პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.10.2021
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ინსპექტორი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016037
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია | სახელმწიფო ინსპექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება 16.09.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2015 წლის ანგარიშის თაობაზე იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით
დოკუმენტის ტექსტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო ინსპექტორის
ბრძანება №11
2021 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის მიზნებისათვის, ამ ბრძანების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს იმ ქვეყნების ნუსხა, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 16 სექტემბრის №1 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 17/09/2014, 010100000.62.074.016001).
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია
დანართი
ქვეყნების ნუსხა, სადაც უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები
1. ავსტრალიის თანამეგობრობა
2. ავსტრიის რესპუბლიკა
3. ალბანეთის რესპუბლიკა
4. ანდორის სამთავრო
5. არგენტინის რესპუბლიკა
6. ახალი ზელანდია
7. ბელგიის სამეფო
8. ბოსნია და ჰერცეგოვინა
9. ბულგარეთის რესპუბლიკა
10. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
11. დანიის სამეფო
12. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
13. ესპანეთის სამეფო
14. ესტონეთის რესპუბლიკა
15. იაპონია
16. ირლანდია
17. ისლანდიის რესპუბლიკა
18. ისრაელის სახელმწიფო
19. იტალიის რესპუბლიკა
20. კანადა
21. კვიპროსის რესპუბლიკა
22. ლატვიის რესპუბლიკა
23. ლიეტუვის რესპუბლიკა
24. ლიხტენშტეინის სამთავრო
25. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
26. მალტის რესპუბლიკა
27. მოლდოვას რესპუბლიკა
28. მონაკოს სამთავრო
29. მონტენეგრო
30. ნიდერლანდების სამეფო
31. ნორვეგიის სამეფო
32. პოლონეთის რესპუბლიკა
33. პორტუგალიის რესპუბლიკა
34. რუმინეთი
35. საბერძნეთის რესპუბლიკა
36. საფრანგეთის რესპუბლიკა
37. სერბეთის რესპუბლიკა
38. სლოვაკეთის რესპუბლიკა
39. სლოვენიის რესპუბლიკა
40. უკრაინა
41. უნგრეთი
42. ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა
43. ფინეთის რესპუბლიკა
44. შვედეთის სამეფო
45. შვეიცარიის კონფედერაცია
46. ჩეხეთის რესპუბლიკა
47. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
48. ხორვატიის რესპუბლიკა