„ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის გამოყენების შეზღუდვის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №525 |
|
2021 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი |
|
„ტექნიკური რეგლამენტი − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის გამოყენების შეზღუდვის შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებში (საგნებში) ეპოქსიდური ფისების ზოგიერთი წარმოებულის მიგრაციის კონკრეტულ ზღვრებსა და მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.
1. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვასა და სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) თავისუფალ მიმოქცევას.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათთან უშუალოდ ან არაპირდაპირი შეხებისათვის განკუთვნილ მასალებსა და ნაკეთობებზე(საგნებზე), მათ შორის, აქტიურ და „გონიერ“ მასალებსა და ნაკეთობებზე (საგნებზე), რომლებიც დამზადებულია ან შეიცავენ ჩამოთვლილიდან ერთ ან რამდენიმე ნივთიერებას:
ა) 2,2 - ბის (4-ჰიდროქსიფენილ) პროპან ბის (2,3 - ეპოქსიპროპილ) ეთერი, შემდგომში, დასახელებით − „BADGE“ (CAS No 001675-54-3) და მისი ზოგიერთი წარმოებული;
ბ) ბის (ჰიდროქსიფენილ) მეთანი ბის (2,3-ეპოქსიპროპილ) ეთერები, შემდგომში, დასახელებით − „BFDGE“ (CAS No 039817-09-9);
გ) ნოვოლაკის ფისების სხვა გლიციდილ ეთერები, შემდგომში, დასახელებით − „NOGE“.
3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება კონტეინერებზე ან რეზერვუარებზე/ავზებზე, რომლებიც გამოიყენება სურსათის შესანახად და რომელთა მოცულობა აღემატება 10000 ლიტრს, ასევე მათთან დაკავშირებულ ან შეერთებულ მილსადენებზე, რომელთა ზედაპირი დაფარულია სპეციალური ეგრეთ წოდებული − „მედეგი საფარით“.
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინი − „მასალები და ნაკეთობები (საგნები)“ აღნიშნავს ერთ-ერთს:
ა) პლასტიკის ნებისმიერი სახეობიდან დამზადებულ მასალებსა და ნაკეთობებს (საგნებს);
ბ) მასალებსა და ნაკეთობებს (საგნებს), რომლებიც დაფარულია ზედაპირული საფარით;
გ) ადგეზივებს.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა, ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ტერმინები.
1. მასალებიდან და ნაკეთობებიდან (საგნებიდან) არ უნდა ხდებოდეს ამ მუხლით განსაზღვრული ნივთიერებების მიგრაცია და სპეციფიკური მიგრაციის ზღვარი BADGE-სა და მისი ზოგიერთი წარმოებული პროდუქტისთვის არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ ზღვრებს.
2. ამ პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებების მიგრაციის ჯამი სურსათსა და სურსათის იმიტატორში არ უნდა აღემატებოდეს 9 მგ/კგ-ს. ეს ნივთიერებებია:
ა) BADGE [= 2,2-ბის (4-ჰიდროქსიფენილ) პროპან ბის (2,3-ეპოქსიპროპილ) ეთერი] (CAS No = 001675-54-3);
ბ) BADGE.H2O (CAS No = 076002-91-0);
გ) BADGE.2H2O (CAS No = 005581-32-8).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებების მიგრაციის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 9 მგ/6 დმ2-ს, იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ნაკეთობები (საგნები) წარმოადგენენ კონტეინერებს ან კონტეინერის მსგავს ნაკეთობას ან რომლებიც შესაძლებელია, შევსებულ იქნეს არანაკლებ 500 მლ ან არაუმეტეს 10 ლ-ზე მეტი მოცულობით;
ბ) ნაკეთობა (საგანი) წარმოადგენს ფურცელს, ფირფიტას ან სხვა მასალას, რომელთა შევსება ვერ მოხდება და, შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია ამ მასალების ზედაპირის ფართობსა და შეხებაში მყოფ სურსათის რაოდენობას შორის კავშირის შეფასება.
4. ამ პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებების მიგრაციის ჯამი სურსათსა და სურსათის იმიტატორში არ უნდა აღემატებოდეს 1 მგ/კგ-ს. ეს ნივთიერებებია:
ა) BADGE.HCl (CAS No = 013836-48-1);
ბ) BADGE.2HCl (CAS No = 004809-35-2);
გ) BADGE.H2O.HCl (CAS No = 227947-06-0).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებების მიგრაციის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 1 მგ/6 დმ2-ს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
6. მიგრაციის ტესტირება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) წარმოებაში აკრძალულია BFDGE-ის არსებობა/შემცველობა და/ან გამოყენება.
მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) წარმოებაში აკრძალულია NOGE-ის არსებობა/შემცველობა და/ან გამოყენება.
მასალებსა და ნაკეთობებს (საგნებს), რომლებიც შეიცავენ „BADGE-სა“ და მის წარმოებულებს, დისტრიბუციის ეტაპზე (გარდა საცალო ვაჭრობის ეტაპისა) თან უნდა ახლდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისობის დეკლარაცია), რომელიც უნდა წარედგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სურსათის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მოთხოვნისთანავე.
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე აღნიშნულია მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შევსების/დატვირთვის/ჩასხმის ვადა/თარიღი. შევსების/დატვირთვის/ჩასხმის ვადა/თარიღი შესაძლებელია, შეცვლილ იქნეს სხვა მინიშნებით, იმ პირობით, თუ ეს მინიშნება შევსების/დატვირთვის/ჩასხმის ვადის/თარიღის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. შევსების/დატვირთვის/ჩასხმის ვადა/თარიღი ხელმისაწვდომი უნდა იქნეს სააგენტოსათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) გამოყენების შემთხვევაში, სურსათის ბიზნესოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია სურსათის დამზადების თარიღის შესახებ ანუ იმ თარიღის შესახებ, როდესაც სურსათმა მიიღო საბოლოო პროდუქტის სახე.