაჟი 225 ათასი. ფურცელში 15 მარკა (3X5), აქედან 3 კუპონით.

 

მარკა №286

ნომინალი 1,4

ბ) აბრეშუმის გზა 1 ბლოკი – ავტორი პ. ნაცვლიშვილი; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 75.75 მმ; ნომინალური ღირებულება 0,8 ლარი; ბლოკის ტირაჟი 30 ათასი.

                  

                  

 

 

ბლოკი №24

ნომინალი 0,8 ლარი

გ) აბრეშუმის გზა 1 მარკა – ავტორი პ. ნაცვლიშვილი; ბეჭდვა ოფსეტური; მრავალფეროვანი; ზომა 42X29მმ; ნომინალური ღირებულება 0,2 ლარი; მარკის ტირაჟი 30 ათასი.

 

მარკა №287

 ნომინალი 0,2 ლარი

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

მ. ადეიშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.09.2001.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”?
“საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ” მიღებულია 20.09.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №81. სარეგისტრაციო კოდი — 310.150.000.11.115.004.979.
სად არის “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.09.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ”, №81, 20.09.2001, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.004.979 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.09.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52672/