შპს „თიბისი კაპიტალ ესეთ მენეჯმენტის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №256

2021 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

 

შპს „თიბისი კაპიტალ ესეთ მენეჯმენტის“ აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 524 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს შპს „თიბისი კაპიტალ ესეთ მენეჯმენტზე“ (ს/ნ: 402184159) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზია.

2. აღნიშნული განკარგულება 10 დღის განმავლობაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი   ნიკოლოზ გაგუა

.