სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ
2021 წლის 22 დეკემბერს, დღის 15 საათზე, ქ. ბათუმში, კომახიძის ქ. №119-ში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, კომახიძის ქ. №119, IV სართული, სააქტო დარბაზი) გაიმართება სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა რიგითი საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2020 წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);
2. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2022 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემების (ბიზნესგეგმის) დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);
3. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2021 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის დანიშვნის შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);
4. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე);
5. აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების გაწმენდის პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სს „აჭარის წყლის ალიანსის“ წყალმომარაგების საწარმოების კონცეფციის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთივე (ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს) მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე სს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ ახალი წყალმომარაგებისა და წყალარინების საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს-ს) სახის სამართლებრივი ფორმით დაფუძნების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე).
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა რიგითი საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2021 წლის 15 დეკემბერი;
აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს დღის 14 საათიდან.
კრებაში მონაწილეობის უფლებისა და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის დადგენის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 74ა; ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 11 (საკონტაქტო პირი – ლუიზა ჩიკაშუა, ტელეფონის ნომერი: 599 15-88-06).
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა რიგითი საერთო კრების დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორს გააჩნიათ შემდეგი სახის რეკომენდაციები (გადაწყვეტილების პროექტები):
აქციონერთა რიგითი საერთო კრების დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2020 წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილი სახით.
აქციონერთა რიგითი საერთო კრების დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2022 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები (ბიზნესგეგმა) წარმოდგენილი სახით;
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2022 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები განისაზღვროს 5,790,326 (ხუთი მილიონ შვიდას ოთხმოცდაათი ათას სამასოცდაექვსი) ლარით;
აქციონერთა რიგითი საერთო კრების დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
დაევალოს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორს 2021 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის არჩევა მოხდეს „სახელმწიფო შესყიდვების კანონის“ შესაბამისად ტენდერის გამოცხადების საშუალებით;
აქციონერთა რიგითი საერთო კრების დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოში არჩეულ იქნენ შემდეგი წევრები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ................................., ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტიდან ................................., ხულოს მუნიციპალიტეტიდან .................................;
აქციონერთა რიგითი საერთო კრების დღის წესრიგის მეხუთე საკითხთან დაკავშირებით:
მიეცეს უფლება სს „აჭარის წყლის ალიანსს“ აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების გაწმენდის პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული წყალმომარაგების საწარმოების კონცეფციის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთივე (ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს) მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე დააფუძნოს საწარმოები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს-ს) სახის სამართლებრივი ფორმით და 100%-იანი სს „აჭარის წყლის ალიანსის“ წილობრივი მონაწილეობით;
რაც შეეხება მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობების შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის წარსადგენ სხვა სარეგისტრაციო მოთხოვნების რეგისტრაციის მოთხოვნას, კერძოდ კი, საწარმოს სახელწოდებას/საფირმო სახელწოდებას, საწარმოს იურიდიულ მისამართს, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) მონაცემებს, საწარმოს წესდებასა და რეესტრში რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერს ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართს, სს „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორმა ის უნდა მოახდინოს მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ.
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორატი.