📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.11.2021
ძალაში შესვლა 15.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ნომერი №05/05
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/11/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,683 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.11.2021 მიღება
15.01.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 16.06.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 26.02.2026 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 15.02.2019 საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 29.04.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 28.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №05/05 2021 წლის 24 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№335-IVმს-Xმპ, 16.03.2021წ.) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 დეკემბრის №697 დადგენილების პირველი მუხლის მე-14 პუნქტის, „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის გზით ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან მიერთების/შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №213 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მაისის №229 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №108/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 26 დეკემბრიდან. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირების: სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის, დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ქსნის ხეობის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის, დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე და წარმოადგენს ზემოაღნიშნული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმისა და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის უფლებამონაცვლეს. ასევე, სააგენტოს შემადგენლობაშია უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი, გრემის მუზეუმი, მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი და ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი. 2. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში. 3. სააგენტო, კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები და რეკვიზიტები. 5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩა №7. თავი II სააგენტოს მიზნები, ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ამოცანები სააგენტოს მიზნები და ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამატერიალური) დაცვა, შესწავლა, კვლევა, გამოვლენა-ინვენტარიზაცია, აღრიცხვა-დოკუმენტირება, მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია; ბ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და ობიექტებზე ჩასატარებელი საპროექტო, კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და სამეცნიერო-კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების სრულყოფისათვის ტექნიკური სიახლეების გამოყენების ხელშეწყობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე გაცემული სანებართვო დოკუმენტაციის შემოწმება და სანებართვო პირობების დარღვევის, მათ შორის, უნებართვო საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირება; დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის, შემეცნებისა და ორგანიზებული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიზნობრივი კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ე) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზის შექმნა; ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ზ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი კვალიფიკაციის მქონე პირების რეესტრის წარმოება, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაგან (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში; თ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელება, სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა და ამ მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სპეციალისტებისა და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადებაში და გადამზადებაში მონაწილეობა/ხელშეწყობა; კ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტებისა და კულტურული ფასეულობების, მათ შორის, მის სტრუქტურაში არსებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში არსებული სამუზეუმო ექსპონატების შესწავლა, მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრა, მოძიებული მასალების დამუშავება; ლ) სახელოვნებათმცოდნეო და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვა; მ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა; ნ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი 1. სააგენტოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს: ა) ამ დებულებითა და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის განხორციელება; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის და შემეცნების მიზნით, მიზნობრივი კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების შემუშავება და განხორციელება; გ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (მატერიალური და არამატერიალური) უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტის დაცვა, მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია; დ) საქართველოს არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების გამოვლენა, შესწავლა, კვლევა, ფიქსაცია და ინვენტარიზაცია (მათ შორის, სააღრიცხვო ბარათებისა და პასპორტების შედგენა), სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში მონაწილეობის მიღება; ე) კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზის შექმნა, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაცია, დაკომპლექტება, არქივირება და მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-პატრონობა და გავრცელება; ვ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტებისა და კულტურული ფასეულობების, მათ შორის, მის სტრუქტურაში არსებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში არსებული სამუზეუმო ექსპონატების ყოველმხრივ შესწავლა, მათი ისტორიული, მეცნიერული და მხატვრული ღირებულებების განსაზღვრა, მოძიებული მასალების დამუშავება, სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში მონაწილეობა; ზ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება/მოხსნა, ან ამ მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისათვის წინადადებების წარდგენა; ი) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმება; კ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (ობიექტებზე) ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მომზადება და ძეგლების სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემა, სანებართვო პირობების კონტროლი და ნებართვის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების მიღება; მ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრესთან/მოსარგებლესთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება; ნ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის მიზნით, შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის (მათ შორის, არქეოლოგიური კვლევის) თაობაზე შესაბამისი დასკვნების გაცემა; პ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; ჟ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, ამ მიზნით სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა, ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და დანერგვა; რ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სპეციალისტებისა და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადებასა და გადამზადებაში მონაწილეობა/ხელშეწყობა; ს) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელება და მათი ხელშეწყობა-პოპულარიზაცია, ამ მიზნით ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეგროვება, სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომების, ასევე ბარათების, ბუკლეტების, გზამკვლევების, ალბომების ქართულ და უცხო ენებზე პუბლიკაციისათვის მომზადება და მათი გამოცემა-გავრცელება; ტ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიის კვლევა, დამუშავება და პრაქტიკაში დანერგვა და ამ მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; უ) საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი ჟურნალის მომზადება და გამოცემა-გავრცელება; ფ) კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის ორგანიზება და განხორციელება, მათ შორის, ფორუმების, კონფერენციების და პრეზენტაციების, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა და ბეჭდვითი და ციფრული მედიის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება; ქ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სესიების, სიმპოზიუმების, თათბირების, სემინარების, კონსულტაციების მოწყობა; ღ) გაცვლითი პროგრამების, სამუშაო ვიზიტებისა და სასწავლო ტურების ფარგლებში, დაფინანსების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით აღნიშნული გამოცდილების ადგილობრივ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა; ყ) კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში და საზღვარგარეთ გამოფენების მომზადება და მოწყობა, მათში მონაწილეობის მიღება; შ) საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ჩ) მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვა, მოვლა-პატრონობა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; ც) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ტერიტორიების განვითარების გეგმების მომზადება-განხორციელება, ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა; ძ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სტაჟიორების მიღება და სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად; წ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ჭ) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება. 2. სააგენტო უფლებამოსილია: ა) სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვროს მის სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთებისა და მომსახურების საფასური; ბ) სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ცალკეული პროექტების ხელშეწყობისა და დაფინანსების მიზნით, გამოაცხადოს კონკურსები; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მესამე პირებს, ხელშეკრულების საფუძველზე, გაუწიოს დამატებითი მომსახურება (მათ შორის, არქივში დაცული მასალების მომზადება და ასლების დამზადება, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კვლევების მომზადება, ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება, საექსპერტო საქმიანობის განხორციელება, კულტურულ-შემეცნებითი მომსახურება, არქეოლოგიური კვლევის ჩატარება და ა.შ.) და სამინისტროსთან შეთანხმებული ტარიფების შესაბამისად, დააწესოს აღნიშნული მომსახურების საფასური; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე. თავი III სააგენტოს მართვა მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს მართვას და ხელმძღვანელობას ახორციელებს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. სააგენტოს გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური დირექტორი. 3. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროებს. მოადგილეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე/მოადგილე შეიძლება იმავდროულად იყოს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 5. სააგენტოს გენერალური დირექტორის დროებით არყოფნის ან მის მიერ გენერალური დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – სააგენტოს გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 5🔗. სააგენტოს გენერალური დირექტორი 1. გენერალური დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს; გ) გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) გამოსცემს ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების თაობაზე ბრძანებას და გასცემს შესაბამის სანებართვო მოწმობას; ვ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის ფარგლებში, ძეგლზე სამუშაოებთან და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით, ნებართვის მფლობელის მხრიდან სანებართვო პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მონიტორინგის სამსახურის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას ნებართვით განსაზღვრული ქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ და გასცემს აღნიშნული ქმედებების გაგრძელებამდე სავალდებულოდ შესასრულებელ მითითებებს; ზ) მონიტორინგის სამსახურის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას ნებართვის გაუქმების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის გაუქმება (შესაბამისად, ნებართვით განსაზღვრული ქმედებების შეწყვეტა) მყისიერ აუცილებლობას წარმოადგენს, ან ნებართვის მფლობელის მხრიდან არ იქნა შესრულებული ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მითითებები, ნებართვით განსაზღვრული ქმედებების გაგრძელების თაობაზე;   თ) ანაწილებს დავალებებს სააგენტოს თანამშრომლებზე და განსაზღვრავს დავალებების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს, აკონტროლებს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას; ი) სამინისტროს თანხმობით, ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; კ) სამინისტროს თანხმობით, განსაზღვრავს სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრულ ოდენობას; ლ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სააგენტოს ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სააგენტოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე; მ) უფლებამოსილია, მოახდინოს კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლებამოსილების სააგენტოს თანამშრომელზე დელეგირება. დელეგირების ფაქტი გენერალურ დირექტორს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით; ნ) საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს სააგენტოს თანამშრომლებსა და საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან; ო) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; პ) მინისტრთან შეთანხმებით, განსაზღვრავს მისაღები სტაჟიორების წლიურ კვოტას და ანაზღაურების ოდენობას. სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს მინისტრის მიერ დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესისა და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად; ჟ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; რ) ადგენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სააგენტოს თანამშრომლებისთვის; ს) მინისტრის თანხმობით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სააგენტოს თანამშრომლისთვის ანაზღაურების გარეშე სასწავლო შვებულების გაცემის შესახებ; ტ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს/ქვეპროგრამებს განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის; უ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებების შეტანის, ასევე სააგენტოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ფ) მინისტრთან შეთანხმებით, ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეებს; ქ) ამ დებულებითა და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები. 2. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები 1. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობენ სააგენტოს გენერალურ დირექტორს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების სათანადოდ შესრულებაში და საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში; ბ) ხელმძღვანელობენ მათდამი დაქვემდებარებულ სამსახურებს, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, კურირებენ სააგენტოში მათთვის მიკუთვნებულ სფეროებს და პასუხს აგებენ მათ გამართულ საქმიანობაზე; გ) უზრუნველყოფენ დავალებათა შესრულების ორგანიზებასა და სააგენტოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას; დ) მიმართავენ სააგენტოს გენერალურ დირექტორს სხვადასხვა ინიციატივითა და წინადადებებით; ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებენ სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრულ სხვა დავალებებს/მითითებს. 2. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს სააგენტოს გენერალური დირექტორი. მუხლი 7🔗. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს – სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, ხოლო მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალს – დირექტორი. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი. მუზეუმისა და მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორს, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. სტრუქტურული ერთეულების მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი. მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით. 3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს, სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, ასრულებს სამსახურის უფროსი, ხოლო ასეთის არარსებობისას – ერთ-ერთი თანამშრომელი. 4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე უფლებამოსილნი არიან, სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 5. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას; გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ანგარიშვალდებულია და პასუხს აგებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის გამართულ მუშაობაზე; ე) წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს, რომელიც, სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, ზედამხედველობს ამ სტრუქტურულ ერთეულს; ვ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად; ზ) ასრულებს ამ დებულებით, სააგენტოს გენერალური დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს. თავი IV სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი ამოცანები მუხლი 8🔗. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 1. სააგენტოს სტრუქტურა შედგება მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). 2. სააგენტოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალებია: ა) ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; ბ) პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი; გ) სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი; დ) ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ე) დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; ვ) სამშვილდის და კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ზ) უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; თ) ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ი) დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი; კ) ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი; ლ) უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი; მ) ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი; ნ) მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი; ო) ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; პ) გრემის მუზეუმი; ჟ) მუცოს მუზეუმ-ნაკრძალი; რ) დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი; ს) ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. 3. სააგენტოს სამსახურებია: ა) ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური; ბ) არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური; გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური; დ) მონიტორინგის სამსახური; ე) მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახური; ვ) იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური; ზ) ადმინისტრაცია (სამსახური); თ) შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; ი) ეკონომიკური სამსახური; კ) საინფორმაციო სისტემების სამსახური; ლ) ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური). მუხლი 9🔗. მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის მართვა, დაცვა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; ბ) სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; გ) კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია; დ) კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ე) მუზეუმის/მუზეუმ-ნაკრძალის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 10🔗. ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახური ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ობიექტების) მოვლა-პატრონობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ობიექტების) საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა, მომზადება და განხორციელება; გ) საპროექტო დოკუმენტაციის სისრულის, ხარისხისა და მეთოდოლოგიური გადაწყვეტების შემოწმება და ექსპერტიზა; დ) წინადადებების შემუშავება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში შესაბამისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ობიექტების) საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინების მიზნით; ე) ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო დოკუმენტაციის სისრულისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა; ვ) ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების თაობაზე სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების პროექტებისა და შესაბამისი სანებართვო მოწმობის მომზადება; ზ) ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო რეესტრის წარმოება; თ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სხვადასხვა სექციის (გარდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სექციის) საქმიანობის კოორდინაცია, სამდივნოს ფუნქციის შესრულება და გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი; ი) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 11🔗. არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) არქეოლოგიისა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობა; ბ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევების მომზადება; გ) უძრავი კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, არქეოლოგიური ობიექტების გამოვლენა, იდენტიფიცირება და აღრიცხვა/პასპორტიზაცია; დ) კომპეტენციის ფარგლებში, არქეოლოგიური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ობიექტების) მოვლა-პატრონობა, ასევე, მათი შესწავლა და პოპულარიზაცია; ე) კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, არქეოლოგიური, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე, დაცვის ზონების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და ისტორიულ-კულტურული არეალების ინვენტარიზაცია; ზ) საჭიროების შემთხვევაში, არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; თ) არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; ი) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 12🔗. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა/შენარჩუნება და პოპულარიზაცია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; ბ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, აღნუსხვა, კვლევა, დათარიღება, შეფასება; გ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციისა და შესაბამისი კვლევების მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; დ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სექციის საქმიანობის კოორდინაცია, სამდივნოს ფუნქციის შესრულება და გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი; ე) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 13🔗. მონიტორინგის სამსახური 1. სააგენტოს სისტემაში მონიტორინგის სამსახური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ინსპექტირებაზე უფლებამოსილი ერთადერთი ორგანოა. დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, თავის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად, დროებით მოიწვიოს სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი. ამგვარი მიწვევის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს სისტემის თანამშრომელი აცნობებს თავისი სამსახურის ხელმძღვანელობას მიწვევის მიღების შესახებ და, ამ უკანასკნელის თანხმობის  გარეშე, სავალდებულო წესით განახორციელებს იმ ფუნქციებს, რომელთაც მას დააკისრებს მონიტორინგის სამსახური. 2. მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო და სხვა სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობისა და ხარისხის რეგულარული ინსპექტირება და შესაბამისი რეაგირება; ბ) არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის ინსპექტირება და შესაბამისი რეაგირება; გ) ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობების შუალედური და საბოლოო ვადების კონტროლი და ვადის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; დ) ობიექტების ადგილზე შემოწმება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ე) მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ შეუსაბამობებსა და აღმოჩენილ ხარვეზებზე (მათ შორის, საპროექტო დოკუმენტაციაში, მეთოდოლოგიურ გადაწყვეტაში, სანებართვო დოკუმენტაციაში და სხვ.) სწრაფი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერების მოთხოვნით, სააგენტოს გენერალური დირექტორისათვის დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენა; ვ) სააგენტოს მიერ დაფინანსებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და სახელშეკრულებო ვადების კონტროლი; ზ) უნებართვოდ მიმდინარე, ძეგლზე სამუშაოებთან და არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით გამოვლენილ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება; თ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 14🔗. მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახური მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების მართვის ზედამხედველობა; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, პოპულარიზაციისა და ორგანიზებული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიზნობრივი კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების შემუშავება და განხორციელება; გ) სააგენტოს საგამომცემლო საქმიანობის უზრუნველყოფა; დ) სააგენტოს სტრუქტურაში მოქმედი მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების საქმიანობის, სააგენტოს გეგმებისა და ამოცანების შესაბამისად კოორდინაცია; ე) სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, ახალი და განახლებული მუზეუმების ან/და მუზეუმ-ნაკრძალებისათვის სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციების შემუშავება; ვ) სამუზეუმო სფეროს ექსპერტებთან თანამშრომლობა და კვლევითი, საკონსულტაციო, საექსპერტო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ზ) მუზეუმებთან და მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებული შემეცნებითი, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებისა და ღონისძიებების მომზადება-განხორციელება; თ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 15🔗. იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სააგენტოს მიერ საერთაშორისო დონორებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, იუნესკოსა და ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციების, პროგრამებისა და ინიციატივების აღსრულების ხელშეწყობა; გ) კონვენციებით დადგენილი დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის მიზნით, იუნესკოს შესაბამის ორგანოსთან კოორდინაციის უზრუნველყოფა; დ) სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან ერთად, იუნესკოსა და ევროპის საბჭოს პრინციპებისა და მიდგომების დანერგვისა და ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; ე) კონვენციების აღსასრულებლად აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და ახალი ნომინაციების მომზადება; ვ) სააგენტოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს საქმიანობის კოორდინაცია, სამდივნოს ფუნქციის შესრულება და გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშების მომზადება; თ) ევროპის საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის კონვენციებისა და დადგენილებების აღსასრულებლად დოკუმენტაციის მომზადება; ი) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 16🔗. ადმინისტრაცია (სამსახური) ადმინისტრაციის (სამსახური) ძირითადი ამოცანებია: ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა; ბ) კომპეტენტური საკადრო რესურსის მოზიდვაზე ზრუნვა, მათი შერჩევა/დაქირავებისა და სტაჟირების პროცესის ორგანიზება და მართვა; გ) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მართვა; დ) სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების, სიახლეებისა და მიღწევების შესახებ საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ე) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სააგენტოს სხვა ოფიციალური გვერდების მართვა; ვ) სააგენტოს მიერ ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა/ორგანიზება; ზ) ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, სააგენტოსა და მისი ხელმძღვანელი პირების საქმიანობის საპროტოკოლო უზრუნველყოფა; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) პროცესის წარმართვა და ორგანიზება, ასევე, საარქივო საქმიანობა; ი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის საშუალოვადიანი და ერთწლიანი დაგეგმვა, კოორდინაცია, მონიტორინგი, კონტროლი და შეფასება, კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება; კ) სააგენტოს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ლ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ექსპერტიზა და ვიზირება; მ) სააგენტოს სახელით მომზადებული დოკუმენტების და სააგენტოს გადაწყვეტილებების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; ო) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; პ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 17🔗. შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური 1. შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე სააგენტოს გენერალური დირექტორის დავალების საფუძველზე, სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის, ეთიკის ნორმებისა და საქმიანობის კანონიერების დაცვის თაობაზე სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება; ბ) სააგენტოში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; გ) სააგენტოში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების პროაქტიული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ ტექნიკური და სხვა მატერიალური ფასეულობების მართლზომიერი გამოყენების კონტროლი; ე) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დასკვნების მომზადება და გენერალური დირექტორისათვის წარდგენა, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირების პასუხისმგებლობის დაყენების მიზნით; ვ) გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების გამომწვევი მიზეზებისა და წინაპირობების შესწავლა/ანალიზი, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; თ) სააგენტოს საქმიანობაში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი; ი) შრომის უსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაცია და რეკომენდაციების შემუშავება მათი თავიდან აცილების მიზნით; კ) დასაქმებულთა სწავლება, მათთვის ინფორმაციის მიწოდება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე; ლ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილია, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გამოკითხოს ცალკეული თანამშრომლები, მოითხოვოს მათგან ახსნა-განმარტებები, შეხვდეს და ურთიერთობა იქონიოს მესამე პირებთან, გამოიყენოს კანონით ნებადართული სხვა საშუალებები, რაც აუცილებელია მისთვის დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისთვის. 3. შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ სააგენტოს გენერალური დირექტორის წინაშე. დაუშვებელია შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე. მუხლი 18🔗. ეკონომიკური სამსახური ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; ბ) სააგენტოს საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა; გ) სააგენტოს სისტემაში ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების კონტროლი; დ) სააგენტოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულების შესაბამისად წარდგენა; ე) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროექტების წინასწარი ფინანსური ანალიზი; ვ) ნაღდი და უნაღდო ფულადი ოპერაციების/ტრანზაქციების დროული წარმოება შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე; ზ) სააგენტოს სალაროს მეურნეობის გაძღოლა კანონმდებლობის შესაბამისად; თ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ხარჯვის მონიტორინგი; ი) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება; კ) სახელმწიფო შესყიდვების პროცესების მართვა კანონმდებლობის განუხრელი დაცვით; ლ) სააგენტოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება, კანონით დადგენილი წესით; მ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით, სააგენტოს მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა/ანგარიშგება; ნ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ორგანიზაციულ-სამეურნეო და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა; ო) სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირების მიზნით, საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პროგნოზირება, ბიუჯეტის პროექტის მომზადება, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება/წარდგენა; პ) სააგენტოს საშუალოვადიანი ბიუჯეტის დაგეგმვა და საპროგნოზო მაჩვენებლების მომზადება; ჟ) სააგენტოს ინფრასტრუქტურისა და ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა; რ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 19🔗. საინფორმაციო სისტემების სამსახური საინფორმაციო სისტემების სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სააგენტოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; ბ) კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირება; გ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საინფორმაციო სივრცის ჩამოყალიბება, მონაცემთა დამუშავება, საინფორმაციო სივრცეში განთავსება, შესაბამისი ბაზების განვითარება და მართვა; დ) კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის „გეოსაინფორმაციო სისტემის“ და „გის“ პორტალის მართვა, განვითარება და სტრუქტურულ-ფუნქციური განახლება, მონაცემთა განახლების პროცესის კოორდინირება; ე) სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მასალათა საცავში არსებული დოკუმენტაციის გრაფიკული და ტექსტური მასალის დიგიტალიზაცია და დამუშავება, დიგიტალიზირებული მასალის სისტემატიზაცია და მონაცემთა ბაზაში შეტანა, საცავის მონაცემთა ბაზიდან მომხმარებელთა მოთხოვნით დოკუმენტაციის გაცემა ელექტრონულ ფორმატში; ვ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 20🔗. ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური) ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიის (სამსახური) ძირითადი ამოცანებია: ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ინვენტარიზაცია და მაღალკვალიფიციური ფიქსაცია; ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა-შეფასების მიზნით სკანირება; გ) ძეგლების გამოსახულებების შექმნა წინასწარ შემუშავებული წლიური გეგმის მიხედვით და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს გენერალური დირექტორის მითითებების შესაბამისად; დ) კულტურულ ფასეულობათა მდგომარეობის შესწავლა-შეფასება; ე) კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებაზე ზრუნვა, მეცნიერული კვლევისა და შედარებითი ანალიზის საფუძველზე საველე/ლაბორატორიული რესტავრაციის/კონსერვაციის პროცესის სწორად წარმართვა; ვ) კულტურულ ფასეულობათა რესტავრაციის მეთოდოლოგიის შემუშავება; ზ) კულტურულ ფასეულობათა პრევენციული კონსერვაციის მიზნით საერთო სტრატეგიის შემუშავება; თ) არტეფაქტების ტექნიკური კვლევა და დიაგნოსტიკა, კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით; ი) სამსახურის დებულებით განსაზღვრული და სამინისტროსგან შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დელეგირებული საქმიანობის ფარგლებში სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 21🔗. ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი პრინციპები 1. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად, სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირთა შერჩევა/დასაქმებას. 2. თანამშრომელს, რომელიც სააგენტოს სახელით შეიმუშავებს, ან განახორციელებს პროექტს სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების ფარგლებში, არ აქვს უფლება, მოითხოვოს მესამე პირებისაგან რაიმე ტიპის ანაზღაურება. 3. თანამშრომელს არ აქვს უფლება, სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს სააგენტოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ან თავისი კერძო საქმიანობის მიზნებისათვის ან კიდევ ისეთი კერძო საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ განეკუთვნება. 4. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების პროცესში დაიშვებიან მხოლოდ ამ დებულების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მითითებულ რეესტრში შეყვანილი პირები. 5. მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სააგენტოში სტაჟიორები შეირჩევიან მხოლოდ კონკურსის საფუძველზე. თავი V სააგენტოს ქონება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 22🔗. სააგენტოს ქონება 1. სააგენტოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გადაეცემა უძრავი ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონება თხოვების ფორმით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად, გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ფინანსებსა და ქონებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განაგებს სააგენტოს გენერალური დირექტორი. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, სააგენტოს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად, აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობას. მუხლი 23🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს სააგენტოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. მუხლი 24🔗. სააგენტოს დაფინანსება 1. სააგენტოს დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; გ) მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალებიდან მიღებული შემოსავლები; დ) გრანტებით მიღებული შემოსავლები; ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ვ) შემოწირულობები; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. სააგენტოს ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში. 3. სააგენტოს შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. 4. სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს სახსრები და შემოსავლები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი პროექტის დასაფინანსებლად, თუ ეს პროექტი შეესაბამება სააგენტოს მიზნებსა და ამოცანებს. თავი VI დასკვნითი დებულებანი მუხლი 25🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. მუხლი 26🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი სააგენტოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VII გარდამავალი დებულებანი მუხლი 27🔗. გარდამავალი დებულებანი 1. სააგენტომ 2022 წლის პირველ იანვრამდე უზრუნველყოს სამინისტროსთან ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების საფასურისა და ტარიფების და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტაჟიორების წლიური კვოტისა და ანაზღაურების ოდენობის შეთანხმება. 2. ეს დებულება, გარდა მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2021 წლის 26 დეკემბრიდან. 3. ამ დებულების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.