„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №219 |
|
2024 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განაშენიანების მართვის რეგლამენტი – ძირითადი დებულებების საფუძველზე შემუშავებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების ტექსტური ნაწილი, რომელიც ცალკეული ტერიტორიებისთვის ადგენს და/ან აზუსტებს ძირითად დებულებებში მოცემულ შემდეგ პირობებს: უძრავი ქონების გამოყენების ნებადართული სახეობების ძირითად და საგამონაკლისო ჩამონათვალს, განაშენიანების სახეობას, განაშენიანების ძირითად პარამეტრებსა და სხვა საკითხებს, ტერიტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე. განაშენიანების მართვის რეგლამენტით გათვალისწინებული უნდა იქნეს კოდექსის მე-80 მუხლით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები, აგრეთვე კოდექსის ამავე მუხლით და ამ წესის №9 დანართით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების მოთხოვნები ან მათი ნაწილი. ამასთანავე, ამავე მოთხოვნების ნაწილობრივ ასახვის შემთხვევაში, სავალდებულოა ამ წესის №9 დანართის პირველი პუნქტით („ურბანული დიზაინი“) განსაზღვრული მახასიათებლების გათვალისწინება.“.
2. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. გენერალურ გეგმაში ან მის ნაწილში დაზუსტებული უნდა იქნეს ამ წესის №9 დანართის მოთხოვნები ან მათი ნაწილი, შენობა-ნაგებობების ესთეტიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით. ესთეტიკური მახასიათებლების დეტალიზაცია და მოცულობა, აგრეთვე მათი გავრცელების არეალები დგინდება გენერალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტით.“.
3. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. განაშენიანების გეგმაში ან მის ნაწილში დაზუსტებული უნდა იქნეს ამ წესის №9 დანართის მოთხოვნები ან მათი ნაწილი, შენობა-ნაგებობების ესთეტიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით. ესთეტიკური მახასიათებლების დეტალიზაცია და მოცულობა, აგრეთვე მათი გავრცელების არეალები დგინდება განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტით.“.
4. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. განაშენიანების დეტალურ გეგმაში ან მის ნაწილში დაზუსტებული უნდა იქნეს ამ წესის №9 დანართის მოთხოვნები ან მათი ნაწილი, შენობა-ნაგებობების ესთეტიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით. ესთეტიკური მახასიათებლების დეტალიზაცია და მოცულობა, აგრეთვე მათი გავრცელების არეალები დგინდება განაშენიანების დეტალური გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტით.“.
5. დაემატოს თანდართული შინაარსის №9 დანართი.
|
ქუჩის პეიზაჟი: ქუჩების ვიზუალური მხარის ისეთი ელემენტების გათვალისწინება, როგორებიცაა: ტროტუარები, ღობეები (არსებობის შემთხვევაში), მცირე არქიტექტურული ფორმები, განათება და გამწვანება.
შენობის დიზაინი: არქიტექტურული სტილი, ფერი, ფასადი, სახურავები და მშენებლობის დროს გამოსაყენებელი მასალები.
საჯარო სივრცეები: პარკების, მოედნებისა და სკვერების დიზაინი და განლაგება მათი ესთეტიკური მიმზიდველობისა და მნიშვნელობის გასაუმჯობესებლად.
მიწათსარგებლობის ინტეგრაცია: როგორ ხდება სხვადასხვა სახის (ფუნქციური დანიშნულების) მიწათსარგებლობის ინტეგრირება ურბანულ ქსოვილში.
ხედვის არეალი: მნიშვნელოვანი ხედების შენარჩუნება და მაღალი შენობების ვიზუალური ზემოქმედების მართვა.
2. ბუნებრივი ლანდშაფტი:
ლანდშაფტი: ბუნებრივი პეიზაჟები, ხედები და ვიზუალური აღქმა.
ბიომრავალფეროვნება: ადგილობრივი მცენარეების, ველური ბუნების ჰაბიტატებისა და ეკოლოგიური დერეფნების ჩართვა ლანდშაფტის დიზაინში.
წყლის მახასიათებლები: მდინარეების, ტბებისა და აუზების ინტეგრაცია ურბანულ ქსოვილში, დიზაინის მახასიათებლებთან ერთად, როგორებიცაა შადრევნები და ჩანჩქერები.
რეკრეაციული სივრცეები: პარკები, ბილიკები და გამწვანების გზების დიზაინი, მათი ესთეტიკური მიმზიდველობა და რეკრეაციული ღირებულება.
გამწვანება: ეკოლოგიურად სუფთა გამწვანების პრაქტიკის გამოყენება გარე სივრცეების ესთეტიკური ხარისხის გასაუმჯობესებლად.
3. კულტურული მემკვიდრეობა:
მემკვიდრეობის დაცვა: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სხვა ისტორიული შენობების, ღირსშესანიშნაობებისა და უბნების ესთეტიკური, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნება.
კულტურული იდენტობა: ადგილობრივი არქიტექტურული სტილის, მასალებისა და დიზაინის მოტივების გაერთიანება კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.
ახალი ღირსშესანიშნაობის შექმნა: საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა/განვითარება, ისტორიული შენობა-ნაგებობების, სხვა ღირსშესანიშნავი ობიექტების წარმოჩენა/პოპულარიზაცია.
ხელოვნება: საზოგადოებრივ/საჯარო სივრცეებში ხელოვნების ნიმუშების/ელემენტების (მათ შორის, სკულპტურების) ინტეგრაცია ურბანულ ლანდშაფტში, მისი ესთეტიკური მიმზიდველობისა და კულტურული სიცოცხლისუნარიანობის გასაძლიერებლად.
4. ვიზუალური ზემოქმედება:
ვიზუალური მგრძნობელობა: უბნების იდენტიფიცირება, სადაც ვიზუალური ხარისხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურული, გარემოსდაცვითი ან სხვა მნიშვნელობის გამო.
ხედების ანალიზი: შეფასება იმისა, თუ როგორ იმოქმედებს შენობა-ნაგებობების შეთავაზებული განვითარება ან დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები როგორც შენობა-ნაგებობებიდან, ასევე შენობა-ნაგებობის მიმართულებით ხედებზე.
ვიზუალური შემარბილებელი ღონისძიებები: შენობა-ნაგებობების ექსტერიერში ვიზუალური ზემოქმედების შესარბილებლად, ბიომრავალფეროვნებისა და ჯანსაღი ურბანული გარემოს წასახალისებლად, ე. წ. მწვანე ფასადის ტიპის გადაწყვეტების გამოყენება.“.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 04.07.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №219. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.10.003.024613.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №219, 04.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.024613 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6217918/