მუნიციპალიტეტისინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარებისპარალელურად აუცილებელიახელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობადა მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობსკულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებულისპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება.

ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც მერიის კულტურის სამსახურის, ასევე კულტურის და სპორტის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ების მიერ.

პროგრამული

კოდი

დასახელება

სულ 2022-2025წელი

2022.წელი

2023 წელი

2024 წელი

2025 წელი

ზღვრულ დაფინან ფარგლებ

ზღვრულ დაფინან

ფარგლებ

ზღვრულ დაფინან

ფარგლებ

ზღვრულ დაფინან

ფარგლებ

ზღვრულ დაფინან

ფარგლებ

05 00

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი

12265.0

2918.0

3062.0

3115.0

3170.0

05 01

სპორტული სფეროს განვითარება

3950.0

950.0

950.0

1000.0

1050.0

05 01 01 07

ააიპ გურჯაანის სპორტული გაერთიანება

3600.0

900.0

850.0

900.0

950.0

05 01 02

სპორტული ღონისძიებები

350.0

50.0

100.0

100.0

100.0

05 02

კულტურის სფეროს განვითარება

7290.0

1753.0

1842.0

1845.0

1850.0

05 02 01 01

ააიპ გურჯაანისსამხატვრო სკოლა

177.0

40.0

42.0

45.0

50.0

05 02 01 03

ააიპ გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი

2400.0

600.0

600.0

600.0

600.0

05 02 01 08

ააიპ ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლი გურჯაანი

198.0

48.0

50.0

50.0

50.0

05 02 01 10

ააიპმრავალჟამიერი1

780.0

180.0

200.0

200.0

200.0

05 02 01 11

ააიპგურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება

1710.0

420.0

430.0

430.0

430.0

05 02 01 15

ააიპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანება

1275.0

315.0

320.0

320.0

320.0

05 02 02

კულტურული ღონისძიებებისდაფინანსება

750.0

150.0

200.0

200.0

200.0

05 03

საზოგადოებრივი და ახალგაზრდული პროგრამების ორგანიზება

750.0

150.0

200.0

200.0

200.0

05 05

ტელე რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა

275.0

65.0

70.0

70.0

70.0

05 00

სულ პრიორიტეტი

12265.0

2918.0

3062.0

3115.0

3170.0

მუნიციპალიტეტში დიდი ყურადღება ექცევა ახალგაზრდობის დაინტერესებასა და ჩართვას კულტურულ ღონისძიებებში, შექმნილია სხვადასხვა დარგობრივი ააიპები სადაც მოზარდები ეუფლებიან სხვადასხვა ხელოვნებას

ქვეპრო

გრამის დასახელება

კოდი

ააიპ გურჯაანის

სამხატვრო სკოლა

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

2023 წლის დაფინანსება

ათას ლარში

2024 წლის დაფინანსება

ათას ლარში

2025 წლის

დაფინანსება

ათას ლარში

05 02 01 01

40,0

40,0

40,0

40,0

ქვეპროგრამის განმახორ

ციელებელი სამსახური

ააიპ გურჯაანის სამხატვრო სკოლა

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია მოსწავლეთა კლასიკური და თანამედროვე მიმართულებების სამხატვრო და სახვითი ხელოვნების განათლების უზრუნველყოფა, ბავშვების მომზადება სამომავლო შემოქმედებითი საქმიანობისათვის. ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენების მოწყობა.

სამხატვრო სკოლაში არიან სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებიც, რომელთაც უჭირთ სწავლის გადასახადის გადახდა. ასეთი ბავშვებისთვის 2022 წელსსასურველიაგამოიყოსდაფინანსება. მოსწავლეები დაინტერესებული არიან ხატვის ხელოვნებით, განსაკუთრებულ სურვილს გამოთქვავენ გამოყენებითიხელოვნების(ქსოვა, ქარგვა, გობელინი, ხეში კვეთა) მიმართ. არიან ბავშვები , რომელთაც უნდათ აკადემიაში სწავლის გაგრძელება და მათ ძირითადად აინტერესებთ გრაფიკა, კომპოზიცია და ფერწერა.

მოსალ

ოდნელი შედეგი

- მოზარდების ჩართვა ხელოვნების სახეობებში.

- გამოფენების მოწყობა

- გამოვლენილი ნიჭიდა შესაძლებლობები.

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი

2022 წლის

დაფინანსება
ათას ლარში

2023 წლის

დაფინანსება ათას ლარში

2024 წლის

დაფინანსება ათას ლარში

2025 წლის

დაფინანსება ათას ლარში

05 02 01 03

600,0

600,0

600,0

600,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ა(ა)იპ გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

გურჯაანის მუნიციაპლური კულტურის ცენტრში გაერთიანებულია მუნიციაპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი შვიდი კულტურის სახლი,სადაც ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული და ფოლკლორულიწრები, ბავშთა საესტრადო წრები,ბავშთა თეატრალური ჯგუფი, ვაჟთა ფოლკლორული ანსაბლი.

აღნიშნულ ანსაბლებსა და წრებში მონაწილეობს 1300 ბავშვი.

ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარუზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება,თეატრალური სფეროსადმი მოსახლეობის დაინტერესებისა და ჩართულობის ზრდა.

მუნიციპალიტეტიში 2021წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობითგანახლდა დარეაბიტირდაკულტურისა და დასვენების პარკი 3 840,0ათ ლარი ღირებულებით.პარკს უნიკალურიმდებარეობა უკავია, ათეული წლებია უმოქმედო, აბალახებულმდგომარეობაშიიმყოფებოდა.მნიშვნელოვანიროლი ექნება ყველა ასაკის მაცხოვრებლისთვის თავშეყრის, კულტურული, სპორტული და ტურისტული დატვირთვით.სამუშაოსმიღება- ჩაბარების შემდეგ2022 წლის ბიუჯეტშიგათვალისწინებული იქნება პარკის მოვლა პატრონობის და ახალ- ახალი გამწვანების სამუშაოებისთვისთანხები.

მოსალოდნელი შედეგი

- მოზარდებისმაქსიმალური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში

- ღონისძიებებისა და კონცერტების გამართვა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ქართული ეროვნული

ცეკვის ანსამბლი" გურჯაანი"

2022 წლის

დაფინანსება
ათას ლარში

2023 წლის

დაფინანსება ათას ლარში

2024 წლის

დაფინანსება ათას ლარში

2025 წლის

დაფინანსება ათას ლარში

05 02 01 08

48,0

48,0

48,0

48,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლი" გურჯაანი"

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ანსამბლი მონაწილეობას ღებულობს მსოფლიო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალებში, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ამიტომ ანსამბლისთვის საჭიროა ახალგაზრდა მოცეკვავეთა რაოდენობის გაზრდა, მუსიკალური ბენდის გაზრდა, ძველი ხალხური ინსტრუმენტების მოძიება შძენა,ეროვნული კოსტიუმების განახლება შეძენა და ანსამბლის ტრანსპორტირება საქართველოში. უტარდებათშემეცნებითი სემინარები ქართული ხალხური ძირძველი ქორეგრაფიული ხელოვნების მოძიება განვითეარებისათვის. ეწყობა შეხვედრები კახეთის ყველა კუთხეში უხუცეს ადამიანებთან, ვისაც შეხება ჰქონიათ ძველ ქართულ ცეკვასთან, ძველი ელემნტების ამოღება განვითარებასთან დაკავშირებით.

ქვეპროგრამის მიზანია ღონისძიებებსა და კონცრტებში მონაწილეობის მიღება და ახალგაზრდობის კულტურულ-ესთეტიკური აღზრდის უზრუნველყოფაქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისათვის.

მოსალოდნელი შედეგი

- ძველი ტრადიციების შენარჩუნება

- ღონისძიებებისა და კონცერტების გამართვა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ააიპ მრავაჟამიერი-1

2022 წლის

დაფინანსება
ათას ლარში

2023 წლის

დაფინანსება ათას ლარში

2024 წლის

დაფინანსება ათას ლარში

2025 წლის

დაფინანსება ათას ლარში

05 02 01 10

180,0

200,0

200,0

200,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

ააიპ ანსამბლი მრავაჟამიერი-1

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ა(ა)იპ ,,მრავალჟამიერი1“ დაქვემდებარებაში შედის 2 ანსამბლი: ანსამბლი ,,გურჯაანი“ და ლევან მუღალაშვილის სახელობის ბიჭუნათა ანსამბლი. ხალხური სიმღერისა და გალობის რაიონული სკოლა, რომელიც ემსახურება ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენას და მათ სწორად აღზრდას. ააიპ ,,მრავალჟამიერი 1 “ მიზანია მოზარდი თაობის დაინტერესება ხალხური სიმღერისა და გალობის შესწავლით. ანსამბლების ჩამოყალიბება, სწორად და ხარისხიანად სწავლება, რათა მათ შეძლონ ქვეყნის შიგნით და გარეთ ჩატარებულ ფესტივალებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა და ტრადიცული ხალხური სიმღერისა და გალობის მომავალი თაობისთვის გადაცემა და პოპულარიზაცია. გაიხსნადა იგეგმება ახალი წრეებისოფელ ვაჩნაძიანში, ვაზისუბანში,ველისციხეში, ბაკურციხეში, კარდენახში და კაჭრეთში, რათა ხალხური სიმღერის შესწავლის მსურველი ბავშვებისთვის, რომლებისთვისაც რთულია გურჯაანში სიარული, ხელმისაწვდომი იყოსსწავლა.

ქვეპროგრამის მიზანია ხალხური სიმღერის და გალობისსწავლის მსურველთა რაოდენობის გაზრდა და კარგ მომღერლად ჩამოყალიბება, ფესტივალებსა და კონკურსებზე მიღებული პრიზების რაოდენობა, ბავშვთა სწავლების დონის შეფასებით მშობლების კმაყოფილების დონის გაზრდა. სწავლის ხელმისაწვდომობა.

მოსალოდნელი შედეგი

- ხალხური სიმღერის შესწავლისხემისაწვდომობა ყველა მსურველთათვის

- ღონისძიებებსა და ფესტივალებში მონაწილეობა

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

საბიბლიოთეკო

და სამუზეუმო გაერთიანება

2022 წლის

დაფინანსება
ათას ლარში

2023 წლის

დაფინანსება ათას ლარში

2024 წლის

დაფინანსება ათას ლარში

2025 წლის

დაფინანსება ათას ლარში

05 02 01 11

420,0

430,0

450,0

450,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური

საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე6 მუნიციპალური მუზეუმი, 13 ბიბლიოთეკა.მუნიციპალურ მუზეუმებში დღეის მდგომარეობით განთავსებულია 26967 ექსპონატი. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 4234-ს.

მუნიციპალიტეტის 13 ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეადგენს 141875 ერთეულს. ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლობით6000 მოსახლე. ქვეპროგრამის მიზანია -საბიბლიოთეკო ფონდების შეგროვება, აღრიცხვა–დამუშავება და საკატალოგო მეურნეობის წარმოება საბიბლიოთეკო წესების შესაბამისად, მათი დაცვის უზრუნველყოფა;
საცნობარო–ბიბლიოგრაფიული აპარატის სრულყოფა, საბიბლიოთეკო მაჩვენებლების შედგენა და სტატისტიკის წარმოება,მონაცემთა ბაზის შექმნა; საბიბლიოთეკო პროცესებში ელექტრონული საცნობარო აპარატის და მონაცემთა ბაზის (წიგნებისა და ჟურნალ–გაზეთების ელექტრონული კატალოგები, ელექტრონული წიგნები, ჟურნალ–გაზეთების სტატიების ელექტრონული კატალოგები) შექმნა და სრულყოფა, ელექტრონული პროგრამების და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა,კომპიუტერული ქსელის და ქსელური აპარატურის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მოქალაქეთა მომსახურება საბიბლიოთეკო ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით, ელექტრონული რესურსებით, ტექნიკური საშუალებებით და ინტერენეტით უზრუნვრლყოფა.
კულტურულ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო–ინფორმაციული ღონისძიებების, საკლუბო შეხვედრების, სპეციალიზირებული სემინარების და ტრენინგების მომზადება–ჩატარება, გამოფენების მოწყობა,საბიბლიოთეკო საქმიანობის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების და სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბასად.მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება.სამუზეუმო ექსპონატების აღწერა, საინვეტარო წიგნში გატარება, დაცვა, მოვლა-პატრონობა.ასევე მუზეუმების ფონდების აღრიცხვა-დამუშავება.

ქვეპროგრამის მიზანია ასევე ჩატარდეს ახალგამოცემული წიგნების წარდგენები, ლიტერატურული საღამოები, შემეცნებითი დისკუსიები, ცნობილი მწერლების დაბადების დღისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოები, გურჯაანშიმოღვაწე შემოქმედ, ღვაწლმოსილ და ცნობილ პიროვნებებთან შეხვედრები,ღირსშესანიშნავი თარიღებისადმი მიძღვნილი საღამოები ,,ბიბლიოთეკის კვირეული, ლექციები, კონფერენციები, სემინარები, საშობაო–საახალწლო შეხვედრები,მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებები, საკლუბო შეხვედრები.

ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციული პერსონალი შეძლებისდაგვრად უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით (ხელფასი და სხვა). ქვეპროგრამისმთავარი მიზანიამოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ჩართულობისა და დაინტერესების ზრდა. საბიბლიოთეკო ფონდის ზრდა, რომ დავაინტერსოთ მკითხველი და ავამაღლოთ ცნობიერების დონე. მეტი ტურისტი გვყავდეს მუზეუმებში, რაც გაზრდისსაკუთარ შემოსავალს.

მოსალოდნელი შედეგი

- მოსახლეობის ზრდა და ჩართულობა ცნობიერების ასამაღლებლად

- მეტი ტურისტი რაც მუნიციპალიტეტის ცნობადობისთვის

ქვეპროგრამის დასახელება

კოდი

ა(ა)იპ

სამუსიკო სკოლების გაერთიანება

2022 წლის

დაფინანსება
ათას ლარში

2023 წლის

დაფინანსება

ათას ლარში

2024 წლის

დაფინანსება ათას ლარში

2025 წლის

დაფინანსება

ათას ლარში

05 02 01 15

315,0

320,0

320,0

325,0

ქვეპროგრამის განმახორც.სამსახური

ა(ა)იპ სამუსიკო სკოლების გაერთიანება

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ააიპ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებაში შედის 5 სამუსიკო სკოლა. სამუსიკო სკოლებში გაერთიანებულია: საფორტეპიანო, თეორიული,სიმებიანი (ვიოლინო), საესტრადო ვოკალი, ფოლკლორი (ხალხური საკრავები) საგუნდოდა სხვა მიმართულებები. საერთო კონტიგენტი შეადგენს 303 მოსწავლეს. სკოლებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს (ადმინისტრაციული პერსსონალი და პედაგოგები) 68თანამშრომელს. ქვეპროგრამის მიზანია შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის საჭიროა შესაბამისი პირობების შექმნა; განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა;სხვადასხვა ინსტრუმენტებზე შემსწავლელი წრეების ჩამოყალიბება; კულტურული ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე; ფასიანი, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა; მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, ფორუმებში.

მუსიკალური განათლების უზრუნველყოფა, ბავშვების მომზადება სამომავლო შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

მოსალოდნელი შედეგი

- მუსიკალური განათლების უზრუნველყოფა

- ღონისძიებებისა და ფესტივალების გამართვა დამონაწილეობა

პროგრამის დასახელება

კოდი

კულტურის

ღონისძიებები

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

2023 წლის

დაფინანსება ათას ლარში

2024 წლის

დაფინანსება

ათას ლარში

2025 წლის

დაფინანსება

ათას ლარში

05 02 02

150

200

200

200,0

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ქართული ეროვნული ცეკვა-სიმღერის პოპულარიზაცია. მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ორიენტირებულია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებების გამართვის შედეგად, ისეთების, როგორიცაა ფესტივალები, ფორუმები და ა.შ.
ამასთან, სამსახური ცდილობს გამოიყენოს და დანერგოს ის ინოვაციური მიდგომები, რომელიც გაზრდის შემოქმედებით საქმიანობას ადგილობრივად. ამასთან, ასევე ცდილობს, მოახდინოს კულტურული მიმართულებების ინტეგრაცია ისეთ მონათესავე მიმართულებებთან, როგორიცაა მაგ: ტურიზმი და ა.შ.
შესაბამისად, პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:
1. მუნიციპალიტეტის შესახებ, ცნობადობის ამაღლების კამპანიის წარმოება.
2. ფესტივალების ორგანიზება, მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციის მიზნით.
3. კონფერენციებისა და ფორუმების გამართვა.
4. კულტურული ღონისძიებების განხორციელება.
ქვეპროგრამების განხორციელება უზრუნველყობს გენდერული ბალანსის დაცვას.

გამომდინარე აქედან, ვფიქრობთ მივაღწევთ ჩვენს მიერ დასახულ მიზანს, რომ გურჯაანის ნიშა გახდეს როგორც მეღვინეობის, ასევე საფესტივალო ქალაქი და შესაბამისად, მოხდეს მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია სწორედ კულტურული ღონისძიებების გამართვის შედეგად, რაც თავის მხრივ განაპირობებს ტურისტული ნაკადების გაძლიერებასა და ეკონომიკურ სიძლიერეს.

მოსალოდნელი შედეგი

- მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია

- ტურიზმის განვითარება

პროგრამის დასახელე

კოდი

საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

2023 წლის

დაფინანსება ათას ლარში

2024 წლის

დაფინანსება ათას ლარში

2025 წლის

დაფინანსება ათას ლარში

05 03

150

200

200

200

ქვეპროგრამის განმახორც.

სამსახური

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამების მიმართულებების ფარგლებში დაიგეგმება და განხორციელდება ისეთი პროექტები, რაც ერთის მხრივ გამოაცოცხლებს მუნიციპალიტეტს და გახდის მასშტაბური პროექტების მონაწილეს, ასევე, მეორეს მხრივ, შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ ახალგაზრდობას, მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდობისთვის არსებული პრობლემების გადაწყვეტაში და შეცვალონ შექმნილი გარემო უკეთესობისკენ.
მუნიციპალიტეტში აქტიური ახალგაზრდობის უდიდეს წილს წარმოადგენენ მხოლოდ სკოლის ასაკის მოზარდები (18 წლამდე), ამიტომ ვფიქრობთ ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობას მიიღებენ 18 წელს ზემოთ ახალგაზრდებიც. შესაბამისად, ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
1. ინტელექტუალური და საგანმანათლებლო ღონისძიებების ხელშეწყობა "რა? სად? როდის?, საგაზაფხულო სერია, 2. საგანმანათლებლო კვირეული, 3. ახალგაზრდული ფორუმი,სადებატო კლუბების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებების განსაზღვრა და მისი განვითარება და ა.შ.შემოქმედებითი და სხვა ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა (სხვადასხვა ტიპის დაჯილდოების ცერემონიალების გამართვა, წარმატებული ახალგაზრდების წახალისება და სხვა).ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, ვფიქრობთ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება 18 წელს ზემოთ ახალგაზრდების გააქტიურება მუნიციპალიტეტში.

მოს

ალოდნელი შედეგი

- ახალგაზრდების ჩართვა ღონისძიებებში

- წარმატებული ახალგაზრდების გამოვლენა

კოდი

პროგრამის დასახელება

ტელე–რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა

2021 წლის დაფინანსება
ათას ლარში

2022 წლის დაფინანსება
ათას ლარში

2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში

2024 წლის დაფინანსება
ათას ლარში

05 05

65,0

65 ,0

65,0

65,0

პროგრამის განმახორციელებელი სამსახური

გურჯაანისმუნიციპალიტეტის მერია

პროგრამის აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას. რისთვისაც ერთ–ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი ხელისუფლების(როგორც წარმომადგენლობითი ისე აღმასრულებელი ორგანოს) მიერ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის შესახებ. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და აქტივობების შესახებ სრული ინფორმაციის დროული გავრცელება. აღნიშნული მექანიზმის ეფექტიანად ამუშავებისათვისაუცილებელია ტელევიზიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც მოხდება საკრებულოს სხდომების, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანი შეხვედრებისა და გაერთიანებული თათბირების გაშუქება, რომელიც შეიცავს საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციებს. უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებისათვის საჭირო ინფორმაციის განცხადების სახით გავრცელება და სხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების გაშუქება.

პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფ