საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 15.10.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №507
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.023065
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/10/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ძირითადი საშუალებების გასხვისების და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №507
2021 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 493 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 09/06/2021, 040110030.05.001.020336) მე-3 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები“ (შემდგომში – წესი).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებები
1. სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლის მხარეც არის სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები პირები გათავისუფლდნენ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.
2. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეს, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ გადახდილი აქვს ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასური ან/და პირგასამტეხლო, გადახდილი საფასური და პირგასამტეხლო ჩაეთვალოს გადაუხდელი პერიოდის სარგებლობის საფასურის ანგარიშში.
3. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლის მიერ გადახდილი, ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარგებლობის საფასური და პირგასამტეხლო არ ექვემდებარება დაბრუნებას.
4. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოებმა, მუნიციპალიტეტებმა და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, გარდა ამ წესის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილება მათ მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე მხარეთა მიმართ ამ წესის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათების დადგენის თაობაზე ამავე პუნქტებით დადგენილ ფარგლებში.
5. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განიხილონ და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით მიიღონ გადაწყვეტილება მათ მიერ სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა 2020 წლის 21 მარტიდან 2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე პერიოდის სარგებლობის საფასურისაგან ან/და ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადაუხდელობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე.
6. სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმოებმა განიხილონ და მიიღონ გადაწყვეტილება მათ მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონებით მოსარგებლე მხარეთა მიმართ ამ წესის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათების დადგენის თაობაზე ამავე პუნქტებით დადგენილ ფარგლებში.
7. ამ წესით განსაზღვრული შეღავათები შესაძლებელია, აისახოს იმ ქვემოსარგებლეებზე, რომელთაც უძრავი ნივთი სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვთ ამ წესით გათვალისწინებული მოსარგებლეებისგან, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შესაბამის მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
8. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კომერციულ ბანკებზე, გარდა ე. წ. სწრაფი გადახდის აპარატის განსათავსებელად გადაცემული უძრავი ნივთისა;
ბ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებზე ელექტრონული საკომუნიკაციო ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის მიზნით გადაცემული უძრავი ნივთის ნაწილში;
გ) იმ მოსარგებლეებზე, რომელთაც უძრავი ნივთი გადაეცათ მასზე გარე რეკლამის განთავსების მიზნით.