საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.10.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №514
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023070
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/10/2021
matsne.gov.ge 700 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება 88% 26.09.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 88% 28.02.2026 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ მატერიალური ფასეულობები 87% 03.07.2017 საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონი 86% 22.12.2017 დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 16.01.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №514 2021 წლის 20 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი“. მუხლი 2🔗 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შრომის ინსპექციის სამსახურს მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოსავალი. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში − სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური) მიერ მომსახურების საფასურის განაკვეთები, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი (შემდგომში − წესი) განისაზღვრება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე. 2. ამ წესის მიზანია, დაადგინოს „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებით (შემდგომში − მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანება) დამტკიცებული „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პროგრამის აკრედიტაციის გაცემისათვის განაცხადის განხილვის, ასევე 26-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური. 3. ეს წესი განსაზღვრავს სტატუსის მაძიებელი ორგანიზაციისათვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვის, ასევე პირის სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის საფასურს, განაკვეთებს, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებს. 4. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ აწესრიგებს ეს წესი, რეგულირდება მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანების შესაბამისად. მუხლი 2🔗. მომსახურების საფასური და მისი გადახდის წესი 1. მომსახურების საფასური არის ამ წესით დადგენილი ოდენობით, სტატუსის მაძიებელი ორგანიზაციისათვის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამის აკრედიტაციის მინიჭების, ასევე პირის მიერ სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის  მიზნით წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა. 2. სტატუსის მაძიებელი ორგანიზაცია ვალდებულია, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს დადგენილი საფასური სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ წესით  გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური გადაიხდება საგამოცდო ცენტრის წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე. 4. საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. 5. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების სისწორეზე პასუხისმგებელია საფასურის გადამხდელი პირი. მუხლი 3🔗. მომსახურების საფასურის დაწესება და მისი ოდენობის  განსაზღვრა 1. მომსახურების საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით. 2. ამ წესით დადგენილი საფასური მოიცავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. 3. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამის აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს. 4. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერტიფიკატო გამოცდის საფასური შეადგენს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარს. 5. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური შეადგენს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარს. მუხლი 4🔗. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. თუ საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ ოდენობას შორის. 2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება: ა) თუ დაინტერესებული პირი გამოცდამდე 5 (ხუთი) დღით ადრე წერილობით უარს განაცხადებს სასერტიფიკატო/საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე და მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას; ბ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განხორციელებაზე სტატუსის მაძიებელი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი განაცხადის დარეგისტრირებიდან 10 დღის ვადაში, განმცხადებლის მიერ განაცხადის განხილვაზე წერილობით უარის თქმის შემთხვევაში; გ) თუ სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის ან/და სწავლების განმახორციელებელ პირთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროგრამის მსმენელთა სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარების მიზნით შერჩეული საგამოცდო ცენტრის მიერ ვერ იქნა მიწოდებული მინისტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №01-25/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მომსახურება. მუხლი 5🔗. ვადის გამოთვლა 1. ამ წესით დადგენილი ვადების გამოთვლისას არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. 2. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.