სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერთა საერთო კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „გლდანის“ (ს/კ 209439099) აქციონერთა საერთო კრების შესახებ
გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 02 ივნისის განჩინებით საქმეზე #2/1564-19 „სს „გლდანის“ საერთო კრების სააღრიცხვო დღის განსაზღვრა, საერთო კრების მოწვევა გადაწყვეტილების წარდგენილი დღის წესრიგით, საერთო კრების ჩატარება და კრების ოქმის სარეგისტრაციოდ წარდგენა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაევალა მერაბ სამადაშვილს“.
შესაბამისად, გატყობინებთ, რომ ვიწვევ სს „გლდანის“ (ს/კ 209439099, შემდგომში „საზოგადოება“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2021 წლის 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 2/9 (კრებაში მონაწილე აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათიდან).
სააღრიცხვოდ დღედ განისაზღვრა 2021 წლის 24 ნოემბერი.
აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგია:
1. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღება;
2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და წევრთა ახალი შემადგენლობის არჩევა.
3. საზოგადოების ფინანსური ანგარიშგებისა და წლიური შედეგების განხილვა.
აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ საერთო კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება ფასიანი ქალაღდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან სს „სი ეს არ“-თან (სკ 405141190) კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74/11, შესასვლელი მოსაშვილის ქ. №11-დან, სართული მე-2.
აქციონერებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ შემოთავაზებული წესდების ახალი რედაქციის პროექტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის ქ. #33, ოფისი 6, ტელ: 577 33 00 33.
კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად, ასევე წესდების ახალი რედაქციის პროექტის და რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, თან იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).
სს „გლდანის“ აქციონერი მერაბ სამადაშვილი