„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1904
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025932
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/10/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1904

2021 წლის  28  ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის – „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. სამინისტრო სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო) მეშვეობით, ახორციელებს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ევროკავშირისა და უცხო სახელმწიფოების ელექტრონულ კოვიდსისტემებთან ვალიდაციისათვის საჭირო ღონისძიებების, მათ შორის, ელექტრონული სერტიფიკატების გაცემისთვის, ვერიფიკაციისა და აღიარებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას, კომპეტენციის ფარგლებში.

12. სამინისტრო ნორმატიული აქტით განსაზღვრავს იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში რეგისტრირებული ინფორმაციის საფუძველზე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესს, ფორმასა და რეკვიზიტებს.“;

ბ) 89 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 810 პუნქტი:

„810. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო)  განახორციელოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაცემად აუცილებელი ქვეყნის ხელმომწერი სერტიფიკატის გამცემი ორგანოს (Country Signing Certification Authority – CSCA) სერტიფიკატისა და  ოფიციალური დოკუმენტის გამცემი იურიდიული პირისათვის დოკუმენტის ხელმომწერი სერტიფიკატის (Document Signer Certificate – DSC) გაცემა.“;

გ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირსა და უცხო სახელმწიფოებთან თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების გაძლიერებას ქვეყნის საერთაშორისო ელექტრონულ კოვიდსისტემებთან მიერთების მიზნით,  სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოსა და სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით.“.

პრემიერ-მინისტრი                                                     ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.10.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.10.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1904. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.025932.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1904, 28.10.2021, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025932 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5275367/