1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზირებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს კომისიის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.

2. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ჩამოწერის აუცილებლობას, ადგენს საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნას, ავსებს ამ დადგენილებით დამტკიცებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულებების დადგენის აქტს (№ და №5 დანართები) ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№ 6 დანართი) გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, თითეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორიული ან საექსპერტო ) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ.

3. ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას შესაბამისი ლიცენზიის მქონე აუდიტორის მიერ.

4. კომისია ჩამოწერის შესახებ დასკვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.

6. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.

7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.

8. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დადგენილებით დამტკიცებული № 6 დანართის საფუძველზე (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესისა) ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ მუხლის მე - 2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.

9. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მერიის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისია