„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36282
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016653
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/11/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №36282

2021 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ4“ და „დ5“ ქვეპუნქტები:

„დ4) შიდა გადამუშავებისას ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას, ცვლილებას ან შეწყვეტას, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვას;

დ5) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას, ცვლილებას ან შეწყვეტას, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვას;“;

ბ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ3“ და „დ4“ ქვეპუნქტები:

„დ3) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით განყოფილებისათვის მიმართვისას – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;

დ4) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფისათვის თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით განყოფილებისათვის მიმართვისას – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;“;

გ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ4“ და „ჟ5“ ქვეპუნქტები:

„ჟ4) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით გაფორმების ეკონომიკური ზონისათვის მიმართვისას – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;

ჟ5) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფისათვის თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით გაფორმების ეკონომიკური ზონისათვის მიმართვისას – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;“;

დ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                    ლევან კაკავა
 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.11.2021.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 22.11.2021. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №36282. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016653.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №36282, 22.11.2021, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016653 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5287685/