კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქცია
მიღების თარიღი 19.11.2021
ძალაში შესვლა 01.01.2022
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო №
ნომერი №14/ნ
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016014
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/11/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 5,000-მდე |
| 2 | 5,000.01-დან 15,000-მდე |
| 3 | 15,000.01-დან 20,000-მდე |
| 4 | 20,000.01-დან 30,000-მდე |
| 5 | 30,000.01-დან 40,000-მდე |
| 6 | 40,000.01-დან 50,000-მდე |
| 7 | 50,000.01-დან 60,000-მდე |
| 8 | 60,000.01-დან 70,000-მდე |
| 9 | 70,000.01-დან 80,000-მდე |
| 10 | 80,000.01-დან 90,000-მდე |
| 11 | 90,000.01-დან 100,000-მდე |
| 12 | 100,000.01-დან 200,000-მდე |
| 13 | 200,000.01-დან 300,000-მდე |
| 14 | 300,000.01-დან 400,000-მდე |
| 15 | 400,000.01-დან |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქცია სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება 01.01.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანების გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება 28.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქცია
სსიპ
– დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
ბრძანება
№14/ნ
2021 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქცია
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „კ“ ქვეპუნქტების და მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“, „კ.დ“ და „კ.კ“ ქვეპუნქტების და მე-13 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანის გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის
ინსტრუქცია“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №5/ნ ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსიოთარ ძიძიკაშვილი
კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. ინსტრუქციის რეგულირების სფერო
კომერციული ბანკების (შემდგომში – ბანკების) მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს ბანკების მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო), დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესს, ასევე ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანის (შემდგომში – შენატანი) ბაზის დაანგარიშების წესსა და შენატანის გადახდის პროცედურებს.
მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები
1. ამ ინსტრუქციის მოთხოვნები ვრცელდება საქართველოში მოქმედ ყველა ბანკზე.
2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა, თუ ამავე ინსტრუქციით განსხვავებულად არ არის დადგენილი.
3. ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს შენატანი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად, სააგენტოს უფროსის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ოდენობით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
4. ბანკი ვალდებულია რეგულარულად მიაწოდოს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ინფორმაცია სააგენტოს.
მუხლი 3🔗. შენატანის და შენატანის ბაზის დაანგარიშება და ინფორმაციის წარდგენა
1. ბანკი ვალდებულია ყოველთვიურად გადაიხადოს შენატანი დეპოზიტების დაზღვევის ფონდში, კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, სააგენტოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ოდენობით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
2. ყოველთვიური შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული ბანკისთვის გამოითვლება კანონის, ამ ინსტრუქციისა და სააგენტოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
3. შენატანის დაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მიმდინარე თვის წინა თვისთვის (შემდგომში – საანგარიშო თვე) განთავსებული დაზღვეული დეპოზიტები.
4. ყოველთვიური შენატანის ოდენობა თითოეული ბანკისთვის გამოითვლება ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საანგარიშო თვის ბოლო დღის მონაცემებით განთავსებული დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურებადი მოცულობის გამრავლებით შესაბამისი ბანკისთვის განსაზღვრულ ინდივიდუალურ ოდენობაზე (შესაბამისად, ეროვნული და უცხოური ვალუტისთვის). შენატანის დაანგარიშების ბაზა გამოითვლება მეასედებამდე დამრგვალებული რიცხვების საფუძველზე. ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი, დამრგვალების გარეშე.
5. ბანკი ანგარიშობს შენატანის ოდენობას ლარსა და უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის როგორც ცალ-ცალკე, ასევე ჯამურად. ბანკი ყოველთვიურ შენატანს იხდის ეროვნულ ვალუტაში.
6. ბანკი ვალდებულია სააგენტოს ყოველთვიური ანგარიშგების სახით მიაწოდოს დეპოზიტების შესახებ მონაცემები, ამ ინსტრუქციის დანართების შესაბამისად.
7. ბანკი ვალდებულია დაიანგარიშოს შენატანის ოდენობა კანონით, სააგენტოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესითა და თავად გამოითვალოს გადასახდელი თანხის ოდენობა ამ ინსტრუქციით განსაზღვრულია ფორმა 1-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. შენატანების გადახდის წესი
1. ბანკი ვალდებულია შენატანი გადაიხადოს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა, სააგენტოს შემდეგ ანგარიშზე:
მიმღების ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი – TRESGE22;
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 302008900 (სსიპ „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო“).
2. შენატანის გადახდის დოკუმენტში (საგადახდო დავალება) ბანკი ვალდებულია მიუთითოს საანგარიშო პერიოდი (საანგარიშო თვე და წელი) და მიზნობრიობა.
მუხლი 5🔗. ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება
ბანკი ვალდებულია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი სახის ანგარიშგება/ინფორმაცია:
ა) ფორმა 1 – ყოველთვიური ანგარიშგება დაზღვეული დეპოზიტების შესახებ (დანართი №1);
ბ) ფორმა 2 – ყოველთვიური ანგარიშგება ფიზიკური პირების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით (დანართი №2);
გ) ფორმა 3 – ყოველთვიური ანგარიშგება იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით (დანართი №3).
მუხლი 6🔗. ყოველთვიური ანგარიშგების წარდგენის წესი
1. ბანკი ვალდებულია ამ ინსტრუქციის ფორმა 1, ფორმა 2 და ფორმა 3 სააგენტოს წარუდგინოს Microsoft Excel-ის ფორმატით მართვის საინფორმაციო სისტემაში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://mis.diagency.ge; ან სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@diagency.ge, სადაც მითითებული იქნება ბანკის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, საანგარიშო თვის ბოლო დღის თარიღი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
2. ამ მუხლით განსაზღვრულ ანგარიშგებაში/ინფორმაციაში ყველა მონაცემი უნდა იყოს გამოხატული ეროვნული ვალუტით მეასედებამდე დამრგვალებული ციფრებით.
3. ბანკი ვალდებულია ფორმა 1, ფორმა 2 და ფორმა 3 შეავსოს ამ ინსტრუქციისა და დანართი №1, №2 და №3-ის შესაბამისად.
4. თუ ანგარიშგების წარდგენის ბოლო დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე ან დასვენების დღეს, ანგარიშგების წარდგენის ვადა გადაიწევს უქმე ან დასვენების დღის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს.
მუხლი 7🔗. გარდამავალი დებულებები
1. ახლად ლიცენზირებული ბანკისთვის პირველ საანგარიშო თვეს წარმოადგენს ის თვე, როცა ბანკი მიიღებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას საქართველოს ეროვნული ბანკისაგან.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბანკისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია გადაიხადოს შენატანი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების წინა თვეში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით. ამ მუხლის მიზნებისთვის, საანგარიშო თვეს წარმოადგენს მხოლოდ სრული თვე, როცა ბანკი ეწევა საოპერაციო საქმიანობას და პროპორციული გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება იმ თვეზე, როცა საქართველოს ეროვნული ბანკი ბანკს გაუუქმებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას.
დანართი №1
ფორმა 1: ყოველთვიური ანგარიშგება დაზღვეული დეპოზიტების შესახებ
№
აღწერა
ოდენობა ლარში
დეპოზიტების რაოდენობა
დეპოზიტორების რაოდენობა
ა
ნაწილი
A
B
C
1
დეპოზიტების საერთო
ოდენობა (1.1. + 1.2.)
1.1.
ფიზიკური პირების დეპოზიტების
საერთო ოდენობა
(1.1.1. + 1.1.2.)
1.1.1.
ლარში:
1.1.2.
უცხოურ ვალუტაში, საიდანაც:
აშშ დოლარში
ევროში
სხვა ვალუტაში
1.2.
იურიდიული პირების და
ორგანიზაციული წარმონაქმნების
დეპოზიტების საერთო ოდენობა
(1.2.1. + 1.2.2.)
1.2.1.
ლარში:
1.2.2.
უცხოურ ვალუტაში, საიდანაც:
აშშ დოლარში
ევროში
სხვა ვალუტაში
ბ
ნაწილი
1.3.
დაუზღვეველი დეპოზიტების
საერთო ოდენობა
1.3.1.
ადმინისტრატორების ან მათი სახელით
მოქმედი მესამე პირების დეპოზიტები
1.3.2.
აქციონერების ან მათი სახელით
მოქმედი მესამე პირების დეპოზიტები
1.3.3.
ოჯახის წევრების ან მათი სახელით
მოქმედი მესამე პირების დეპოზიტები
1.3.4.
გარე აუდიტორების დეპოზიტები
1.3.5.
ნომინალური მფლობელობის დეპოზიტები
1.3.6.
დეპოზიტები უზრუნველყოფის ღონისძიებებით
1.3.7.
ფინანსური ინსტიტუტების დეპოზიტები
1.3.8.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით განსაზღვრული
ადმინისტრაციული ორგანოების დეპოზიტები
გ
ნაწილი
1.4.
გასათვალისწინებელი დეპოზიტების
საერთო ოდენობა
(1 - 1.3.) / (1.4.1+1.4.2.+.1.4.3+1.4.4)
1.4.1.
ფიზიკური პირების დაზღვეული
დეპოზიტების საერთო ოდენობა
15,000 ლარამდე
1.4.1.1.
ლარში
1.4.1.2.
უცხოურ ვალუტაში, საიდანაც:
აშშ დოლარში
ევროში
სხვა ვალუტაში
1.4.2.
ფიზიკური პირების დაუზღვეველი
ნაწილის მთლიანი მოცულობა
15,000 ლარს ზემოთ
1.4.2.1.
ლარში
1.4.2.2.
უცხოურ ვალუტაში,საიდანაც:
აშშ დოლარში
ევროში
სხვა ვალუტებში
1.4.3.
იურიდიული პირების და
ორგანიზაციული წარმონაქმნების
დაზღვეული დეპოზიტების
საერთო ოდენობა 15,000 ლარამდე
1.4.3.1.
ლარში
1.4.3.2.
უცხოურ ვალუტაში, საიდანაც:
აშშ დოლარში
ევროში
სხვა ვალუტაში
1.4.4.
იურიდიული პირების და
ორგანიზაციული წარმონაქმნების
დაუზღვეველი ნაწილის
მთლიანი მოცულობა
15,000 ლარს ზემოთ
1.4.4.1.
ლარში
1.4.4.2.
უცხოურ ვალუტაში, საიდანაც:
აშშ დოლარში
ევროში
სხვა ვალუტებში
1.4.5.
სულ დაზღვეული დეპოზიტები
(1.4.5.1.+1.4.5.2.):
1.4.5.1.
სულ დაზღვეული დეპოზიტები ლარში
(1.4.1.1.+1.4.3.1.)
1.4.5.2.
სულ დაზღვეული დეპოზიტები
უცხოურ ვალუტაში
(1.4.1.2.+1.4.3.2.)
1.4.6.
სულ ზღვარს ზემოთ
დაუზღვეველი დეპოზიტები
(1.4.6.1.+1.4.6.2.):
1.4.6.1.
სულ ზღვარს ზემოთ დაუზღვეველი
დეპოზიტები ლარში
(1.4.2.1.+1.4.4.1.)
1.4.6.2.
სულ ზღვარს ზემოთ დაუზღვეველი
დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში
(1.4.2.2.+1.4.4.2.)
დ
ნაწილი
2.1.
შენატანის ოდენობა დაზღვეული დეპოზიტების
ლარში განთავსებული ნაწილისთვის,
ფიზიკური პირები
2.2.
შენატანის ოდენობა დაზღვეული დეპოზიტების
უცხოურ ვალუტაში განთავსებული ნაწილისთვის,
ფიზიკური პირები
2.3.
შენატანის ოდენობა დაზღვეული დეპოზიტების
ლარში განთავსებული ნაწილისთვის,
იურიდიული პირები და
ორგანიზაციული წარმონაქმნები
2.4.
შენატანის ოდენობა დაზღვეული დეპოზიტების
უცხოურ ვალუტაში განთავსებული ნაწილისთვის,
იურიდიული პირები და
ორგანიზაციული წარმონაქმნები
2
შენატანის ჯამური ოდენობა, რომელიც
გადახდილი უნდა იქნას 15 რიცხვამდე
ფორმა 1 - ის შევსების ინსტრუქცია
ფორმა 1 შედგება სამი ნაწილისგან:
• „ა“ ნაწილი - დეპოზიტების საერთო ოდენობა;
• „ბ“ ნაწილი - დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა;
• „გ“ ნაწილი - გასათვალისწინებელი დეპოზიტების საერთო ოდენობა;
• „დ“ ნაწილი - შენატანის ოდენობა.
ყველა თანხა გამოხატულია ლარით - მეასედებამდე დამრგვალებით, საანგარიშო თვის ბოლო დღის მდგომარეობით, მაგალითად, 31 დეკემბერი, 31 იანვარი, 28 თებერვალი და ა.შ.
უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მიხედვით ბანკი შენატანის დაანგარიშების ბაზას გამოითვლის ეროვნული ვალუტით გამოხატული ოდენობების მიხედვით, საანგარიშო თვის ბოლო დღისთვის მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოყენებით. თითოეული ვალუტისთვის გამოიყენება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი დამრგვალების გარეშე.
„ა“ ნაწილი - დეპოზიტების საერთო ოდენობა
ბანკი ვალდებულია „ა“ ნაწილში გააერთიანოს ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახული დეპოზიტების ბალანსი.
1 პუნქტი: დეპოზიტების საერთო ოდენობა
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს საერთო დეპოზიტების (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების დეპოზიტები) ჯამური ბალანსი, რომელიც წარმოადგენს A1.1. და A1.2. ქვეპუნქტებში მოცემული რიცხვების ჯამს;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორის (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები და ორგანიზაციული წარმონაქმნები) ყველა ანგარიშის (იგულისხმება დადებითი ბალანსის მქონე ყველა ანგარიში, იქ სადაც თანხა მეტია ნულზე) საერთო რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს დეპოზიტორების (როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები და ორგანიზაციული წარმონაქმნები) საერთო რაოდენობა. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.
1.1. ქვეპუნქტი: ფიზიკური პირების დეპოზიტების საერთო ოდენობა
• A1.1. სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა ფიზიკური პირის დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც არის ლარში არსებული ფიზიკური პირების დეპოზიტების (A1.1.1.) და უცხოურ ვალუტაში არსებული ფიზიკური პირების დეპოზიტების (A1.1.2.) ქვეპუნქტებში მოცემული რიცხვების ჯამი;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორი ფიზიკური პირის ყველა ანგარიშის საერთო რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ფიზიკური პირი დეპოზიტორების საერთო რაოდენობა. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.
1.1.1. ქვეპუნქტი: ფიზიკური პირების დეპოზიტების საერთო ოდენობა ლარში
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა ფიზიკური პირის ლარში განთავსებული დეპოზიტის ჯამური ბალანსი;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორი ფიზიკური პირის ლარში არსებული ყველა ანგარიშის საერთო რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს იმ დეპოზიტორი ფიზიკური პირების საერთო რაოდენობა, რომლებსაც დეპოზიტები განთავსებული აქვთ ლარში. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.
1.1.2. ქვეპუნქტი: ფიზიკური პირების დეპოზიტების საერთო ოდენობა უცხოურ ვალუტაში
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა ფიზიკური პირის უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც დამატებით ჩაშლილი უნდა იყოს ვალუტების მიხედვით;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორი ფიზიკური პირის უცხოურ ვალუტაში არსებული ყველა ანგარიშის საერთო რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს იმ დეპოზიტორი ფიზიკური პირების საერთო რაოდენობა, რომლებსაც დეპოზიტები განთავსებული აქვთ უცხოურ ვალუტაში. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.
1.2. ქვეპუნქტი: იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების დეპოზიტების საერთო ოდენობა
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა იურიდიული პირის და ორგანიზაციული წარმონაქმნების დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც არის ლარში არსებული იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების დეპოზიტების (A1.2.1.) და უცხოურ ვალუტაში არსებული იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების დეპოზიტების (A1.2.2.) ქვეპუნქტებში მოცემული რიცხვების ჯამი;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორი იურიდიული პირის და ორგანიზაციული წარმონაქმნების ყველა ანგარიშის საერთო რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს დეპოზიტორი იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების საერთო რაოდენობა. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.
1.2.1. ქვეპუნქტი: იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების დეპოზიტების საერთო ოდენობა ლარში
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა იურიდიული პირის და ორგანიზაციული წარმონაქმნების ლარში განთავსებული დეპოზიტის ჯამური ბალანსი;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორი იურიდიული პირის და ორგანიზაციული წარმონაქმნების ლარში არსებული ყველა ანგარიშის საერთო რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს იმ დეპოზიტორი იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების საერთო რაოდენობა, რომლებსაც დეპოზიტები განთავსებული აქვთ ლარში. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.
1.2.2. ქვეპუნქტი: იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების დეპოზიტების საერთო ოდენობა უცხოურ ვალუტაში
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა იურიდიული პირის და ორგანიზაციული წარმონაქმნების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც დამატებით ჩაშლილი უნდა იყოს ვალუტების მიხედვით;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დეპოზიტორი იურიდიული პირის და ორგანიზაციული წარმონაქმნების უცხოურ ვალუტაში არსებული ყველა ანგარიშის საერთო რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს იმ დეპოზიტორი იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების საერთო რაოდენობა, რომლებსაც დეპოზიტები განთავსებული აქვთ უცხოურ ვალუტაში. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.
„ბ“ ნაწილი - დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა
ბანკი ვალდებულია „ბ“ ნაწილში გააერთიანოს ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახული დაუზღვეველი დეპოზიტების ბალანსი.
1.3. პუნქტი: დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა, რომელიც წარმოადგენს A1.3.1.-დან A1.3.8. ქვეპუნქტის ჩათვლით მოცემული რიცხვების ჯამს;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა დაუზღვეველი დეპოზიტორის ყველა ანგარიშის (იგულისხმება დადებითი ბალანსის მქონე ყველა ანგარიში, იქ სადაც თანხა მეტია ნულზე.) საერთო რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს დაუზღვეველი დეპოზიტორების საერთო რაოდენობა. C სვეტში მოცემული რიცხვი ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს B სვეტში მოცემულ რიცხვზე.
1.3.1. ქვეპუნქტი: ადმინისტრატორების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების დეპოზიტები
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ადმინისტრატორების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების მფლობელობაში არსებული ყველა დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც გამოიანგარიშება ლარში;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ადმინისტრატორების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების მფლობელობაში არსებული ანგარიშების რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკში დეპოზიტების მფლობელი ადმინისტრატორების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების რაოდენობა.
1.3.2. ქვეპუნქტი: აქციონერების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების დეპოზიტები
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების მფლობელობაში არსებული ყველა დეპოზიტის ჯამური ბალანსი,
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკის სააქციო კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების მფლობელობაში არსებული ანგარიშების რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკში დეპოზიტების მფლობელი იმ აქციონერების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების რაოდენობა, რომლებიც ფლობენ ბანკის კაპიტალის 5%-ს ან მეტს.
1.3.3. ქვეპუნქტი: ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების დეპოზიტები
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების და ადმინისტრატორების ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების მფლობელობაში არსებული ყველა დეპოზიტის ჯამური ბალანსი;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების და ადმინისტრატორების ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების მფლობელობაში არსებული ანგარიშების საერთო რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკის კაპიტალის 5%-ის ან მეტის მფლობელი აქციონერების და ადმინისტრატორების ოჯახის წევრების ან მათი სახელით მოქმედი მესამე პირების რაოდენობა, რომლებსაც ბანკში აქვთ დეპოზიტი.
1.3.4. ქვეპუნქტი: გარე აუდიტორების დეპოზიტები
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს გარე აუდიტორ(ებ)ის მფლობელობაში არსებული ყველა დეპოზიტის ჯამური ბალანსი. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ტერმინი „გარე აუდიტორი“ გულისხმობს ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს იმ აუდიტორული კომპანიის მმართველობითი ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომელმაც ბანკი შეამოწმა ბოლო სამი წლის მანძილზე;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს გარე აუდიტორების მფლობელობაში არსებული ანგარიშების რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკში დეპოზიტების მფლობელი გარე აუდიტორების რაოდენობა.
1.3.5. ქვეპუნქტი: ნომინალური მფლობელობის დეპოზიტები
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა იმ დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელსაც ფლობს ნომინალური მფლობელი (ან/და მფლობელი, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე);
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ნომინალური მფლობელის ან/და მფლობელის, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე, მფლობელობაში არსებული ანგარიშების რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს იმ დეპოზიტორების რაოდენობა, რომლებიც არიან ნომინალური მფლობელები ან/და რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე.
1.3.6. ქვეპუნქტი: დეპოზიტები უზრუნველყოფის ღონისძიებებით
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა იმ დეპოზიტის ნაშთი, რომელიც სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე გამოყენებულია წინასწარი ან დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიებად ან რომლებით სარგებლობის უფლებაც შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. დაზუსტების სახით, იმისათვის რათა დეპოზიტი ჩაითვალოს დაზღვეულ დეპოზიტად და არ ჩაითვალოს დაუზღვეველ დეპოზიტად, სახეზე უნდა გვქონდეს ორი კუმულატიური პირობა: (ა) თანხა უნდა ირიცხებოდეს დეპოზიტორის სახელზე გახსნილ ანგარიშზე; და (ბ) დეპოზიტორს არ უნდა ჰქონდეს ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვის შეზღუდვა ან უნდა შეეძლოს მინიმუმ შეტანილი თანხის ნომინალური ოდენობის მიღება ბანკისაგან ან შესაბამისი ინსტრუმენტის სხვაგვარად განკარგვის გზით;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს 1.3.6. პუნქტის A სვეტში აღნიშნული ანგარიშების სრული რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს 1.3.6. პუნქტის A სვეტში აღნიშნული დეპოზიტების მფლობელი დეპოზიტორების რაოდენობა.
1.3.7. ქვეპუნქტი: ფინანსური ინსტიტუტების დეპოზიტები
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ფინანსური ინსტიტუტების ყველა დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც გამოიანგარიშება ლარში;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკში ფინანსური ინსტიტუტების არსებული ანგარიშების რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკში ფინანსური ინსტიტუტების რაოდენობა.
1.3.8. ქვეპუნქტი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოების დეპოზიტები
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოების ყველა დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც გამოიანგარიშება ლარში;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოების არსებული ანგარიშების რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ბანკში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოების რაოდენობა.
„გ“ ნაწილი - გასათვალისწინებელი დეპოზიტების საერთო ოდენობა.
გასათვალისწინებელი დეპოზიტების საერთო ოდენობა წარმოადგენს იმ დეპოზიტების მთლიან ჯამს, რომელიც ექვემდებარება დაზღვევას და არ განეკუთვნება კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ დაუზღვეველ დეპოზიტებს. ფიზიკური და იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების გასათვალისწნებელი დეპოზიტების მონაცემები წარმოდგენილია ცალ-ცალკე.
1.4. პუნქტი: გასათვალისწინებელი დეპოზიტების საერთო ოდენობა
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა გასათვალისწინებელი დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რაც წარმოადგენს დეპოზიტების საერთო ოდენობისა (A1) და დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობის (A1.3.) ქვეპუნქტებში მოცემული რიცხვების სხვაობას. ამავდროულად, A1.4. ველში მოცემული ჯამური ბალანსი უნდა შეადგენდეს A1.4.1; A1.4.2.; A1.4.3. და A1.4.4. ველების ჯამს;
• B სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა გასათვალისწინებელი ანგარიშის საერთო რაოდენობა;
• C სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ყველა გასათვალისწინებელი დეპოზიტორის ჯამური რაოდენობა ანუ იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთა დეპოზიტები არ განეკუთვნება დაუზღვეველ დეპოზიტებს.
1.4.1. პუნქტი: ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობა 15,000 ლარამდე
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს ფიზიკური პირების 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარამდე ყველა დაზღვეული დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც არის ლარში არსებული დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობისა (A1.4.1.1. ქვეპუნქტი) და უცხოურ ვალუტაში არსებული დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობის (A1.4.1.2. ქვეპუნქტი) ჯამი. ბანკი ვალდებულია თითოეული ფიზიკური პირის დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა გამოითვალოს ცალ-ცალკე შემდეგი წესით:
- დააჯამოს ყველა ბალანსი (ლარში არსებული დეპოზიტები და უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტები კონვერტირებული ლარში);
- გამოთვალოს ლარში დაანგარიშებულ ჯამურ ბალანსში შემავალი თითოეული ვალუტის კოეფიციენტი, აღნიშნულ ვალუტებში არსებული თანხის სრული ოდენობის (უცხოური ვალუტის შემთხვევაში ლარში კონვერტირებული) გაყოფით ჯამურ ბალანსზე;
- 15,000 ლარამდე არსებული თითოეული ვალუტისთვის მიღებული კოეფიციენტის 15,000 ლარზე გამრავლებით გამოიანგარიშოს მისი წილი დაზღვეულ თანხაში;
- არსებობის შემთხვევაში, გამოითვალოს ფიზიკური პირების ნარჩენი დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა, ლარში გამოთვლილი ანგარიშების საერთო ოდენობისთვის თითოეულ ვალუტაში არსებული დაზღვეული დეპოზიტების ოდენობის გამოკლებით.
• B სვეტში ბანკი მიუთითებს დაზღვეული ანგარიშების საერთო რაოდენობას (ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, დეპოზიტორ „ა“-ს 3 ანგარიში);
• C სვეტში ბანკი მიუთითებს იმ დეპოზიტორების საერთო რაოდენობას, რომელთა ანგარიშებიც დაზღვეულია (ჩვენი მაგალითის შემთხვევაში – დეპოზიტორი „ა“– 1 დეპოზიტორი).
თანასაკუთრებაში არსებული დეპოზიტებისათვის, რომლებსაც ფლობს ორი ან რამდენიმე ფიზიკური პირი, თითოეული დეპოზიტორის დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობის დაანგარიშების მიზნით, ბანკმა უნდა გაითვალისწინოს თანასაკუთრებაში არსებული დეპოზიტის შესაბამისი ნაწილი (მაგ: თანასაკუთრებაში არსებული დეპოზიტის ჯამური ბალანსის 50% თითოეული დეპოზიტორისთვის).
1.4.2 პუნქტი: ფიზიკური პირების დაუზღვეველი ნაწილის მთლიანი მოცულობა 15,000 ლარს ზემოთ
აღნიშნულ პუნქტში მითითბულია ფიზიკური პირების დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა. ბანკები უთითებენ მხოლოდ იმ დეპოზიტორების მონაცემებს, რომელთა ლარში დაანგარიშებული გასათვალისწინებელი დეპოზიტების ჯამი აღემატება 15,000 ლარს:
• A სვეტში ბანკი უთითებს ყველა ლარში დაანგარიშებული გასათვალისწინებელი დეპოზიტის დაუზღვეველ ოდენობას, რომელიც წარმოადგენს ჯამური ოდენობისა და დაზღვეული დეპოზიტების ჯამური ოდენობის სხვაობას, თითოეული ვალუტისათვის ცალ-ცალკე, ქვემოთ მოცემული მაგალითის შესაბამისად;
• B სვეტში ბანკი უთითებს დაუზღვეველი ანგარიშების რაოდენობას;
• C სვეტში ბანკი უთითებს იმ დეპოზიტორების რაოდენობას, რომელთა დეპოზიტები კვალიფიცირდება გასათვალისწინებელ დეპოზიტად დაუზღვეველი ნაშთით (ლარში გამოსახული დეპოზიტები 15,000-ს ზემოთ).
მაგალითი 1:
დეპოზიტორ „ა“-ს საანგარიშო თვის ბოლოსთვის აქვს 3 დაზღვეული დეპოზიტი
ვალუტა
ოდენობა
გაცვლითი
კურსი
ლარში
ვალუტის
კოეფიციენტი
დაზღვეული
დეპოზიტები
დაუზღვეველი
დეპოზიტები
ლარი
3,000.00
1
3,000.00
0.1875
2,812.50
187.50
აშშ დოლარი
3,000.00
3.2000
9,600.00
0.6000
9,000.00
600.00
ევრო
1,000.00
3.4000
3,400.00
0.2125
3,187.50
212.50
16,000.00
1.0000
15,000.00
1,000.00
• ბანკი ჩასვამს – A1.4.1. პუნქტში 15,000.00 ლარს, საიდანაც A1.4.1.1. ქვეპუნქტში იქნება 2,812.50 ლარი, ხოლო A1.4.1.2. ქვეპუნქტში – 9,000.00 ლარისა (რომელიც შეესაბამება დაზღვეული დეპოზიტის აშშ დოლარში განთავსებულ ნაწილს) და 3,187.50 ლარის (რომელიც შეესაბამება დაზღვეული დეპოზიტის ევროში განთავსებულ ნაწილს) ჯამს, თითოეული ვალუტის სექციისთვის შესაბამისი ვალუტის მითითებით.
• შესაბამისად, თითოეული დეპოზიტორის ლარში დაანგარიშებული ჯამური დეპოზიტების დაუზღვეველი ნაწილი 1,000 ლარი მითითებული იქნება A1.4.2 პუნქტში, იმავე წესის გათვალისწინებით. მოცემული მაგალითის მიხედვით, A1.4.2.1. ქვეპუნქტში ჩაიწერება 187.50 ლარი (ლარის დეპოზიტის დაუზღვეველი ნაწილი), A1.4.2.2 ქვეპუნქტში შესაბამისი ვალუტის სექციისთვის ჩაიწერება 600 ლარი (აშშ დოლარის დეპოზიტის დაუზღვეველი ნაწილი) და 212.50 ლარი (ევროს დეპოზიტის დაუზღვეველი ნაწილი) თითოეული ვალუტის სექციისთვის შესაბამისი ვალუტის მითითებით.
1.4.3. პუნქტი: იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობა 15,000 ლარამდე
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარამდე ყველა დაზღვეული დეპოზიტის ჯამური ბალანსი, რომელიც არის ლარში არსებული დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობისა (A1.4.3.1.ქვეპუნქტი) და უცხოურ ვალუტაში არსებული დაზღვეული დეპოზიტების (A1.4.3.2. ქვეპუნქტი) ოდენობის ჯამი. ბანკი ვალდებულია თითოეული იურიდიული პირის და ორგანიზაციული წარმონაქმნების დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა გამოითვალოს ცალ-ცალკე შემდეგი წესით:
- დააჯამოს ყველა ბალანსი (ლარში არსებული დეპოზიტები და უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტები კონვერტირებული ლარში);
- გამოთვალოს ლარში დაანგარიშებულ ჯამურ ბალანსში შემავალი თითოეული ვალუტის კოეფიციენტი, აღნიშნულ ვალუტებში არსებული თანხის სრული ოდენობის (უცხოური ვალუტის შემთხვევაში ლარში კონვერტირებული) გაყოფით ჯამურ ბალანსზე.
- 15,000 ლარამდე არსებული თითოეული ვალუტისთვის მიღებული კოეფიციენტის 15,000 ლარზე გამრავლებით გამოიანგარიშოს მისი წილი დაზღვეულ თანხაში.
- არსებობის შემთხვევაში, გამოითვალოს ფიზიკური პირების ნარჩენი დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა, ლარში გამოთვლილი ანგარიშების საერთო ოდენობისთვის თითოეულ ვალუტაში არსებული დაზღვეული დეპოზიტების ოდენობის გამოკლებით.
• B სვეტში ბანკი მიუთითებს დაზღვეული ანგარიშების საერთო რაოდენობას (ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, დეპოზიტორ „ბ“-ს 3 ანგარიში);
• C სვეტში ბანკი მიუთითებს იმ დეპოზიტორების საერთო რაოდენობას, რომელთა ანგარიშებიც დაზღვეულია (ჩვენი მაგალითის შემთხვევაში – დეპოზიტარ „ბ“– 1 დეპოზიტარი).
თანასაკუთრებაში არსებული დეპოზიტებისათვის, რომლებსაც ფლობს ორი ან რამდენიმე იურიდიული პირი და ორგანიზაციული წარმონაქმნები, თითოეული დეპოზიტორის დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობის დაანგარიშების მიზნით, ბანკმა უნდა გაითვალისწინოს თანასაკუთრებაში არსებული დეპოზიტის შესაბამისი ნაწილი (მაგ., თანასაკუთრებაში არსებული დეპოზიტის ჯამური ბალანსის 50% თითოეული დეპოზიტორისთვის).
1.4.4 ქვეპუნქტი: იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების დაუზღვეველი ნაწილის მთლიანი მოცულობა 15,000 ლარს ზემოთ
აღნიშნულ ქვეპუნქტში მითითებულია იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა. ბანკები უთითებენ მხოლოდ იმ დეპოზიტორების მონაცემებს, რომელთა ლარში დაანგარიშებული გასათვალისწინებელი დეპოზიტების ჯამი აღემატება 15,000 ლარს:
• A სვეტში ბანკი უთითებს ყველა ლარში დაანგარიშებული გასათვალისწინებელი დეპოზიტის დაუზღვეველ ოდენობას, რომელიც წარმოადგენს ჯამური ოდენობისა და დაზღვეული დეპოზიტების ჯამური ოდენობის სხვაობას, თითოეული ვალუტისათვის ცალ-ცალკე, ქვემოთ მოცემული მაგალითის შესაბამისად;
• B სვეტში ბანკი უთითებს დაუზღვეველი ანგარიშების რაოდენობას;
• C სვეტში ბანკი უთითებს იმ დეპოზიტორების რაოდენობას, რომელთა დეპოზიტები კვალიფიცირდება გასათვალისწინებელ დეპოზიტად დაუზღვეველი ნაშთით (ლარში გამოსახული დეპოზიტები 15,000-ს ზემოთ).
მაგალითი 2:
დეპოზიტორ „ბ“-ს საანგარიშო თვის ბოლოსთვის აქვს 3 დაზღვეული დეპოზიტი
ვალუტა
ოდენობა
კურსი
ლარში
ვალუტის კოეფიციენტი
დაზღვეული დეპოზიტი
დაუზღვეველი
ლარი
2 000,00
1
2 000,00
0,1087
1 630,43
369,57
აშშ დოლარი
3 000,00
3,2
9 600,00
0,5217
7 826,09
1 773,91
ევრო
2 000,00
3,4
6 800,00
0,3696
5 543,48
1 256,52
18 400,00
1,0000
15 000,00
3 400,00
• ბანკი ჩასვამს – A1.4.3. პუნქტში 15,000.00 ლარს, საიდანაც A1.4.3.1. ქვეპუნქტში იქნება 1,630.43 ლარი, ხოლო A1.4.3.2. ქვეპუნქტში – 7,826.09 ლარისა (რომელიც შეესაბამება დაზღვეული დეპოზიტის აშშ დოლარში განთავსებულ ნაწილს) და 5,543.48 ლარის (რომელიც შეესაბამება დაზღვეული დეპოზიტის ევროში განთავსებულ ნაწილს) ჯამს, თითოეული ვალუტის სექციისთვის შესაბამისი ვალუტის მითითებით.
• შესაბამისად, თითოეული დეპოზიტორის ლარში დაანგარიშებული ჯამური დეპოზიტების დაუზღვეველი ნაწილი 3,400.00 ლარი მითითებული იქნება A1.4.4 პუნქტში, იმავე წესის გათვალისწინებით. მოცემული მაგალითის მიხედვით, A1.4.4.1. ქვეპუნქტში ჩაიწერება 369.57 ლარი (ლარის დეპოზიტის დაუზღვეველი ნაწილი), A1.4.4.2 ქვეპუნქტში შესაბამისი ვალუტის სექციისთვის ჩაიწერება 1,773.91 ლარი (აშშ დოლარის დეპოზიტის დაუზღვეველი ნაწილი) და 1,256.52 ლარი (ევროს დეპოზიტის დაუზღვეველი ნატილი) თითოეული ვალუტის სექციისთვის შესაბამისი ვალუტის მითითებით.
1.4.5. პუნქტი: სულ დაზღვეული დეპოზიტები
აღნიშნულ პუნქტში მითითებულია სულ დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობა ცალ-ცალკე ლარში და უცხოურ ვალუტაში.
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს სულ დაზღვეული დეპოზიტების ჯამური ბალანსი, რაც წარმოადგენს სულ ლარში დაზღვეული დეპოზიტებისა (A1.4.5.1.) და სულ უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტების (A1.4.5.2.) ჯამს;
• B სვეტში ბანკი უთითებს სულ დაზღვეული ანგარიშების რაოდენობას;
• C სვეტში ბანკი უთითებს იმ დეპოზიტორთა რაოდენობა, რომელთა დეპოზიტები დაზღვეულია.
1.4.5.1. ქვეპუნქტი: სულ დაზღვეული დეპოზიტები ლარში
აღნიშნულ ქვეპუნქტში მითითებულია სულ ლარში დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობა.
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს სულ ფიზიკური პირების ლარში დაზღვეული დეპოზიტების (A1.4.1.1.) და სულ იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების ლარში დაზღვეული დეპოზიტების (A1.4.3.1.) ჯამური ბალანსი;
• B სვეტში ბანკი უთითებს სულ ლარში დაზღვეული ანგარიშების რაოდენობას;
• C სვეტში ბანკი უთითებს იმ დეპოზიტორთა რაოდენობა, რომელთა დეპოზიტები დაზღვეულია ლარში.
1.4.5.2. ქვეპუნქტი: სულ დაზღვეული დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში
აღნიშნულ ქვეპუნქტში მითითებულია სულ უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტების საერთო ოდენობა.
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს სულ ფიზიკური პირების უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტების (A1.4.1.2.) და სულ იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტების (A1.4.3.2.) ჯამური ბალანსი;
• B სვეტში ბანკი უთითებს სულ უცხოურ ვალუტაში დაზღვეული ანგარიშების რაოდენობას;
• C სვეტში ბანკი უთითებს იმ დეპოზიტორთა რაოდენობა, რომელთა დეპოზიტები დაზღვეულია უცხოურ ვალუტაში.
1.4.6. პუნქტი: სულ ზღვარს ზემოთ დაუზღვეველი დეპოზიტები
აღნიშნულ ქვეპუნქტში მითითბულია სულ ზღვარს ზემოთ დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა ცალ-ცალკე ლარში და უცხოურ ვალუტაში.
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს სულ დაუზღვეველი დეპოზიტების ჯამური ბალანსი, რაც წარმოადგენს სულ ლარში ზღვარს ზემოთ დაუზღვეველი დეპოზიტებისა (A1.4.6.1.) და სულ უცხოურ ვალუტაში ზღვარს ზემოთ დაუზღვეველი დეპოზიტების (A1.4.6.2.) ჯამს;
• B სვეტში ბანკი უთითებს სულ დაუზღვეველი ანგარიშების რაოდენობას;
• C სვეტში ბანკი უთითებს იმ დეპოზიტორების რაოდენობას, რომელთა დეპოზიტები კვალიფიცირდება გასათვალისწინებელ დეპოზიტად დაუზღვეველი ნაშთით (ლარში გამოსახული დეპოზიტები 15,000-ს ზემოთ).
1.4.6.1. ქვეპუნქტი: სულ ზღვარს ზემოთ დაუზღვეველი დეპოზიტები ლარში
აღნიშნულ ქვეპუნქტში მითითებულია სულ ლარში ზღვარს ზემოთ დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა.
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს სულ ფიზიკური პირების ლარში დაუზღვეველი დეპოზიტების (A1.4.2.1.) და სულ იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების ლარში დაუზღვეველი დეპოზიტებისა (A1.4.4.1.) ჯამური ბალანსი;
• B სვეტში ბანკი უთითებს სულ ლარში დაზღვეული ანგარიშების რაოდენობას;
• C სვეტში ბანკი უთითებს იმ დეპოზიტორების რაოდენობას, რომელთა დეპოზიტები კვალიფიცირდება გასათვალისწინებელ დეპოზიტად დაუზღვეველი ნაშთით (ლარში გამოსახული დეპოზიტები 15,000-ს ზემოთ).
1.4.6.2. ქვეპუნქტი: სულ ზღვარს ზემოთ დაუზღვეველი დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში
აღნიშნულ ქვეპუნქტში მითითებულია სულ უცხოურ ვალუტაში ზღვარს ზემოთ დაუზღვეველი დეპოზიტების საერთო ოდენობა.
• A სვეტში ბანკმა უნდა მიუთითოს სულ ფიზიკური პირების უცხოურ ვალუტაში დაუზღვეველი დეპოზიტების (A1.4.2.2.) და სულ იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების უცხოურ ვალუტაში დაუზღვეველი დეპოზიტებისა (A1.4.4.2.) ჯამური ბალანსი.
• B სვეტში ბანკი უთითებს სულ უცხოურ დაზღვეული ანგარიშების რაოდენობას;
• C სვეტში ბანკი უთითებს იმ დეპოზიტორების რაოდენობას, რომელთა დეპოზიტები კვალიფიცირდება გასათვალისწინებელ დეპოზიტად დაუზღვეველი ნაშთით (ლარში გამოსახული დეპოზიტები 15,000-ს ზემოთ).
„დ“ ნაწილი – შენატანის ოდენობა
2.1. პუნქტში ბანკმა უნდა დაიანგარიშოს შენატანი ფიზიკური პირების ლარში დაზღვეული დეპოზიტების განთავსებული ნაწილისთვის, A1.4.1.1. პუნქტში დაფიქსირებული ლარში გამოსახული დეპოზიტებისათვის სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პროცენტის მიყენებით;
2.2. პუნქტში ბანკმა უნდა დაიანგარიშოს შენატანი ფიზიკური პირების უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტების განთავსებული ნაწილისთვის, A1.4.1.2. პუნქტში დაფიქსირებული უცხოურ ვალუტაში გამოსახული დეპოზიტებისათვის სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პროცენტის მიყენებით;
2.3. პუნქტში ბანკმა უნდა დაიანგარიშოს შენატანი იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების ლარში დაზღვეული დეპოზიტების განთავსებული ნაწილისთვის, A1.4.3.1. პუნქტში დაფიქსირებული ლარში გამოსახული დეპოზიტებისათვის სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პროცენტის მიყენებით;
2.4. პუნქტში ბანკმა უნდა დაიანგარიშოს შენატანი იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტების განთავსებული ნაწილისთვის, A1.4.3.2. პუნქტში დაფიქსირებული უცხოურ ვალუტაში გამოსახული დეპოზიტებისათვის სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პროცენტის მიყენებით;
2. პუნქტში ბანკმა უნდა დაიანგარიშოს გადასახდელი შენატანის ჯამური ოდენობა, რომელიც წარმოადგენს A2.1., A2.2, A2.3. და A2.4 პუნქტებში მოცემული ციფრების ჯამს.
„დ“ ნაწილის „B“, „C“ და „D“ სვეტი რჩება შეუვსებელი.
მაგალითი 3: რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლა
ამ ინსტრუქციაში მოცემული №1 და №2 მაგალითის გამოყენებით, იმ შემთხვევაში, თუ ლარში დაზღვეული დეპოზიტისათვის დადგენილია 0.03%, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 0.1%, აღნიშნული განაკვეთებს ბანკი გამოიყენებს, შესაბამისად, ლარში და უცხოურ ვალუტაში ფიზიკური და იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების დაზღვეული დეპოზიტებისათვის შენატანის გამოსათვლელად :
დაზღვეული დეპოზიტი (ა), ლარი
განაკვეთი (ბ),%
რეგულარული სადაზღევო შენატანი (ა *ბ), ლარი
ფიზიკური პირების
დეპოზიტები ლარში
2 812,50
0,03
0,84
ფიზიკური პირების დეპოზიტები
უცხოურ ვალუტაში
12 187,50
0,1
12,19
იურიდიული პირების და ორგანიზაციული
წარმონაქმნების დეპოზიტები ლარში
1 630,43
0,03
0,49
იურიდიული პირების და ორგანიზაციული
წარმონაქმნების დეპოზიტები
უცხოურ ვალუტაში
13 369,57
0,1
13,37
შესაბამისად, A2.1.–A2 პუნქტები შეივსება შემდეგნაირად, სადაც რეგულარული სადაზღევო შენატანის ჯამური ოდენობა შეადგენს A2.1., A2.2., A2.3. და A2.4. ველების ჯამს.
დ
ნაწილი
2.1.
შენატანის ოდენობა დაზღვეული დეპოზიტების
ლარში განთავსებული ნაწილისთვის,
ფიზიკური პირები
0,84
x
x
2.2.
შენატანის ოდენობა დაზღვეული დეპოზიტების
უცხოურ ვალუტაში განთავსებული ნაწილისთვის,
ფიზიკური პირები
12,19
x
x
2.3.
შენატანის ოდენობა დაზღვეული დეპოზიტების
ლარში განთავსებული ნაწილისთვის,
იურიდიული პირები და
ორგანიზაციული წარმონაქმნები
0,49
x
x
2.4.
შენატანის ოდენობა დაზღვეული დეპოზიტების
უცხოურ ვალუტაში განთავსებული ნაწილისთვის,
იურიდიული პირები და
ორგანიზაციული წარმონაქმნები
13,37
x
x
2
შენატანის ჯამური ოდენობა, რომელიც
გადახდილი უნდა იქნას 15 რიცხვამდე
26,89
x
x
დანართი №2
ფორმა 2 – ყოველთვიური ანგარიშგება ფიზიკური პირების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით
№
დეპოზიტების კატეგორიზაცია, ლარში
ლარში არსებული დეპოზიტები
უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტები, გამოსახული ლარში
დეპოზიტების საერთო ოდენობა, ლარში
თითოეულ კატეგორიაში არსებული დეპოზიტორების რაოდენობა
1
5,000-მდე
2
5,000.01-დან 15,000-მდე
3
15,000.01-დან 20,000-მდე
4
20,000.01-დან 30,000-მდე
5
30,000.01-დან 40,000-მდე
6
40,000.01-დან 50,000-მდე
7
50,000.01-დან 60,000-მდე
8
60,000.01-დან 70,000-მდე
9
70,000.01-დან 80,000-მდე
10
80,000.01-დან 90,000-მდე
11
90,000.01-დან 100,000-მდე
12
100,000.01-დან 200,000-მდე
13
200,000.01-დან 300,000-მდე
14
300,000.01-დან 400,000-მდე
15
400,000.01-დან
16
სულ
ყველა ოდენობა მოცემულია ლარში, მეასედებამდე დამრგვალებით, საანგარიშო თვის ბოლო დღის მდგომარეობით, როგორიცაა, მაგალითად, 31 დეკემბერი, 31 იანვარი, 28 თებერვალი და ა.შ.
უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის ბანკები იყენებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ იმ ოფიციალურ გაცვლით კურსს, რომელიც ძალაშია საანგარიშო თვის ბოლო დღისთვის (მაგ: 31 დეკემბერი, 31 იანვარი და ა.შ.).
ბანკებმა უნდა დააჯამონ თითოეული ფიზიკური პირი დეპოზიტორის ყველა დეპოზიტი.
შემდგომ ნაბიჯად ბანკებმა უნდა მოახდინონ დეპოზიტების ჯამური თანხის კლასიფიცირება ზემოთ ჩამოთვლილი 15 კატეგორიიდან რომელიმეში, ლარში გამოსახული ჯამური ოდენობის გათვალისწინებით.
თუ დეპოზიტორს აქვს დეპოზიტები ლარში და უცხოურ ვალუტაში (რომელიც, წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისთვის, კონვერტირებულია ლარში), ამგვარი დეპოზიტები წარმოდგენილი უნდა იყოს განცალკევებულად, დეპოზიტების ჯამური ოდენობის შესაბამის კატეგორიაში ასახვით.
პირველ მწკრივში (დეპოზიტები, რომელთა ჯამური ოდენობა 5,000 ლარამდეა), ბანკებმა უნდა მიუთითონ ყველა ფიზიკური პირის 5,000 ლარამდე ყველა დეპოზიტის (ლარში და უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტების) ჯამური ოდენობა და ყველა დეპოზიტორის რაოდენობა, რომელთა დეპოზიტების ჯამური ოდენობა 5,000 ლარს არ აღემატება.
შესაბამისად, ბანკებმა უნდა მოახდინონ ყველა სხვა დეპოზიტის კლასიფიცირება, შესაბამისი კატეგორიების გათვალისწინებით, ქვემოთ მოცემული მაგალითის საფუძველზე.
მაგალითი:
დეპოზიტორ „ა“-ს აქვს სამი დეპოზიტი, როგორც ეს მოცემულია ცხრილში. დეპოზიტების ჯამური თანხა შეადგენს 6,140.00 ლარს. დეპოზიტორ „ა“-ს დეპოზიტები კლასიფიცირდება 5,000.01-დან 15,000-მდე კატეგორიაში, მაშინ როცა მისი ლარში არსებული დეპოზიტები შეადგენს 1,000 ლარს, ხოლო უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტები, გამოსახული ლარში – 5,140.00 ლარს, დეპოზიტორის რაოდენობა -1.
ვალუტა
ოდენობა
გაცვლითი კურსი
ოდენობა ლარში:
ლარი
1,000.00
1
1,000.00
აშშ დოლარი
1,500.00
3,2000
4,800.00
ევრო
100.00
3,4000
340.00
6,140.00
დანართი №3
ფორმა 3 - ყოველთვიური ანგარიშგება იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების დეპოზიტების შესახებ, ჩაშლილი სახით
№
დეპოზიტების კატეგორიზაცია, ლარში
ლარში არსებული დეპოზიტები
უცხოურ ვალუტაში არსებული დეპოზიტები, გამოსახული ლარში
დეპოზიტების საერთო ოდენობა, ლარში
თითოეულ კატეგორიაში არსებული დეპოზიტორების რაოდენობა
1
5,000-მდე
2
5,000.01-დან 15,000-მდე
3
15,000.01-დან 20,000-მდე
4
20,000.01-დან 30,000-მდე
5
30,000.01-დან 40,000-მდე
6
40,000.01-დან 50,000-მდე
7
50,000.01-დან 60,000-მდე
8
60,000.01-დან 70,000-მდე
9
70,000.01-დან 80,000-მდე
10
80,000.01-დან 90,000-მდე
11
90,000.01-დან 100,000-მდე
12
100,000.01-დან 200,000-მდე
13
200,000.01-დან 300,000-მდე
14
300,000.01-დან 400,000-მდე
15
400,000.01-დან
16
სულ
ბანკებმა ფორმა 3 უნდა მოამზადონ იმავე წესების დაცვით, რაც მითითებულია ფორმა 2-ის შევსების ინსტრუქციაში, შესაბამის კატეგორიებში იურიდიული პირების და ორგანიზაციული წარმონაქმნების ჯამური დეპოზიტების ჩაშლით.“.