„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№532
სარეგისტრაციო კოდი
360160000.10.003.023088
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №532

2021 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/06/2021, 360160000.10.003.022841) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლი − მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე არსებული ხელოვნურად გაშენებული ან/და ბუნებრივად აღმოცენებული მერქნიან მცენარეთა მწკრივი (მწკრივები), რომლის (რომელთა) მიზანია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის შესაბამისი ნიადაგური და მიკროკლიმატური გარემოს უზრუნველყოფა და გაბატონებული ქარებისაგან მათი დაცვა;

ბ) ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის ტერიტორია − მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი, რომელზეც სრულად ან ნაწილობრივ შენარჩუნებულია ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლი ან რომელზეც ფიქსირდება ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლისთვის დამახასიათებელი მერქნიანი მცენარეების ერთეული ძირები, ასეთი მცენარეების ნარჩენები ან/და ახალი აღმონაცენები, ასევე ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის არსებობის სხვა ნიშნები, მიუხედავად იმისა, სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება თუ არა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს;“.

2. მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებაში არსებულ  მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობით.

4. თუ სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარი ზოლის ტერიტორიას, თუმცა მასზე არ არის შენარჩუნებული მწვანე ნარგავები და არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა გამორიცხავს მიწის ნაკვეთის ქარსაფარი ზოლის ტერიტორიად გამოყენებას (მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა/ნაგებობა, მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, კომუნიკაციის ობიექტები და სხვა), ამგვარ ტერიტორიაზე არ წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის რეგისტრაცია

1. სახელმწიფო საკუთრების ქარსაფარი ზოლის ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, სააგენტო ინვენტარიზაციის შედეგებსა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციას.

2. თუ ქარსაფარი ზოლის ტერიტორია მოქცეულია კერძო საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ან/და მის ნაწილზე, ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის მიზნით შედგენილი დოკუმენტაცია ინახება სააგენტოში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.11.2021.
როდის იქნა მიღებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.11.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №532. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.10.003.023088.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.11.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 ივნისის №286 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №532, 10.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.023088 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5280682/