„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №796 |
|
2021 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი |
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
ეს ბრძანება განსაზღვრავს საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის (შემდგომ – ეროვნული არქივი) მიერ პირთა მომსახურების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებულ დროებით წესსა და პირობებს.
|
| მუხლი 2 |
1. საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში საგანგებოდ მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოებში − მობილურ იუსტიციის სახლებში ეროვნული არქივის მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების ვაქცინაციის დღეს წარდგენის შემთხვევაში, ერთჯერადად გათავისუფლდნენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხრილის მე-3 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მომსახურების საფასურების გადახდისგან (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა).
2. ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მოთხოვნასთან ერთად უნდა წარადგინონ ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული საშუალებით. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების აღსრულება დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – საქართველოს ეროვნულ არქივსა და იუსტიციის სახლს.
|
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 20 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.05.2022.
- როდის იქნა მიღებული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ?
- „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ მიღებულია 01.12.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №796. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.017287.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.05.2022-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.05.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ, №796, 01.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017287 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5285431/