ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №292 |
|
2021 წლის 25 ნოემბერი ქ. რუსთავი |
|
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების წახალისების წესსა და პირობებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალიწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში „ქვეპროგრამის განმახორციელებელი“).
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული – მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს (2021-2022 წლის).
ბ) დაფინანსება – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელებული ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების წახალისების დაფინანსება (დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი).
გ) წახალისება - ერთჯერადი გასაცემელი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
დ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” ქვეპროგრამა (კოდი 04 06).
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს (2021-2022 წლის).
2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი რუსთავი.
3. პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები.
1. „წახალისების“ მისაღებად მოსარგებლე პირმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე:
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატი.
ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი – იძულებით გადაადგილებული (დევნილი) მოსწავლის;
ვ) განმცხადებლის სახელზე გახნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
1. დაფინანსების თაობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებების გადარჩევას ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრთან“.
3. განმცხადებლის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, განცხადების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წარმოდგენილი დოკუმენტების ქვეპროგრამასთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო დაფინანსებაზე უარის გადაწყვეტილებას განმცხადებელს წერილობითი ფორმით უგზავნის ქვეპროგრამის განმახორციელებელს.
1. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
2. ანგარიშსწორება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების” (კოდი 04 06) განხორციელების
წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების’’ (კოდი 04 06) განხორციელების წესი’’, დანართი N 1 -ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ქავთარაძე
დანართი №1