„აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (29 მუხლი)
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2021 წლის 3 დეკემბერი ქ.თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 დეკემბრის №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 07/12/2020; 190020020.35.102.016187) დამტკიცებული №1 დანართი შეიცვალოს შესაბამისად ახალი №1 დანართით.
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
ათ.ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
ათ.ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 2021 წელს-1,110.0ათასი ლარის ოდენობით ათ.ლარი
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 1100.0 ათასი ლარით:
ათ. ლარი
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 1170,0 ათასი ლარით:
ათ.ლარი
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
ათ.ლარი
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -60.0 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო -60.0 ათასი ლარით:
ათ.ლარი
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება(კლება) განისაზღვროს -60.0 ათასი ლარით:
ათ.ლარი
ფინანსური აქტივების კლება(ნაშთის გამოყენება)- 60ათასი ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე გასული წლების გამოუყენებელ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2021 წლის განმავლობაში. |
ა) ინფრასტრუქტურის განვითარება;
ბ) განათლება;
გ) კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი;
დ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
ე) მმართველობითი ხარჯები
2. 2021-2024წელს მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები და მათი დაფინანსების გეგმები, პროგრამები/ქვეპროგრამები, მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორები იხილეთ ქვემოთ:
ამ მუხლში 2020-21წლების განმავლობაში განცხადებები არ შემოსულა, ამდენად ხარჯი არ გაწეულა. მიმდინარე წლის თანხა 6,0ათ.ლარი გადატანილია სოციალური დაცვის პროგრამაში.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, ვინაიდან თეთრი წყაროს რაიონის სოფ .წინწყაროში კომპაქტურად ჩასახლებულია აჟარის მუნიციპალიტეტის დევნილი მოსახლეობა, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტსა და აჟარის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, სადაც გათვალისწინებულია ა(ა)იპ სოფ.აჟარის საბავშვო ბაღის მომსახურე პერსონალის ხელფასებით უზრუნველყოფა. ეს ბაღი მდებარეობს თეთრი წყაროს რაიონის სოფ .წინწყაროში, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 50-ზე მეტი მუნიციპალიტეტში რიცხული ბავშვი. ბაღში დასაქმებულია 6, აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი.
ათ.ლარი
ა) სკოლამდელი განათლება (კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2021წლის განმავლობაში სუბსიდირების წესით დაფინანსებას მიიღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ა(ა) ი პ – „აჟარის საბავშვო ბაღი“ რომელიც ურთიერთშეთანხმების-მემორანდუმის საფუძველზე ფუნქციონირებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ.წინწყაროს საბავშვო ბაღში.
|
მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროექტების დანერგვით და შესრულებით ცდილობს ხელი შეუწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამ მიზნით ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. ათ.ლარი
ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 04 01 01) 2021წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
ბ) ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლის დაფინანსება (კოდი 04 01 02) ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის სპორტსკოლა. ამ სკოლაში დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვარჯიშებს, სპეციალურ წვრთნას და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას გაივლიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.
გ) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (კოდი 04 02 01) მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი კულტურული ღონისძიებები:
დ) ა(ა)იპ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დაფინანსება დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დაფინანსებას სუბსიდიის სახით მიიღებს ა(ა)იპ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. მის მიერ დაქირავებული პედაგოგების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სახეობებში სპეციალურ წვრთნას გაივლიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული სხვადასხვა ასაკის მოზარდები. ამისთვის მათთვის შექმნილი იქნება სათანადო პირობები.
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, იძულებით გადაადგილებული ოჯახების და მოქალაქეების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას.
სოციალური დახმარების მიმღებ (ბენეფიციარი) პირს შეუძლია ერთჯერადად ისარგებლოს სოცილური დახმარების რამდენიმე მუხლით. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების. დახმარებას, მარტოხელა პენსიონერების დახმარებას, მარჩენალდაკარგული პირების დახმარებას, ომში დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარებას,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, ახალშობილთა ბავშვების დაბადებისათვის ოჯახის დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ათ.ლარი
ა) ავადმყოფთა და შ შმ პირთა სოციალური დახმარებები (კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დაფინანსდება:
ბ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა(კოდი 05 01 02)
გ) ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა(კოდი 05 01 03)
დ) ომში დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დაცვა(კოდი 05 01 04)
ე) სოციალური დახმარებები(კოდი 05 01 05)
ვ) დაკრძალვის მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება(კოდი 05 01 06)
|
პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზერვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულბებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება.
2021წლისათვის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული თანხა 20,0ათ.ლარიდან დახარჯულია 400ლარი, პანდემიის პირობებიდან გამომდინარე 19,0ათ.ლარი გადატანილია სოციალურ მუხლში. პრიორიტეტი ასევე ითვალისწინებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დაფინანსებას. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დაფინანსება მთლიანად მოხდება მიზნობრივი ტრანსფერიდან, რომელიც თანხობრივად შეადგენს 30,0ათ.ლარს. ათ.ლარი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათ.ლარი
|
2. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, შეიძლება გამოიყენებულიქნას მომდევნო წელს.
3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის პროგრამები და ღონისძიებები ხორციელდება გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის ხელშეკრულების საფუძველზე, მათზე კონტროლი (ინსპექტირება) დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ან თანამშრომელთა ჯგუფს გამგებლის ბრძანებით.
4. გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული სარეზერვო ფონდიდან. თანხის გაცემა განხორციელდეს გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
5. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებებისა და სასამართლო აღსრულების ფონდიდან თანხების გაცემა განხორციელდეს გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ხოლო თანხას გამოყოფს გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.
6. აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.12.2021.
- როდის იქნა მიღებული „აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 03.12.2021. მიმღები ორგანო — აჟარის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.102.016191.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 29 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აჟარის(ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №4, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.102.016191 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5285906/