1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.

2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. კომისია შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, ბუღალტერი (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.

4. კომისიას ხელმძღვანელობს თავჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავჯდომარის მოადგილე.

5. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეული იქნენ დარგის სპეციალისტები.

6. კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგების აქტით.

7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.

8. კომისია უფებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავჯდომარის ხმ